7 ფრაზა, რომელიც მშობლებმა უნდა უთხრან ბავშვებს

საბავშვო მულტივიტამინი

1) მე მჯერა შენი

ერთი ქალი ხშირად უმეორებდა თავის სამი წლის შვილს „მე მჯერა შენი“ და ერთხელაც მას ეს რწმენა უკან დაუბრუნდა ბუმერანგივით.

ერთხელ მან დაკარგა სახლის გასაღები, დიდხანს ეძება და რომ ვერ იპოვა სასოწარკვეთილი დაჯდა დივანზე, უცებ იგრძნო რომ ვიღაც ექაჩებოდა, მის წინ მისი პატარა შვილი იდგა და ეუბნებოდა : „დედიკო, მე ვიცი რომ შენ შეძლებ გასაღების პოვნას, მე მჯერა შენი! „

ამ სიტყვებმა თითქოს ძალა შემატა, ძებნა განაგრძო და მართლაც მალე იპოვა გასაღები.

მართლაცდა ამ ფრაზას დიდი ძალა აქვს.

 

2) არასოდეს არ დანებდე

ამ ფრაზით შეიძლება წაახალისოთ ბავშვი, განმუხტოთ სიტუაცია, თქვენ უნდა უბიძგოთ მას ისწავლოს გამოსავლის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან.

როცა დედა და მისი პატარა შვილი ერთად ცდილობდნენ პაზლის აწყობას ბავშვი მონდომებით იმეორებდა: „არასოდეს არ დანებდე! არასოდეს არ დანებდე!“  დედამ მას უთხრა, შენ არ უნდა დანებდე, მაგრამ შეიძლება ახლა რამეს არასწორად აკეთებ. ასეთ შემთხვევაში უნდა შეჩერდე, დაფიქრდე შენს ქცევაზე და გამოიმუშაო ახალი სტრატეგია. თუ შენი მცდელობის მიუხედავად არაფერი იცვლება, აუცილებლად უნდა დაიწყო სხვა გზის ძებნა შენი მიზნის მისაღწევად, უნდა მოიფიქრო ახალი სტრატეგია, რომ მიიღო სასურველი შედეგი“

საჭიროა აუხსნათ ბავშვს, რაოდენ მნიშვნელოვანია არ დანებდეს, ასევე რომ უნდა იყოს მზად ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

3) ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ

თქვენმა ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ სირთულეები და შეცდომები ნორმალურია. ეცადეთ ასწავლოთ გული არ დასწყდეს პატარა წარუმატებლობების/შეცდომების გამო. მნიშვნელოვანია შეახსენოთ ეს არა მხოლოდ დამარცხების მომენტებში, არამედ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო მოვლენების და გადაწყვეტილებების წინაც.

4) ყველა პროფესიონალი ოდესღაც შენსავით მოსწავლე იყო

მნიშვნელოვანია შეახსენოთ თქვენს შვილს რომ ყოველი პროფესიონალი, ასეთად არ დაბადებულა და მუდამ ასეთი არ ყოფილა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.

დაე თქვენი შვილები გაიზარდონ იმ გაგებით, რომ შეცდომის დაშვება ნორმალურია. წაგება ნორმალურია. ბრძოლა ნორმალურია. არანორმალურია იმის ფიქრი რომ შეცდომები, მარცხი და ბრძოლა არის ყოფიერების მუდმივი რამ. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ხიდია, მიმართული მისი მიზნისკენ, მისი პროფესიონალიზმისკენ.

აუხსენით ბავშვს რომ მოთმინება, შეუპოვრობა და მცდელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილება.

5) დამარცხება არ შეიძლება იყოს არჩევანი!

ესაუბრეთ ბავშვს ამ ფრაზის მნიშვნელობაზე. აუხსენით, რომ მან უნდა მიაღწიოს თავისას, რომ ნებისმიერი გამოცდილება აღიქვას როგორც გაკვეთილი და დაინახოს მასში არა მარცხი, არამედ ახალი შესაძლებლობები თავისი სწავლისთვის და ახალი სტრატეგიისთვის. დამარცხება არ შეიძლება იყოს არჩევანი!
არჩევანი არის სწავლა, ზრდა, იმის გაშვება რისთვისაც უკვე გაიზარდეთ, საკუთარი თავის სიყვარული, შეუპოვრობა და საკუთარი ძალების რწმენა.

6) შენ უნდა ისწავლო ყოველი სილურჯის და ნატკენის ხარჯზე

ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი რამეს არასწორად აკეთებს, ხვდება უსიამოვნო სიტუაციაში, კითხეთ რა ისწავლა ამ გამოცდილებით. დაელაპარაკეთ ამაზე, აუხსენით, რომ ჩვენ ყველანი ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ.

ასწავლეთ დასკვნების გამოტანა ნებისმიერი სიტუაციიდან.

7) შენ უსაფრთხოთ ხარ, გარემოცული ხარ სიყვარულით და ზრუნვით

გაიხსენეთ მომენტი თქვენი ბავშვობიდან, როცა თავს გრძნობდით უსაფრთხოთ, გრძნობდით სიყვარულს და ზრუნვას. ეს სიმშვიდის, სითბოს, ჰარმონიის მომენტებია.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდა სიყვარულის და ზრუნვის ატმოსფეროში, რომ მან თავი უსაფრთხოთ იგრძნოს. ეს დადებითად იმოქმედებს მის თვითშეფასებაზე, დაეხმარება გახდეს უფრო ძლიერი და მამაცი.

ყოველ საღამოს, როცა დააწვენთ დასაძინებლად უთხარით: „შენ  უსაფრთხოდ ხარ, შენ გარემოცული ხარ სიყვარულით და ზრუნვით“. უთხარით ეს სიტყვები მშვიდად და ნაზად, რომ დაამახსოვრდეს და თან დაყვებოდეს ეს სიტყვები როგორც ექო, ზრდასრულ ასაკშიც კი, რომ გაიხსენოს ისინი სტრესის და სირთულეების დროს.

Read 2322 times
საბავშვო მულტივიტამინი
53