ამ სკოლაში დასვენება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გაკვეთილები

საბავშვო მულტივიტამინი

ტეხასში, ფორტ - უერტის სკოლაში ჩაატარეს ექსპერიმენტი. პირველკლასელებს მისცეს 2 თხუთმეტწუთიანი შესვენება ყოველ დილას და საღამოს, ამ დროს ბავშვები ატარებდნენ სუფთა ჰაერზე, სათამაშო მოედანზე სკოლის ეზოში. თავიდან მასწავლებლები ღელავდნენ, რომ დროს კარგავენ, ეშინოდათ რომ ვერ მოასწრებდნენ პროგრამის გავლას. თუმცა 5თვიანი ექსპერიმენტის შემდეგ მასწავლებლებმა აღიარეს, რომ ბავშვები მეტსაც კი სწავლობდნენ, რადგან დასვენების მერე ადვილად ითვისებდნენ მასალას.



მათ აღნიშნეს, რომ ბავშვები უფრო ყურადღებით არიან, მეტად უჯერებენ, მეტად ცდილობენ დამოუკიდებლად სწავლას.

ამერიკულ პედიატრიის აკადემიაში მსგავს შესვენებებს „ბავშვების განვითარების მთავარ კომპონენტს“ ეძახიან. დიდებსაც კი უჭირთ მუშაობა და ყურადღების კონცენტრირება როცა მთელ დროს ატარებენ სამუშაო მაგიდასთან. ამიტომ ვერ მოსთხოვ ბავშვს იჯდეს და ისწავლოს თუ დასვენების და განტვირთვის საშუალებას არ მისცემთ.


მშობლებმაც შენიშნეს დადებითი ცვლილებები, ზოგმა აღნიშნა რომ ბავშვი მეტად დამოუკიდებელი და სოციალურად აქტიური გახდა. გაცილებით მარტივია მეგობრების პოვნა თამაშის დროს ვიდრე გაკვეთილების პერიოდში.

მცირე, მაგრამ პროდუქტიული დასვენების შემდეგ ბავშვები მეტად პროდუქტიულები ხდებიან. როცა მთელი დრო კლასში არიან ჩაკეტილები, ენთუზიაზმი მალე ქრება.  ბავშვებს დიდი ინფორმაციის ათვისება უწევთ მოკლე დროში, საუკეთესო საშუალება რომ დავეხმაროთ იყონ უფრო ეფექტურები არის ის რომ მივცეთ დრო სათამაშოდ, რათა შეძლონ იყვნენ უბრალოდ ბავშვები.

Read 2594 times
საბავშვო მულტივიტამინი
53