ბედნიერი ბავშვები თუ ბედნიერი მშობლები?

საბავშვო მულტივიტამინი

რა არის ბედნიერება და როგორ მივაღწიოთ მას? ამ საკითხებზე კამათი არ წყდება. ზოგს მიაჩნია რომ ბედნიერება არის ბავშვების ყოლა, ზოგი კი თვლის რომ ბედნიერება პირად ცხოვრებაშია, - სიყვარული. როგორ შევუთავსოთ ეს ორი ბედნიერება ერთმანეთს?



იდეალური წყვილი
სიყვარული ისაა, საიდანაც იწყება ოჯახი, და რაც განაპირობებს მის სიმყარეს. ყველაფერს ორი მხარე აქვს, სიყვარულსაც კი. ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანები ისე გატაცებული არიან ერთმანეთით რომ მესამე უკვე ზედმეტია მათთვის, მაშინაც კი თუ მესამე მათი ბავშვია. პრობლემა მხოლოდ უყურადღებობა არ არის ბავშვის მიმართ. მშობლების ჭარბი სიყვარული ერთმანეთის მიმართ ანგრევს ბავშვის წარმოდგენას სამყაროზე. პატარა ბავშვი ეგოცენტრულია და თვლის, რომ ყველაფერი შექმნილია მისთვის და მის გარშემო. ეს მისი განვითარების ნორმალური ეტაპია. შემდეგ იწყება იმის გაცნობიერება, რომ ადამიანების ურთიერთობა გაცილებით მრავალმხრივია, მაგრამ დედა და მამა ჯერ მხოლოდ დედა და მამა არიან. და თვითონ მთავარია მათთვის, ეს აძლევს საკუთარი თავის რწმენას ცხოვრებაში, რომელიც ნარჩუნდება მთელი ცხოვრება.


„ჩემი მშობლები იდეალურ წყვილია. ისინი ერთად არიან ოცდაათი წელია და ეხლაც ძალიან უყვართ ერთმანეთი, გარშემომყოფებიც მუდამ იხიბლებიან მათი ურთიერთობით. ბედნიერ ოჯახს გვეძახდა ყველა მუდამ, მაგრამ მე ამას ვერ ვგრძნობდი. მე არასოდეს არ ვიყავი მშობლებთან ერთად. ეს ძნელი ასახსნელია, წარმოიდგინეთ რომ მიდიხართ ადამიანებთან ერთად, რომლებიც გატაცებით ლაპარაკობენ, იცინიან და როცა თქვენ რამეს ამბობთ გპასუხობენ და ისევ აგრძელებენ თავის ლაპარაკს. როცა გავიზარდე ხშირად ვფიქრობდი: რისთვის უნდოდათ ბავშვი? ალბათ იმიტომ რომ ასეა მიღებული. ისინი ერთადაც მშვენივრად იქნებოდნენ.“

სიყვარული ყოველთვის მართალია?
ხშირად სიყვარული ქრება. რაც იწვევს ბევრ ტკივილს და განცდებს. მითუმეტეს როცა ოჯახში ბავშვები არიან. ადამიანებს ხშირად უწევთ არჩევა შეინარჩუნონ ოჯახი ან შექმნან ოჯახი სხვა ადამიანთან ვისთანაც ასეთი მომხიბვლელი ეჩვენებათ ურთიერთობა. უნდა დაფიქრდეთ იმაზე რომ ოჯახი კონფლიქტების გარეშე არ არსებობს.

რაც უფრო პატარაა ბავშვი უფრო ადვილად გადაიტანს ცვლილებებს ოჯახში. პატარა ბავშვები ადვილად ეჩვევიან ყველაფერს სადმე გადასვლას, განქორწინებას და ახლობელი ადამიანის სიკვდილსაც კი. მაგრამ საჭიროა ადამიანები, ვინც გაუფრთხილდება მათ. ამის გაკეთება გაყრის და ახალი ოჯახის შექმნის დროს მშობლებს უჭირთ. ახალ ოჯახს და ახალ ურთიერთობებს ბავშვი უკანა პლანზე გადაყავთ. მაშინაც კი თუ ეს ხდება ნაკლებად ღიად ბავშვი მაინც გრძნობს ამ ცვლილებებს. გარდა ამისა ხშირად მშობლები უნებურად ითრევენ ბავშვს თავის ურთიერთობებში, ბავშვის თანდასწრებით ლაპარაკობენ ცუდს მეორე მშობელზე. ბავშვს შეიძლება გაყრის დროს გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა. მას არ ესმის განშორების მიზეზი, ორივე ძალიან უყვარს და თვლის რომ მათ დაშორებაში თვითონაა დამნაშავე.

„როცა ხუთი წლის ვიყავი, მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს. ჩემგან მალავდნენ ნამდვილ მიზეზს, მაგრამ საუბრიდან ჩანდა რომ მამას ახალი ოჯახი ყავდა. მაშინ ვთვლიდი რომ ეს ჩემი ბრალია, მე არ ვუჯერებდი და მამამ სხვა ბავშვი იპოვა. მით უმეტეს რომ დედა ამ პერიოდში არ მეკონტაქტებოდა, ძალიან განიცდიდა. ახლა მესმის ორივესი, მაგრამ მაშინ ძალიან მიჭირდა.“

ბავშვების გამო
ზოგჯერ ადამიანებს უნდათ ბავშვის ყოლა, მაგრამ უარს ამბობენ პირადი ცხოვრების ქონაზე. მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი. ბევრია მშობელი, რომელიც მარტო ზრდის ბავშვს. როგორც წესი ასეთ ოჯახს თვლიან არასრულფასოვნად და პრობლემურად, მარტოხელა მშობლის ბავშვებს გარშემომყოფები აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას დაწყებული ბაღიდან. მაგრამ ბავშვები ასე ემოციურად არ აღიქვამენ სიტუაციას. ხშირად მათი მოგონებები ბავშვობაზე, ვისაც მხოლოდ ერთი მშობელი ყავდა არ განსხვავდება იმ ბავშვების მოგონებებისგან ვისაც ორივე მშობელი ყავდა.

ბუნებრივია ასეთ ოჯახებს აქვს თავისი პრობლემები, მაგალითად ბავშვებს უჭირთ ქალების და კაცების ურთიერთობის წესების ათვისება, რადგან არ აქვთ გამუდმებული მაგალითი. დანარჩენი არაფერი არ ემუქრება ბავშვის განვითარებას თუ უფროსები არ ართულებენ სიტუაციას. თუ ერთადერთმა მშობელმა გადაწყვიტა მიუძღვნას თავი ბავშვის აღზრდას, თავს კი გრძნობს ბედისგან დაჩაგრულად აუცილებლად აისახება ეს ბავშვის და მის ურთიერთობაზე. ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ რომ დედამ უარი თქვა ბედნიერებაზე მათ გამო იზრდებიან დანაშაულის გრძნობით. მათზე ადვილად ახდენენ ზემოქმედებას გარშემომყოფები, რადგან ისინი მიჩვეული არიან თავისი არსებობის ფაქტის „კომპენსირებას“ და გამართლებას.

„როცა 3 წლის ვიყავი , დედას მოუხდა იაპონიაში წასვლა მივლინებით. თავიდან ვვარაუდობდით რომ ერთი წელი დარჩებოდა, მაგრამ მერე მივლინების დრო გაუხანგრძლივეს, შემდეგ კი დედა იქ დარჩა, მე არ მესმის, როგორ შეიძლება დატოვო ოჯახი, ორი პატარა ბავშვი და მიჭირს დედასთან ურთიერთობა. მაგრამ ბავშვობაში ამას არ ვფიქრობდი, ჩვენ მამამ გაგვზარდა, რომლის წყალობითაც ვერ ვგრძნობდით რომ რამე გვაკლდა. ის გვასწავლიდა, გვეთამაშებოდა, დავყავდით დასასვენებლად, გვეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში. ჩვენ არასოდეს არ ვგრძნობდით იმას რომ ან უჭირდა, ან ხელს ვუშლიდით, მან გაგვზარდა და მხოლოდ მაშინ, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდით დაქორწინდა მეორეთ.“

ცხოვრების აზრი
ბავშვებს, რომლებიც ძალიან უყვართ ფაქტიურად არ აქვთ პრობლემები. მათ ყოფნით სიყვარული, ყურადღება და ზრუნვა. მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს სწორედ ესაა პრობლემა. ეჩვევიან მშობლების ყურადღების ცენტრში ყოფნას და ამასვე მოითხოვენ სხვა ადამიანებისგან. მაგრამ პირველივე გამოცდილება აჩვენებთ რომ სხვა ადამიანების სამყაროში ვერ იქნებიან ასე კარგად და მყუდროდ. სიტუაცია უფრო რთულია რაც მეტად არის ოჯახი ორიენტირებული ბავშვზე. დროთა განმავლობაში ეს ბადებს ბევრ უარყოფით თვისებას მის ხასიათში, რომლებიც თავის მხრივ, ძალიან ართულებს გარესამყაროსთან ურთიერთობას.

რა ჭირდება ბავშვს?
რომ იყოს გათვალისწინებული ბავშვის ასაკი
ეს ეხება არა მხოლოდ თამაშების არჩევას. ეს ეხება ოჯახურ პრობლემებში ბავშვის გარკვევას, ასევე გარკვეულ გარემოებებში, ასევე გარკვეულ სიტყვებში. ასეთი ინფორმაციის მიწოდების წინ უნდა დარწმუნდეთ რომ ბავშვი მზად არის ამის გასაგებად.

რომ დიდებმა შეძლონ შეხედონ სიტუაციას ბავშვის თვალებით და იგრძნონ რას გრძნობს ბავშვი მოცემულ სიტუაციაში?
რა აკლია? ამისთვის ზოგჯერ საკმარისია შეადაროთ ერთმანეთს ბავშვის ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში, ნებისმიერი ცუდი ქცევის მკვეთრი გამოხატულება ნიშნავს იმას რომ ბავშვი თავს არაკომფორტულად გრძნობს.

რომ ოჯახში ცვლილებების დროს მშობლებმა იფიქრონ, რა ადგილს დაიკავებს ბავშვი ამ სიტუაციაში?
წარმოიდგინეთ როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება? ადვილად მიეჩვევა? როგორ შეძლებთ თქვენ მის დახმარებას?


რომ მშობლებმა, როცა ფიქრობენ ბავშვების ბედნიერებაზე გლობალურად, არ დაივიწყონ მარტივი ბავშვური სიხარულები
ჩვენ ისეთი უმნიშვნელო გვეჩვენება ეს რომ სერიოზულად არც კი აღვიქვამთ. ბავშვისთვის კი ის რომ სხვებზე ადრე წამოიყვანეს ბაღიდან, დასვენების დღეებში უფლება მისცეს გვიან დაძინების, ითამაშეს ოჯახის წევრებთან ერთად ბინაში დაჭერობანა არის ბედნიერება. ცხოვრება შედგება წვრილმანებისგან და შესაბამისად ბედნიერებაც.

Read 2155 times
საბავშვო მულტივიტამინი
53