როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვები მთელ ენერგიას გვართმევენ?

საბავშვო მულტივიტამინი

რა გვაწუხებს?
ბავშვებთან ურთიერთობა ძალებს გაკარგვინებთ, ვერ გრძნობთ რომ თქვენ თქვენ ხართ. გინდათ რომ ბავშვები არ ყვიროდნენ, მშვიდად სხდებოდნენ მაგიდასთან, სწრაფად ჭამდნენ და არ ისვრებოდნენ, რომ არ ჩხუბობდნენ, ალაგებდნენ თავის ოთახს და არ დარბოდნენ სახლში თავ-პირის მტვრევით... მთავარია არ ითხოვდნენ გამუდმებით თქვენს ყურადღებას და არ გიშლიდნენ ხელს როცა საქმეს აკეთებთ.



როგორ მოვახდინოთ რეაგირება?
თავდაპირველად უნდა აღიაროთ რომ ბავშვების და თქვენი მოთხოვნები განსხვავებულია. მშობლების უმეტესობას უყვარს წესრიგი სახლში, აფასებენ სიჩუმეს და სიმშვიდეს, ოცნებობენ რომ დილას ცოტა მეტი ძილის საშუალება ქონდეთ. ბავშვების უმეტესობას უყვარს ხმაური, კარგად გრძნობენ თავს როცა გარშემო ყველაფერი თავდაყირაა, დასვენების დღეებში კი განთიადისას იღვიძებენ. ეს სიტუაცია იწვევს კონფლიქტებს და ართულებს ურთიერთობას. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ თქვეს სხვაობას, შეიძლება ბავშვებში წინააღმდეგობის სურვილი აღძრათ. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის არის გამარჯვებული და დამარცხებული მხარეები, ურთიერთობაში კი ორივე წაგებული გამოდის. კონკურენცია ოჯახში არ არის კარგი ვარიანტი. ხანგრძლივ პრაქტიკაში თანამშრომლობა გაცილებით ეფექტურია, მაგრამ ის ჩვენგან მოითხოვს ღიათ გამოვხატოთ ჩვენი სურვილები და პატივი ვცეთ ერთმანეთს.

აღიარეთ ბავშვების მოთხოვნები და არ შეგრცხვეთ ისაუბროთ თქვენს მოთხოვნებზე. ბავშვები ოჯახში პირველ ადგილზე არიან, მაგრამ როცა წამოიზრდებიან შესაძლებელი ხდება მოლაპარაკება. მიეცით მათ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ჯობია უთხრათ: „მინდა მშვიდად ვჭამო, რისი გაკეთება შეგიძლია იმისთვის რომ მშვიდად ჩაიაროს ვახშამმა?“ ვიდრე უყვიროთ: „გაჩუმდი, შენ აუტანელი ხარ“. ბავშვებს არ უნდათ დაძინება? აუხსენით რომ ახლა მშობლების დროა. უშედეგოა ჩხუბი და დასჯა, უბრალოდ წამოაყენეთ თქვენი მოთხოვნები.

მოძებნეთ დრო დასვენებისთვის, რომ აიცდინოთ გადაღლილობა. არ მოგერიდოთ მიმართოთ ახლობლებს თხოვნით რომ დაგეხმარონ. რამდენიმე საათით მაინც რეგულარულად გადით სახლიდან, რომ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, წახვიდეთ კაფეში, თეატრში ან საყიდლებზე.

 

Read 2154 times
საბავშვო მულტივიტამინი
53