რა უნდა უთხრათ ბავშვებს რომ ბედნიერი ადამიანები გაზარდოთ

საბავშვო მულტივიტამინი

საშუალოდ მშობლები ბავშვებს ეუბნებიან ერთ პოზიტიურ და ორ ნეგატიურ ფრაზას, ეს ეხება იმ მშობლებს, რომლებიც უფიქრდებიან თავის სიტყვებს და ქცევებს. უმეტესობა ამასაც არ აკეთებს. ის მშობელმაც კი, ვინც ძალიან ცდილობს ბედნიერი შვილების გაზრდას, ზოგჯერ არ იცის როგორ მოიქცეს, გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც აუცილებლად  უნდა უთხრათ შვილებს.



„მაპატიე, მართალი იყავი“
ამ ფრაზის წარმოთქმა მშობლებს ძალიან უჭირთ, მაშინაც კი თუ ბავშვმა გაგაფრთხილათ და მართალი აღმოჩნდა, მშობელს უჭირს აღიაროს რომ შეცდა, თითქოს მიჩვეულია რომ თვითონ მუდამ მართალია.
თუ არ ეტყვით ამას, ბავშვი როგორ მიხვდება რომ ადამიანები ზოგჯერ ცდებიან? ახლა ის ფიქრობს რომ არიან დიდები ვინც მუდამ მართალია და პატარები ვინც მუდამ ცდება. იმდენად მტკიცედ სჯერათ ეს, რომ ასე ფიქრობენ მაშინაც, როცა გაიზრდებიან. წარმოიდგინეთ ეს რამდენად ართულებს მათ ცხოვრებას.
ფრაზა: „შენ მართალი იყავი“ ასწავლის ბევრ რამეს: რომ ის მნიშვნელოვანია, და მასაც აქვს სწორი აზრები.
ასწავლის რომ არ არის დამამცირებელი  აღიარო შეცდომა და რომ ამას დიდი სიმამაცე სჭირდება.
რომ უნდა მოუსმინოს სხვებს და გაითვალისწინოს ჯანსაღი რჩევები, რომ ყველა უშვებს შეცდომებს და ამით სამყარო არ დაინგრევა.

„გამიმართლა რომ შენ მყავხარ“
ზოგჯერ ეს ფრაზა მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე „მე შენ მიყვარხარ“, სამწუხაროდ ბავშვებს ეს ჩვენგან იშვიათად ესმით.  მაშინაც კი თუ არ ეტყვით, ბავშვი გრძნობს რომ გიყვართ. ხოლო
ფრაზა: „გამიმართლა შენ რომ მყავხარ“ ეუბნება ბავშვს რომ მასზე ფიქრობდით, შეადარეთ სხვებს და მიხვედით დასკვნამდე რომ თქვენი შვილი ყველაზე კარგია და რომ მადლიერი ხართ რადგან ის თქვენი შვილია. უთხარით მას ამის შესახებ.

უთხარით რომ აფასებთ, იმიტომ რომ ის -ის არის. ჩამოუთვალეთ რა მოგწონთ მასში. ის ძალიან ცდილობს რომ მოგწონდეთ, უთხარით რა გიყვართ მასში განსაკუთრებით, ბავშვი ეცდება კიდევ უფრო გამოავლინოს ეს თვისებები.

ეს საუკეთესო საშუალებაა ელაპარაკოთ ბავშვს იმაზე, რაც კარგი აქვს და არა პირიქით, როგორც აკეთებს მშობლების უმრავლესობა.

„ძალიან მომწონს რომ შენი მშობელი ვარ“
ნებისმიერი, ბავშვის და მშობლის ურთიერთობა სირთულეებითაა სავსე. რაც არ უნდა ძლიერი და დამოუკიდებელი გაიზარდოთ, თქვენი ქმედებები ასახავს ყველაფერს, რაც ბავშვობაში შეგემთხვათ: კარგიც და ცუდიც, ბავშვის და მშობლის ადგილი ორივე რთულია.
და ეს „ძნელია“ ხშირად მთავარი ემოციაა, რომელსაც მშობლები გადასცემენ ბავშვს.

მაგალითად როცა მშობელი ელაპარაკება ბავშვს დაღლილი: „ უკვე მეასედ გეუბნები რომ...“, ისე რომ ზოგი ბავშვი იზრდება დარწმუნებული იმაში, რომ მათი გაზრდა ძალიან რთული იყო და წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ რომ მათი გაზრდა სასიამოვნოც იყო.

მოუყევით ბავშვს, რომ ის მხოლოდ პრობლემა და სირთულე სულაც არ არის, უთხარით რომ მისი გაზრდა თქვენთვის ყველაზე დიდი სიხარულია, დაე იცოდეს რომ გსიამოვნებს მასთან ყოფნა, გსიამოვნებს მასთან საუბარი და პრობლემების განხილვა, მათი ერთად მოგვარება, რომ გსიამოვნებთ  ყველაფერი, რაც მას უკავშირდება და რასაც ერთად აკეთებთ.

უთხარით რომ ის ბევრ სიხარულს განიჭებთ, რომ მის მხარეზე ხართ.

ძალიან გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, რამდენად გაგიადვილდებათ საკუთარ ბავშვთან ყოფნა და რამდენად მეტად ბედნიერად იგრძნობთ თავს თქვენც და ისიც.

Read 2809 times
საბავშვო მულტივიტამინი
53