ფული და ბავშვები: 4 ძირითადი წესი

საბავშვო მულტივიტამინი

ვასწავლოთ ბავშვს როგორ მოეპყროს ფულს.

1. ჯიბის ფული ბავშვს უნდა მივცეთ 5-6 წლიდან. ფსიქოლოგები გვირჩევენ განვსაზღვროთ კონკრეტული ოდენობა ასაკის და ოჯახის ფინანსური მდგომარეობის მიხედვით და იმდენი მივცეთ ბავშვს. ყოველწლიურად გავზარდოთ ბავშვისთვის მისაცემი ჯიბის ფულის რაოდენობა.



2. ჯიბის ფული არ უნდა იყოს კარგი სწავლისთვის ან სახლის საქმეებისთვის გადახდილი: თქვენ ცხოვრობთ ერთად ე.ი სახლზეც ერთად ზრუნავთ, ბავშვი სწავლობს არა ჯილდოსთვის არამედ იმისთვის რომ ახალი ცოდნა შეიძინოს.

3. ჯიბის ფულის მთავარი მიზანია დამოუკიდებლობის განვითარება , ასე რომ ეცადეთ არ გააკონტროლოთ და გააკრიტიკოთ ის რასაც შეიძენს, დაე თავად გადაწყვიტოს რაში დახარჯავს ფულს. შეცდომები იქნება, მაგრამ ეს იქნება გამოცდილება, რომელიც  ბავშვს ასწავლის ფულთან ურთიერთობას.

4. რაც დიდია ბავშვი, მით მეტი გასავალი ექნება. უფროსკლასელის ჯიბის ფული შეიძლება მოიცავდეს მგზავრობის, საჭმლის, სკოლის კანცელარიის, ტანსაცმლის ფულს.

Read 2016 times
საბავშვო მულტივიტამინი
53