სიბრალულის აკრძალვა

საბავშვო მულტივიტამინი

ნებისმიერ ბავშვს ტკივა როცა ეცემა, ბავშვობა კი წაქცევის და ნატკენი ადგილების გარეშე არ არსებობს, ბავშვი დახტის, დარბის ეცემა და ზიანდება. მას სტკივა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი გამოძახილი აქვს ამას გარშემომყოფებში. ერთია თუ აგაყენებენ და დაგამშვიდებენ, დაინახავენ რომ გტკივა, თითქოს აღიარებენ რომ გტკივა, სულ სხვა საქმეა თუ ბავშვს ეუბნებიან: შენი ბრალია, ან ის მიიღე რეც დაიმსახურე, ხომ გითხარი თვალები გაახილე და ყურადღებით იყავიო.


თითქოს თუ აფრთხილებდი ამის გამო ნაკლებად სტკივა. თითქოს თუ თავისი ბრალია ამის გამო აღარ სტკივა. ეს იწვევს კონტაქტის გაწყვეტას, რომლის მერეც ბავშვი რჩება მხარდაჭერის გარეშე, მას გონია რომ არ იმსახურებს მხარდაჭერას. თუ ყველაფერი სწორად გააკეთა, მაშინ იმსახურებს მხარდაჭერას, ხოლო თუ თავადაა დამნაშავე მაშინ ბოდიში, იღებს იმას რაც დაიმსახურა. ვის ადარდებს შენი ცრემლები? მოითმინე.

ხდება შინაგანი იზოლაცია სხვებისგან და ზოგადად ტკივილის მომენტებისგან. თუ გტკივა და არსენალში არ გაქვს ყურადღების გამოცდილება, ალერსი და ტკივილის გაზიარება ასეთ დროს, დროთა განმავლობაში გრცხვენია შენი შეცდომების აღიარების, ჩვენს თავთანაც და სხვებთანაც. რადგან ისევ ჩნდება რისკი გვითხრან რომ ჩვენი ბრალია.

ბავშვი ვერ ხვდება რომ დედამ არ იცის შებრალება, ის წყვეტს რომ მას არ აქვს წესრიგში რამე, რომ არ იმსახურებს სიბრალულს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ იბლოკება სიბრალულის იმედიც კი. შინაგანი აკრძალვა სიბრალულზე გამორიცხავს მას ემოციურ არსენალში მყოფი გრძნობებისგან.

იქ სადაც არის აკრძალვა სიბრალულზე არის ბევრი სირცხვილიც. სირცხვილი საკუთარ სუსტი ადგილის გამო, ამასთანავე სიბრალულის მიღება სხვებისგან აუტანელი ხდება, ეს ისაა რისიც ერთის მხრივ ძალიან ეშინია ადამიანს, მეორეს მხრივ კი ძალიან სჭირდება. ტკივილი უნდა იყოს დანახული და ვინმესთან გაზიარებული. თითქოს ის სიცარიელე, სადაც არ შეგვიბრალეს, არ დაგვიჭირეს მხარი ტკივილის დროს მოითხოვს შევსებას, მაშინაც კი თუ ადამიანი თავს ისე იჭერს თითქოს არ სჭირდება სიბრალული. ეს გზავნილია, დამიჭირე მხარი, შემიბრალე და მითხარი რომ ისევ გიყვარვარ, პატივს მცემ და მაფასებ.
ბევრს სურს გათავისუფლდეს სირცხვილისაგან, ეს შეუძლებელია საკუთარი თავის სიბრალულის გარეშე. არა უცებ, არამედ თანდათან, უნდა იყო მზად მიიღო და გადახარშო, მაგრამ ფასეულის თავის ადგილზე დაბრუნება შესაძლებელია იმ სიცარიელის შევსებით, რომელსაც ოდესღაც არ ხედავდნენ, არ აღიარებდნენ, არ იზიარებდნენ. სირცხვილი და ადამიანებისგან იზოლაცია თანდათან ქრება როცა ადამიანი ხვდება რომ მისი შებრალება და მხარდაჭერა შეუძლიათ ახლობლებს ისე, რომ არ დაკარგონ მისდამი პატივისცემა.
თუ ბავშვს იბრალებენ, როცა მას სტკივა, მაშინაც, როცა თავად არის დამნაშავე ეს სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია... ასე რომ ღირს ამაზე დაფიქრება.

Read 1992 times
საბავშვო მულტივიტამინი
53