სკოლის შიში

საბავშვო მულტივიტამინი

სკოლის შიში არის ერთ-ერთი  ხშირი მიზეზი, რის გამოც ბავშვები არ ესწრებია გაკვეთილებს  (არსებობს მასზე ხშირი მიზეზებიც).  სკოლის  შიში განსხვავდება სიზარმაცისგან.   სკოლის ფობიის დროს ბავშვები განიცდიან შრფოთვას და  შიშს სკოლის მიმართ, ხოლო ზარმაცებს არანაირი შიშის გრძნობა არ აქვთ,  უბრალოდ სკოლაში მოწყენილად გრძნობენ თავს  და სწავლა არ უნდათ.  სკოლის ფობია აბსოლიტურად სწორი ტერმინი არ არის, ვინაიდან შიშის გარდა სხვა მიზეზებიც შეიძლება მრავლად იყოს , რომლის გამო ბავშვი სკოლაზე უარს ამბობს და არ უნდა წასვლა.

სიმპტომები და ნიშნაბი:

  • ბავშვები ხშრად ამბობენ, რომ არიან ცუდად
  • იღვიძებენ თავისტკივილით, მუცლისტკივილით, ყელის ტკივილით.
  • როგორც კი გაირკვევა, რომ ბავშვი სახლში რჩება, ეს სიმპტომებიც უკვალოდ ქრება შემდგომ დილამდე და ასე მეორდება. ბავშვი, რომელსაც აქვს სკოლიდ ფობია სკოლაში წასვლას ისე შეიძლება განიცდიდეს, რომ  გამოავლინოს ე.წ. ტემპერ ტანტრუმი (ძირს რომ განერთხობიან და ხელებს და ფეხებს იქნევენ და ტირიან, როგორც წესი უფრო პატარა ბავშვებს ახასიათებთ).
  • სკოლის ფობიაზე უნდა იქნეს ეჭვი მიტანილი, როცა ჯანმრთელი ბავშვი ხშირად აცდენს, განსაკუთრებით სკოლის მნიშვნელოვან დღეებს .

მშობელი უნდა ეცადოს დროულად აღმოფხვრას ეს პრობლემა და ბავშვი როგორმე შეაჩვიოს სკოლას, რაც მეტჯერ დარჩება ბავშვი სახლში, მით მეტად გაუჭირდება სკოლაში წასვლა.

სკოლის შიშთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.  ერთი ისაა, რომ აიძულონ ბავშვი იაროს სკოლაში. მეორე კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, მესამე ბავშვის სკოლის გარემოს შეჩვევა.  

მეორეს მხრივ, რატომ უნდა იყოს სკოლა სავალდებულო, ან რატომ უნდა ვაიძულოთ ბავშვი იქ იაროს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამიტომ   ყველაზე საინტერესო გამოსავალი არის ალტერნატული სახლის განათლება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეფექტურობით არ ჩამოუვარდება სკოლის განათლებას, პირიქით შეიძლება უკეთესიც იყოს.

თუმცა რომელ სტრატეგიას მიმართავს ეს  მშობლის გადასაწყვეტია და შეიძლება ჩამოთვლილიდან ნებისმიერი იყოს ეფექტური მიზნის მისაღწევად.

სკოლაზე უარის თქმის, ან სკოლის შიშის მიზეზები შეიძლება იყოს (ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა):

  • ბავშვს შეიძლება სურდეს სკოლასთან ასოცირებული საკითხების არიდება, რომლებიც უსიამოვნო გრძნობას იწვევენ მასში. მაგალითად შიში, შფოთვა, დეპრესია, ფსიქომოტორული სიმპტოები
  • ბავშვს შეიძლება არ უნდოდეს უბრალოდ სწავლა და ცდილობდეს პრეზენტაციების, ტესტების, ჯგუფური მუშაობის, სპეციფიური გაკვეთილების თავიდან აცილებას. შეიძლება საერთოდ ბავშვებთან ურთიერთობა იყოს მისთვის დიდი სტრესი.   ამ შემთხვევაში პირველ რიგში ფასდება ბავშვის აკადემიური შესაძლებლობები.
  • ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს მეტი ყურადღება უფროსებისგან სკოლის გარეთ (მშობლები და სხვა ახლობლები)
  • ბავშვს შეიძლება აქვს ის სფერო რომელიც ძალიან სიამოვნებს და არის სკოლის გარეთ. მაგ ჰობი. კომპიუტერული თამაშები, ფილმები და აშ.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Read 3281 times
საბავშვო მულტივიტამინი
53