კარგი მამების 6 წესი

საბავშვო მულტივიტამინი

ნუ გააკონტროლებთ მის ყველა ნაბიჯს
გადაჭარბებულ ზრუნვას პრობლემები მოაქვს. ბავშვს შეეშინდება ყველაფერი უცხოსი: ახალი ადგილების, ტექნიკის, ადამიანების, ცხოველების, მსგავსი დარღვევების პროფილაქტიკა ბავშვობაში უნდა დავიწყოთ. ბუნებრივია არ ღირს ბავშვს მისცეთ საშუალება თითის ტოსტერში ჩაყოფის, რათა დაადგინოს რომ ის ცხელია, მაგრამ თოვლი რომ ცივია ამის გარკვევა არ უნდა დაუშალოთ.


ეცადეთ არ გაარჩიოთ მეუღლესთან ურთიერთობა ბავშვის თვალწინ
ბავშვს ქცევები ბავშვობაში უყალიბდება, ამიტომ კარგია თუ მის თვალწინ არ იჩხუბებთ, თუ ეს მაინც მოხდა ეცადეთ შეინარჩუნოთ მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა, თორემ ბიჭი სუსტი ხასიათის გაიზრდება, გოგონა კი შურისმაძიებელ, კაპას ქალად.

დაამარცხე მონსტრი ბავშვის საწოლის ქვეშ

ბავშვების ფანტაზია ხშირად ბადებს წარმოსახვით მონსტრებს, რომლებიც მოდიან ღამე ან იმალებიან კარადაში, მამამ ბავშვს უნდა ასწავლოს მათთან ბრძოლა. კარგია დახატოთ ან გამოძერწოთ წარმოსახვითი მტერი, შემდეგ კი იპოვოთ მისი სუსტი წერტილები.

ისწავლე უცნაურ კითხვებზე პასუხის გაცემა
უცნაური კითხვები ნორმალურია, ეს მიუთითებს ინტელექტუალურ განვითარებას. აუხსენით ბავშვს სიტუაცია, მაგრამ ეცადეთ ძალიან არ გადააჭარბოთ დეტალების ახსნაში.


შეაქე შენი შვილი
პატარა ასაკში ბავშვი მიჩვეულია რომ ყველაფერზე აქებენ, საბავშვო ბაღში და სკოლაში ასე არ იქნება, იქ ბავშვებს ადარებენ , მოყავთ ერთი მეორის მაგალითად, შექებას კი დამსახურება სჭირდება, ეს სტრესად რომ არ ექცეს, დაიწყეთ წინასწარ წარმატებული სიტუაციის პროვოცირება: ასწავლეთ ხატვა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა და შეაქეთ ამის გამო.

სწორად მოამზადეთ ბავშვი ბაღისთვის
ამისთვის ბავშვი უნდა მოამზადოთ, კარგი იქნება წინასწარ აჩვენოთ ბაღი და ესაუბროთ მასზე. მასწავლებელს თუ გულწრფელად შეაქებთ შეიძლება მან გამოარჩიოს თქვენი ბავშვი სხვებისგან, რაც გამოიწვევს იმას რომ პატარა სიხარულით წავა ბაღში.


Read 2069 times
საბავშვო მულტივიტამინი
53