6 მიზეზი რატომ შეიძლება მიატოვოს კაცმა ქალი თუ ის უყვარს.

 

ადამიანები ხშირად ქორწინდებიან ორი მიზეზით. კაცები ფიქრობენ, რომ ქალი არასდროს შეიცვლება, ხოლო ქალები ფიქრობენ, რომ კაცი აუცილებლად შეიცვლება.    ეს არის პირველი სერიოზული იმედგაცრუება, ურთიერთობაში, რომელიც შემდგომში ღრმავდება და ძლიერდება და საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს ურთიერთობის შეწყვეტით. 

წარმოგიდგენთ მიზეზებს, რის გამოც კაცებს ერთ სული აქვთ ქალს თავი დააღწიონ მიუხედავად იმისა, უყვართ თუ არა ის.

  • როცა ქალი მის შეცვლას ცდილობს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,  კაცს სჭირდება (ისევე როგორც ქალს) გვერდში დგომა, საკუთარი თავის რწმენის გაძლიერება, მხარდაჭერა და თავის პოვნა.  როცა ამის მაგივრად ქალი მუდმივად მის გადაკეთებას ცდილობს კაცი ძლიერ სტრესშია და ცდილობს იპოვნოს მისგან თავის დაღწევის გზები.
  • კაცი ძლიერ განიცდის ქალის წარმატებას. თვითონ თავს დამცირებულად გრძნობს და მშვიდად ვერ არის.  ეს მაშინაც კი მძიმედ მოქმედებს კაცზე, როცა ქალი მისი პირდაპირი კონკურენტი არ არის.  როცა ქალი მკვეთრად წარმატებულია, ვიდრე მისი პარტნიორი,  კაცი ურთიერთობის მომავალს დადებითად ვერ აფასებს.
  • თუ ქალი სულ წუწუნებს, სულ უკმაყოფილოა, სულ აკრიტიკებს კაცს. ეს ყველაზე რთული მდგომარეობაა კაცისთვის. კაცს არ შეუძლია მუდმივად მობუზღუნე და მისით უკმაყოფილო ქალის ატანა.
  • ინტიმურობის ნაკლებობა- სულიერი სიახლოვე კაცს ისევე სჭირდება, როგორც ქალს,  ამიტომ  ინტიმურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ქალი უცხოვდება კაცისგან, მისით აღარ ინტერესდება და სულიერი კავშირი წყდება - ირღვევა ფიზიკური კავშირიც.
  • როცა ქალი მუდმივად ადარებს სხვას - თუ ქალი მუდმივად იხსენებს წარსულ ურთიერთობებს, ლაპარაკობს ყოფილ შეყვარებულებზე ან პარტნიორებზე ადარებს მათ. კაცებს არ სჭირდებათ ქალის წარსული ურთიერთობების ანალიზი.
  • ემოციური მიჯაჭვულობა - კაცებს სჭირდებათ თავისი სივრცე, მეგობრები, ურთიერთობები. კაცებს არ მოსწონთ ძიძის პოზიციაში ყოფნა და დიდ ხანს ამ მდგომარეობის შენარჩუნება არ შეუძლიათ, ამიტომ ქალი თუ მათ მიმართ დამოკიდებულია და მიჯაჭვულია კაცზე ამ ურთიერთობას შეიძლება შეექმნას დასრულების საფრთხე.   ურთიერთობაში კაცს არ უნდა გაუჩნდეს თავისუფლების დაკარგვის შეგრძნება.  
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 8917 times