ახალშობილის ძუძუ კვება

საბავშვო მულტივიტამინი

ძუძუთი კვება წარმოადგენს  იდეალურ და ნორმატიულ სტანდარტს ახალშობილის კვებისთვის.  ამერიკის პედიატრთა აკადემიის  რეკომენდაციებით ძუძუთი კვება რეკომენდირებულია ახალშობილისთვის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, შესაძლებელია  ერთ წლამდე სურვილის შემთხვევაში.   არსებობს მსოფლო პროგრამა „ჯანმრთელი ხალხი  2020 წლისთვის“ რომლის მიხედვითაც  ახალშობილების 82 % უნდა იკვებებოდეს დედის რძით.  სწორედ ამ პრობლემის აქტუალუზაციას და მნიშვნელობას უსვავენ ხაზს მსოფლიოში ცნობილი პედიატრებიც.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლიც და პრევენციის ცენტრი, იუნისეფიც   იძლევიან რეკომენდაციებს ძუძუთი კვების შესახებ.

დაბადებიდან პირველ ორ დღეს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელოვბა ახალშობილისთვის ძუძუთი კვების წარმატებული ინიციაციისთვის.

 

ძუძუთი კვების ნაკლებობა იწვევს:  დიარეას, რესპირატორულ დაავადებებს შუა ყურის ანთებას, ბაქტერიენემიას, ბაქტერიულ მენინგიტს, მანეკროზებელ ენტეროკოლიტს და ა.შ. ძუძუთი კვება იმდენად მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, რომ მოქმედებს მის ნერვული სისტემის განვითარებაზე, ნაადრევ ახალშობილებში ინტელექტის კოეფიციენტსაც კი განსაზღვრავს.

ახალშობილის ძუძუთი კვება დედისთვისაც კარგია, ის ამცირებს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას,  მშობიარობის შემდგომ ჰემორაგიებს,  ახანგრძლივებს ამენორეას,  სწრაფად ხდება საშვილოსნოს რეაბილიტაცია, ამცირებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას.  ამცირებს ჰიპერტენზიას, ჰიპერლიპიდემიას, ამცირებს საკვერცხეების და მკერდის კიბოს.

რძის ადექვატურობის შეფასება - ახალშობილის კუჭის მოქმედება უნდა იყოს  დღეში  6-8 ჯერ დღეში.  ბავშვის წონის კლბა არ უნდა იყოს 7 % ზე ნაკლები და უნდა აღდგეს ათი დღის განმავლობაში.

ახალშობილი ადრეული კვირების განმავლობაში ძუძუთი  8-12 ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

Read 4249 times
საბავშვო მულტივიტამინი