მოეფერეთ ერთმანეთს…

ადამიანები კვდებიან ტაქტილური შიმშილისგან…

იმ ბავშვებისგან, ვინც არ უყვარდათ და არ ეფერებოდნენ იზრდებიან ბოროტი, აგრესიული ადამიანები. მგლებივით უყურებენ ადამიანებს, სურთ სიახლოვე და მოფერება და ამავდროულად გაქვავებულები არიან, მოიწევენ სითბოსკენ და თან გაურბიან მას.

 

ყოველი ჩვენგანი სასოწარკვეთის დროს ეძებს მკლავებს, რომელიც ჩაიხუტებს, ყველა ეძებს მხარდაჭერას სხვის მკლავებში. ეს არ არის სისუსტე, როგორც ბევრს გონია, ეს არის ცხოვრება, უბრალო მისწრაფება იგრძნო სიცოცხლე… იგრძნო მისი სუნთქვა შენს ყელზე, იგრძნო მისი გულისცემა შენი ხელისგულის ქვეშ, ითრთოლო სითბოსგან. ამ ყველაფრის უკმარისობა, სევდა, – ფიზიკური კონტაქტის არ ქონის გამო გამოკეტავს ზოგ ადამიანს ცინიზმისა და სიუხეშის ცხრაკლიტულში, სხვებს კი ილუზიებში, რომლებიც სხვა ადამიანებმა მოახვიეს თავს. ისინი ცდილობენ იპოვნონ სიამოვნება მუსიკაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში ისე, რომ ცხოვრება არ სურთ, კითხულობენ სხვების ისტორიებს, იციან სხვებზე ბევრი მაგრამ ეშინიათ განიცადონ თავად, შეიგრძნონ და… იცხოვრონ…

ადამიანები თანდათან კვდებიან, ისე რომ არ უშვებენ ხელიდან წიგნებს, არ აცილებენ თვალს ტელევიზორისა და კომპიუტერის მონიტორს, მათ არ სურთ დაინახონ თავის გვერდით ის, ვინც გააბედნიერებდა, ვინც ხსნა იქნებოდა, ვის გვერდითაც  თავს ცოცხლად იგრძნობდა, ვისთანაც იცხოვრებდა…

მოეფერეთ ერთმანეთს!

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 9267 times