ვიტამინების მნიშვნელობა

საბავშვო მულტივიტამინი

ვიტამინები არის სიცოცხლე. მათ გარეშე ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფუნქციონირება, ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვულ სისტემას, სისხლის მიმოქცევის სისტემას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, რეპროდუქციულ სისტემას, თავის ტვინს და ძვლოვან სისტემას. ვიტამინების ყოველდღიური, რეგულარული მიღება გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.


ვიტამინების მნიშვნელობამ იმატა ცივილიზაციის ზრდასთან, ეკოლოგიური გარემოს გაუარესებასთან  და ფსიქოლოგიურ დაძაბულობასთან ერთად. ამას თან ერთვის პროდუქტებში ვიტამინების შემცველობის დაქვეითება. ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინების მიღებას მაშინ, როცა ეს განსაკუთრებით სჭირდება.



განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს მშობლებმა, რადგან ბავშვის ორგანიზმის სწორი განვითარება შეუძლებელია ვიტამინების გარეშე, ეს  ფაქტორი ახდენს უდიდეს გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე.

მნიშვნელოვანია!
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ძალიან დაბალანსებული კვების დროსაც კი ვიტამინების და მინერალების რაოდენობა ადის მხოლოდ 30%მდე.

ვიტამინების მოთხოვნილება

ვიტამინები საჭიროა ყველასთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ვიტამინებს.

პირველ რიგში ეს არის ბავშვობის პერიოდი. ვიტამინების დიდი მოთხოვნა აქვს ბავშვის სწრაფად მზარდ ორგანიზმს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია D ვიტამინი, ვიტამინი C (იმუნიტეტი), B ჯგუფის ვიტამინები(ნერვული სისტემა), ვიტამინი A(„ზრდის ვიტამინი“), ფოლის მჟავა. სკოლის ასაკში კიდევ უფრო იმატებს ვიტამინების მოთხოვნილება ზრდის, გონებრივი და ემოციური დატვირთვის გამო.

შემდეგი პერიოდი როცა ვიტამინები ძალიან საჭიროა არის გარდატეხის ასაკი. გოგონებისთვის 11-12 წელი, ბიჭებისთვის 12-13 წელი, როცა იწყება სქესობრივი განვითარება. ორგანიზმში ხდება ბევრი ცვლილება, ისევ იწყება აქტიური ზრდა. ამ ასაკში ვიტამინების მოთხოვნა შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი ვიდრე აქვს ზრდასრულ ადამიანს. კვლევების თანახმად ვიტამინების მიღება ამ ასაკში აქვეითებს ქრონიკული დაავადებების რისკს და აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

 

ვიტამინების დეფიციტის ჯგუფში შედის 14-დან 18 წლამდე ასაკი, დრო როცა ვითარდება დამოუკიდებლობა და წინააღმდეგობები, რომლებიც ხშირად იწვევს არასწორ კვებას და არაჯანსაღ ცხოვრების წესს, ეს ფაქტორები მოქმედებს ორგანიზმში მოხვედრილ სასარგებლო ნივთიერებათა რაოდენობაზე და აუარესებს ცვლით პროცესებს. მაგრამ ორგანიზმი აგრძელებს ზრდას და ვიტამინები მისთვის აუცილებელია.

სტრესის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება C და E ვიტამინის კონცენტრაცია. სტრესული შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტუაცია: ჩხუბი ახლობლებთან, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სკოლის ან ბაღის შეცვლა, მშობლების გაყრა, დედმამიშვილის შეძენა, გონებრივი ან ფიზიკური გადაღლა და ა.შ

ქრონიკული დაავადებების დროს ორგანიზმს უმძაფრდება ვიტამინების მოთხოვნა. ეს ხდება ვირუსების დროს, ან სხვა გადამდები დაავადებების დროს, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ვიტამინები აუცილებლად გამოიყენება იმ ბავშვების გამოჯანმრთელების პროგრამებში, რომლებიც ხშირად ცივდებიან.


ზამთარში და გაზაფხულზე როცა ადამიანი იკვებება შედარებით ერთფეროვნად, ნაკლებს მოძრაობს, ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ვიტამინები განსაკუთრებით საჭიროა. თუმცა ჩვენი და განსაკუთრებით კი ბავშვების ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინებს მთელი წლის მანძილზე.

ტვინისთვის მნიშვნელოვანია ვიტამინები E, B, C. განსაკუთრებით დიდია C ვიტამინის მოქმედება, მისი კონცენტრაცია ორგანიზმში 50%-ით ამაღლებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

არის სხვა მიზეზებიც, რომლის გამოც საჭიროა ვიტამინების რეგულარული მიღება, ესენია:

 არაჯანსაღი და ერთფეროვანი კვება
მადის დაქვეითება
შენელებული ნივთიერებათა ცვლა
ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილებში ცხოვრება

ვიტამინების დეფიციტი


ვიტამინების უკმარისობა ორგანიზმში , ჰიპოვიტამინოზი დამახასიათებელია ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში, თუმცა ხილ-ბოსტნეულით მდიდარი ზაფხულიც არ არის ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის ვიტამინების მიწოდების გარანტი.

ორგანიზმი შეიძლება განიცდიდეს მხოლოდ ერთი ვიტამინის ნაკლებობას, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება რამდენიმე ვიტამინის უკმარისობა. არსებობს ვიტამინების ნაკლებობის რამდენიმე გამოხატულება:

სწრაფი დაღლა
ძილიანობა
გაღიზიანებულობა
სისუსტე
თავბრუსხვევა
ცუდი მადა
დაქვეითებული იმუნიტეტი
ქრონიკული დაავადებების გამწვავება
სისხლდენა ღრძილებიდან

ავიტამინოზის პროფილაქტიკა


პირველ რიგში საჭიროა სწორი კვება, საჭმელი უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა შეიცავდეს ნატურალურ პროდუქტებს, ბურღულეულს, მარცვლოვნებს, ხორცს, ზღვის პროდუქტებს, ბოსტნეულს, მწვანილეულს, ხილს.
სასურველია რუხი ან სრულმარცვლოვანი პურის მიღება.
ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები.
უნდა მიიღოთ ხორცი, არ მიიღოთ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტები, მოერიდეთ მარილს, და ზედმეტ ცხიმს, ჯობია მოხარშოთ ან მოთუშოთ საკვები.

არსებული 13 შეუცვლელი ვიტამინი იყოფა ცხიმში ხსნად(A,D,E,K) და წყალში ხსნად(დანარჩენი) ვიტამინებად. საკვებიდან ცხიმში ხსნადი ვიტამინების მისაღებად საჭიროა მოამზადოთ საკვები სხვადასხვა ცხიმით. წყალში ხსნადი ვიტამინების მისაღებად საჭიროა უმი საკვები, ხილის ნატურალური წვენები და სუპები.

ერთი წლის ასაკის ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვების ხანგრძლივობას  და სხვა საკვების დროულ დანამატს. ასევე აუცილებელია კარგი დასვენება და დროის გარკვეული ნაწილის სუფთა ჰაერზე გატარება. დაავადებების დროს ვიტამინების შემცველობა მკვეთრად ქვეითდება ამიტომაც ბავშვებში ავიტამინოზის პროფილაქტიკაა დროული ვიტამინების მიწოდება.

ბავშვებს, რომლებიც არიან ხელოვნურ კვებაზე, უნდა მისცენ ადაპტირებული საკვები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.

ვიტამინებს ორგანიზმისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მათ გარეშე ჩვენ გვიჭირს გადაადგილება, ხშირად ავადვმყოფობთ, ირღვევა ყველა ორგანოს მუშაობა. ვიტამინები ეხმარება ორგანიზმს ფუნქციონირებაში, ვიტამინები ახანგრძლივებს სიცოცხლეს!

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

Read 5127 times
საბავშვო მულტივიტამინი
158