როგორ ვუქციოთ ბავშვს მეცადინეობა სასიამოვნო პროცესად

საბავშვო მულტივიტამინი

ყველა მშობელი ადრე თუ გვიან აწყდება იმას, რომ ბავშვს არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება მეცადინეობაზე. ტრიალებს, გამუდმებით გადააქვს ყურადღება და ვერ ჩერდება ერთ ადგილას. არსებობს ბევრი საშუალება ბავშვს მივცეთ სწავლის მოტივაცია. ერთი მათგანია სამუშაო სივრცის შექმნა, რომელიც საშინაო დავალების შესრულებას საინტერესო მოვლენად აქცევს. გთავაზობთ 8 რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ მოახერხოთ ამეცადინოთ ბავშვი მეტად პროდუქტიულად.



აირჩიეთ ადგილი

არჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის მოთხოვნები. ზოგ ბავშვს უყვარს მარტო მეცადინეობა, ზოგს სამზარეულოს მაგიდასთან ურჩევნია მეცადინეობა. დარწმუნდით რომ ყველა საჭირო ნივთი ბავშვს ხელთან ახლოს აქვს. თუ ბავშვს აქვს მაგიდა უჯრებში ჩაულაგეთ ისინი, თუ საერთო მაგიდასთან მეცადინეობს იყიდეთ სპეციალური ჩასალაგებელი სადაც იდება ყველა საჭირო ნივთი.

დაგეგმეთ წინასწარ
ასწავლეთ ბავშვს შეადგინოს გაკვეთილების მომზადების გეგმა კვირის განმავლობაში. მაგალითად მის მაგიდასთან დაკიდეთ კალენდარი. ასწავლეთ აღნიშნოს ის დავალებები(საგნები) კალენდარზე, რომლებიც აქვს შესასრულებელი, ასევე გეგმა შეგიძლიათ შეადგინოთ ჩვეულებრივ ქაღალდის ფურცელზე, დახატეთ კვადრატები, ყოველი კვადრატი იქნება დღე და თან შეგიძლიათ გააფერადოთ აქციოთ უფრო საინტერესოდ.

თავი აარიდეთ უწესრიგობას
ყველაფერი ზედმეტი აიღეთ მაგიდიდან, ქაღალდები საქაღალდეში ან უჯრაში ჩაალაგეთ  რომ არ მიიქციოს ბავშვის ყურადღება. მეცადინეობაში შეიძლება დასჭირდეს კომპიუტერი, მაგრამ მაინ შეიძლება გადაატანინოს ყურადღება ამიტომ გადადეთ ის გვერძე სანამ არ დასჭირდება.

აირჩიეთ მარტივი ავეჯი
ბავშვებს ხშირად უყვართ მკაფიო და უჩვეულო ნივთები, უყუდეთ მარტივი და მსუბუქი ავეჯი, ხოლო მკაფიო ფერის რბილი პუფი უყიდეთ დასვენების მომენტებისთვის, ასაკთან ერთად ბავშვებს ეცვლებათ გემოვნება, ეს პუფები კი არ ღირს ძვირი და კარგი არჩევანი იქნება.

ყურადღება მიაქციეთ დროს
დაკიდეთ ბავშვის მაგიდასთან დიდი საათი მსხვილი ციფრებით. ეს დაეხმარება აკონტროლოს დრო, ამასთანავე უკეთ ისწავლის საათის ცნობას.
გამოყავით 30წუთი თითო საგნის სამეცადინოთ, შუალედებში დაასვენეთ ბავშვი 15-20 წუთით.

შექმენით განწყობა
გაუკარით ბავშვს კედელზე საბავშვო ნახატები და ბარათები რომ ესიამოვნოს მათი დანახვა.
შეგიძლიათ ერთად შეაგროვოთ კოლაჟი ფოტოების, საყვარელი გმირების ჟურნალებიდან და ა.შ ასეთი კოლაჟი შეგიძლიათ განაახლოთ ხშირად, შეგიძლიათ მიამაგროთ იქვე მიზნები, რომლებიც ბავშვს აქვს დასახული ამ წელს, მთავარია დაკიდოთ კოლაჟი თვალსაჩინო ადგილას რომ მოახდინოთ ბავშვის მოტივირება.

საჭირო ახლოს
ბავშვის მაგიდასთან მიამაგრეთ საკიდი ჩანთისთვის. ასე საჭირო ნივთები ექნება სულ ახლოს და ბავშვი გამუდმებით არ გადაიტანს ყურადღებას სხვა რამეებზე. შეგიძლიათ დაუკიდოთ ახლოს ბევრ ჯიბიანი დასაკიდი სადაც ჩაალაგებს ფანქრებს, სახაზავებს, პატარა ბლოკნოტებს საშლელებს და ა.შ
იმისთვის რომ არ დარჩეს სახლში საშლელი, ფანქრები, სახაზავი და ა.შ ჩაუწყეთ ისინი ერთად და სულ ნუ ამოიღებთ სახლში , დავალებების შესასრულებლად სხვა კომპლექტი შეიძინეთ.

დაამატეთ ფერები

ბავშვს უნდა მოსწონდეს თავისი გარემოცვა. უყიდეთ ფერადი ყუთები და ზოგადად ფერადი ნივთები, რომ საშინაო დავალება არ იქცეს მოსაბეზრებელ რუტინად.



Read 3408 times
საბავშვო მულტივიტამინი
53