ბავშვების ბედი განქორწინების შემდეგ

საბავშვო მულტივიტამინი

პირველი ქორწინებებების დაახლოებით  40-50 % განქორწინებით სრულდება და ეს ხდება  პირველი ათი წლის განმავლობაში(ქორწინებიდან).   ყოველი მეოთხე ბავშვი ცხოვრობს განქორწინებულ ოჯახში. ბავშვობაში ცოტა რამეა ისეთი ტრავმული ბავშვისთვის, რაც მშობლების განქორწინება. 

განქორწინება ასოცირებულია ქცევის და ემოციურ ცვლილებებთან, ახალი ცხოვრების დაწყებასთან.  განქორწინების შემდგომ პერიოდს ბავშვები გამოხატავენ სიბრაზით, არადამყოლობით, შფოთვით და დეპრესიით.  მშობლებს განქორწინებულ ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ  2-3 ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე არაგანქორწინებულ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს.

გრძელვადიანი კვლევები ცხადჰყობენ , რომ თუ რამე სხვა მნიშვნელოვანი არ მოხდა, ორ სამ წელიწადში ბავშვები აბსოლიტურად კარგად არიან, თუმცა ზოგიერთს აქვს ფსიქოლოგიური სირთულეები.

 

განქორწინება არ არის ერთი მომენტი, ის როგორც წესი შედგება განქორწინებამდე და განქორწინების შემდგომი პრობლემებისგან, და დიდი წილი ბავშვზე სტრესისა სწორედ ამაზე მოდის.  იცვლება საცხოვრებელი (ზოგჯერ) მშობლებთან დამოკიდებულება, გარემო და ა.შ.  აუცილებელია არამეურვე მშობელმა შეინარჩუნოს შვილთან კონტაქტი.  

როცა მშობელი ინარჩუნებს კონტაქტს და მეტ ნაკლებად ოჯახურ ურთიერთობებს ბავშვთან ეს ბავშვისთვის კომფორტულია. 

მშობელმა განქორწინების შემდეგ შეიძლება ზედმეტი პასუხისმგებლობით შეხედოს შვილის საკითხს, ან პირიქით უმეთვალყურეოდ დატოვოს, ორივე შემთხვევა ბავშვისთვის სტრესის მომტანია. აუცილებელია ზომიერად ზრუნვა. 

განქორწინების აღთქმა ასაკების მიხედვით

ახალშობილები პირდაპირ  განქორწინებაზე არ რეაგირებენ, მათთვის მთავარია მუდმივი კონტაქტი ძირითადი მზრუნველისა. მთავარია განუვითარდეთ დაცული მიჯაჭვულობის გრძნობა.  თუ  დაშორებამ გამოიწვია ახალშობილის ძირითად მზრუნველთან განშორება ამ შემთხვევაში განიცდის გაღიზიანებით,  მოუსვენრობით, მოუსმენლობით და აქვს დისტრესის სინმპტომები.

სკოლამდელი ასაკი -  აქვს მაგიური რწმენები მიზეზის და ეფექტის ეგოცენტრული ხედვა.  მათ ჰგონიათ, რომ მათი ბრალია მშობლების გაშორება.  შეიძლება დაიწყონ უცნაური ქცევა რითიც ცდილობენ მათ შერიგებას.  ამ დროს აუცილებელია მშობელმა გარკვეული  და გასაგები მესიჯი მიუტანოს ბავშვს, რომ განშორება მხოლოდ მშობლების შეუთანხმებლობის ბრალია და არა ბავშვის.  ბავშვი ასევე ფიქრობს ამ დროს, რომ თუ მშობლებმა ერთმანეთი მიატოვეს, შეიძლება თვითონაც მიატოვონ.  აუცილებელია იმის ახსნა, რომ ბავშვს არავინ მიატოვებს.

სკოლის ასაკის ბავშვი -  ამ ასაკში ბავშვს ესმის განშორების აზრი, თუმცა  ბოლომდე და დეტალურად არა.  ამ ასაკში ბავშვებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ ერთი მშობელი იყო დამნაშავე ამ ამბავში.  შეიძლება ჰქონდეთ ბრაზი.  ამ დროს მშობლებმა უნდა აუხსნან, რომ ეს ერთი ადამიანის ბრალი არ არის და ეს ერთად მიღებული გადაწყვეტილებაა. 

მოზარდობაში - ბავშვებმა მშობლების განშორება შეიძლება გამოხატონ დეპრესიით,  სომატური სიმპტომებით,  ვინაიდან ამ პერიოდში ბავშვები მორალურობას სწავლობენ განშორებამ შეიძლება გამოიწვიოს ეჭვები მათ რწმენებში.  თუ მშობლების განქორწინებით მოზადს ყურადღება მოაკლდა, შეიძლება რისკის შემცველი ქცევები ჩაიდინოს (ალკოჰლი, ნარკოტიკები, დაუცველი სექსუალური ქცევა, აკადემიური ჩამორჩენა).

განქორწინების დროს საუკეთესო შედეგი არის მაშინ, თუ ორივე მშობელი ინარჩუნებს ბავშვთან ახლო და ოჯახურ კონტაქტს და მშობლებსაცერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე

Read 4614 times
საბავშვო მულტივიტამინი
158