უძილობა ბავშვებში შეიძლება მიანიშნებდეს სერიოზულ ფსიქიურ დარღვევებზე

საბავშვო მულტივიტამინი

რაც უფრო ხშირად ეღვიძება ბავშვს ღამე, მით უფრო მეტი რისკი აქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაავადებების განვითარების. ექსპერტები თვლიან, რომ კოშმარები მიგვანიშნებს სუიციდის რისკის შესახებ.

დღეს ბავშვების ძილის დარღვევა ხშირია, ლონდონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის ძილი არის გასაღები ფსიქოლოგიურ პრობლემებში გასარკვევად. უძილობა, ღამის კოშმარები დაკავშირებულია ფსიქიური დაავადების განვითარების მაღალ რისკთან მოზარდობის ან ზრდასრულობის ასაკში.



ამიტომ უძილობის დაიგნორება არ ღირს, ასეთ დროს უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, მეცნიერები ამ დარღვევას ეძახიან წითელ ალამს, რომელიც სერიოზულ ფსიქიურ პრობლემებზე მიგვანიშნებს.

გაცილებით მარტივია უძილობის მოგვარება ვიდრე ფსიქიური დაავადებების. მეცნიერები ამბობენ რომ ხშირი კოშმარები ბავშვებში დაკავშირებულია მომავალში ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა შიზოფრენია, სუიციდური აზრები, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ.

უნდა გახსოვდეთ რომ, ნორმალური ძილის აღდგენა ამცირებს ფსიქიური დაავადებების განვითარების რისკს.

Read 4184 times
საბავშვო მულტივიტამინი
53