5 ტაქტიკა როგორ გავზარდოთ შვილთან სიახლოვე

საბავშვო მულტივიტამინი

მშობლების უმეტესობას უნდა შვილთან ჰქონდეს თბილი, მარტივი და კარგი ურთიერთობა, თუმცა, რელობაში ამის განხორციელება ძნელია.   ტექსტური მესიჯები, სოციალური მედია, გადატვირთული სამუშაო, ან სასწავლო გრაფიკი, ტელევიზორზე ათეულობით არხი. მოკლედ ხელის შემშლელი ფაქტორების დიდი არმიაა წინ რომლის გადალახვაც სჭირდება მშობელსაც და შვილსაც რათა სიახლოვე შეინარჩუნონ.

ეკრანისგან თავისუფალი სადილის იმპლემენტაცია

რაც უფრო პატარა ასკიდან ეცოდინება ბავშვს, რომ მშობლებთან  ოჯახის წევრებთან ერთად სადილობს ტელევიზორის გარეშე, მით უფრო  ახლოს იქნება ოჯახის წევრებთან და მით უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იქნება ეს  მისთვის.  მეორეს მხრვი არც ისე ძნელია დღეში მხოლოდ ერთი საათი ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, ისიც როცა სადილის დროა.  ეს აუმჯობესებს ბავშვის ღიაობას მშობლის მიმართ და სიახლოვეს. თავიდან შეიძლება ბავშვისთვის უცნაური მოლენა იყოს  ოჯახური სადილები, მაგრამ რომ შეეჩვევა მოეწონება კიდეც. ისე კი რაც პატარა ასაკში შეაჩვევთ, მით უკეთესი.

ისწავლეთ ახალი უნარი ან ჰობი ერთად

რაც არ უნდა აინტერესებდეს ბავშვს, ეს იქნება თვითმფრინაის მოდელის გაკეთება თუ ფეხბურთის თამაში,  შეგიძლიათ მასთან ერთად გააკეთოთ.  გაერთოთ, ისწავლოთ მასთან ერთად ეს ძალიან დაგაახლოვებთ.  არ არის საჭირო თქვენი ფანტაზია და განსაკუთრებული უნარების გამოჩენა, ბავშვებს როგორც წესი საკმარისი ფანტაზიები და იდეები აქვთ რა უნდათ და როგორ უნდათ.

 

ოჯახური საღამოები

როცა ადამიანს გადატვირთული რეჟიმი აქვს ძნელია, მაგრამ  უდა შეძლოთ საღამოს გამოყოთ დრო თქვენი შვილითვის, კვირაში ერთხელ მაინც.  მშვიდად და თბილად ერთად უყუროთ ფილმს, ან საფეხბურთო მატჩს, ან გააკეთოთ რამე ერთად, გაისეირნოთ სადმე ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ  შვილთან სიახლოვის შენარჩუნებაში.

გამოიჩინე ინტერესი ბავშვის შინაგანი ვნებების მიმართ. 

მიაქციეთ ყურადღება რა აინტერესებს,  დაინტერესდით მისით, თუ ხედავთ რომ სულ ფეხბურთის ბურთი უჭირავს ხელში, კარგი აზრია ფეხბურთზე შეყვანა, თუ რობოტიკა აინტერესებს, შესაბამის ცენტრში შეგიძლიათ მიიყვანოთ. თუ მუსიკალური ინსტრუმენტები და სიმღერები, მაშინ  მუსიკაზე, თუ სულ  ცდილობს ილეთები გააკეთოს თამაშებიდან, ან მულტფილმებიდან შეგიძლიათ კარატეზე მიიყვანოთ. მოკლედ ბავშვი აუცილებლად გაგრძნობინებთ რა აინტერესებს, მთავარია თქვენც შესაბამისი ინტერესით უპასუხოთ .

სხვადასხვა შვილებს სათითაოდ დაუთმეთ დრო

ხშირად, როცა ოჯახში რამდენიმე, ან ორი ბავშვია მათ შორის რომელიმე მეტად დომინანტია, ან უბრალოდ ექსტროვერტი და როცა ურთიერთობთ გაითვალისწინეთ რომ ბავშვებს თანაბარი დრო და ინდივიდუალური რო დაუთმოთ, ისე არ მოხდეს, რომ თქვენი ბაშვებთან ურთიერთობის  85 % ერთთან ურთიერთობას წარმოადგენდეს, ხოლო მეორე  15% ერგოს. განსაზღვრეთ, რომ თქვენი შვილები ინდივიდები არიან და მათთან ურთიერთობაც ინდივიდუალურად არის საჭირო.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე

Read 3093 times
საბავშვო მულტივიტამინი
53