რჩევები მარტოხელა დედებს

საბავშვო მულტივიტამინი

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაზარდოთ ბედნიერი ბავშვი, მამის გარეშე.
მარტოხელა დედები დღევანდელობაში ხშირად გარემოებების მსხვერპლი კი არა დღევანდელობის გმირები არიან.
ბავშვებზე ზრუნვა მამის გარეშე არც ისე ადვილია, რადგან დედას ეკისრება ორმაგი პასუხისმგებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ რომ თქვენს ბავშვს არ ჭირდება მსხვერპლად შესწიროთ თქვენი ცხოვრება. ჩვენი ურთიერთობის მთავარი მოტივია სუფთა და უპირობო სიყვარული.



1. ბავშვი სტუმარია ჩვენს გულში და არა ჩვენი ოცნებების ასრულების ობიექტი. ნუ ეცდებით მან მოახდინოს თქვენი ამბიციების რეალიზება.

2. ბავშვზე ზრუნვა არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ თქვენი არჩევანია. თქვენ მას აჩუქეთ სიცოცხლე იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეთ და არა იმიტომ რომ ეს ვინმემ გაიძულათ.

3. არასოდეს არ ელაპარაკოთ ცუდად მამაზე. ნებისმიერ ბავშვს უნდა იცოდეს რომ სიყვარულითაა შობილი.

4. იყავით გულწრფელი: არ მოატყუოთ წვრილმანები, არ დაპირდეთ იმას, რასაც არასდროს შეუსრულებთ.

5. ენდეთ ბავშვს. ნება მიეცით ისწავლოს თავის შეცდომებზე.

6. თუ ბავშვის ქცევა არ მოგწონთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდად ან არასწორად იქცევა. შეიძლება უბრალოდ გეზარებათ მასთან თამაში,  სულელურ(თქვენი აზრით) კითხვებზე პასუხის გაცემა და მისთვის ყურადღების დათმობა.

7. ბავშვს, ისევე როგორც თქვენ სჭირდება სიყვარულით და ალერსით სავსე სიტყვები და არა უხეში და მშრალი პასუხები.

8. რაც არ უნდა უთხრათ ბავშვს ცხოვრებისეულ იდეალებზე და ქცევის წესებზე, მაინც ისე მოიქცევა როგორც თქვენ იქცევით. ის აკოპირებს თქვენს ქცევას, სიტყვების ნახევარი კი არც ესმის.

9. ბავშვს თავისუფლება ჭირდება და არა დიქტატურა. პატივი ეცით მის სურვილებს, მიეცით მას პირადი სივრცე და თვით გამოხატვის საშუალება.

10. თქვენ მეგობარი ხართ, მხარდამჭერი მაგრამ არა ტირანი.

11. გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და ასაკი.

12. დაამყარეთ პრიორიტეტები ურთიერთობებში: მთავარი ადამიანი არის მშობელი, შემდეგ ბებიები და ბაბუები და შემდეგ აღმზრდელები და მასწავლებლები.

13. ბებია დედა არ არის, არც ძიძა და მოსამსახურეა. გათავისუფლდით დამოკიდებულებისგან, ნუ აქცევთ თქვენს სახლს დედათქვენის ოთახად.

14. მიხედეთ თავს: გქონდეთ საკუთარი მიზნები და ინტერესები. არა „წავედით ბაღში“ არამედ „მიმყავს ბავშვი ბაღში“, არა „კარგად ვჭამეთ“ არამედ „ბავშვმა კარგად ჭამა“.

15. არ ეცადოთ შეუცვალოთ მამა. თქვენ დედა ხართ და ეს საკმარისია. თუ თქვენს ცხოვრებაში გაჩნდა ბოიფრენდი, დაინტერესდით თუ სურს მამობა გაუწიოს თქვენს ბავშვს. სანამ ბავშვს გააცნობთ თქვენს მომავალ პარტნიორს ჯერ დაფიქრდით რამდენად ხანგრძლივი იქნება თქვენი ურთიერთობა.

და ბოლოს: ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება. ისევე როგორც თქვენ. ნება მიეცით ბავშვს გაიზარდოს, განვითარდეს საკუთარ რიტმში. ნუ დაახრჩობთ სიყვარულში, განგაშსა და კონტროლში. რაც არ უნდა მოხდეს უსურვეთ მხოლოდ კარგი. ნუ დაემორჩილებით ნეგატიურ ემოციებს და შიშებს, ნუ უწინასწარმეტყველებთ ნეგატიურ მომავალს, დაიჯერეთ, რომ მას ნათელი და მხიარული ცხოვრების გზა ექნება...
და მაშინ ნამდვილად ბედნიერად იგრძნობთ თავს...

გისურვებთ წარმატებებს...

Read 1864 times
საბავშვო მულტივიტამინი
53