9 რამ, რაც უნდა უთხრათ გოგონას

საბავშვო მულტივიტამინი

შენ შეგიძლია გამოხვიდე ის, ვინც გინდა
ზოგიერთი პროფესია აქამდე განიხილება როგორც სუფთა მამაკაცური, მაგრამ თუ მართლა გინდა შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი სფერო: ბიზნესი, სპორტი, მფრინავი და ა.შ



არ ხარ ვალდებული იყო უნაკლო
არ არის საჭირო გყავდეს შვიდი შვილი, გამოიყურებოდე მოდელივით და გქონდეს ამავდროულად კარიერა, შენ გაქვს უფლება არ იცოდე ყველაფერი და ეს ნორმალურია.

ნუ ენდობი სოციალურ ქსელებს
სოციალურ ქსელებში ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ თავისი დადებითი მხარეები, სინამდვილეში ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის როგორც ამის დემონსტრირება ხდება სოციალურ ქსელებში.

ზღაპრული ურთიერთობები მულტფილმებშია
ნუ დაელოდები პრინცს, ისინი არ არსებობენ, იცხოვრე გონივრულად, ისწავლე რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა.

გოგონები ერკვევიან მათემატიკაში ისევე როგორც ბიჭები
ძალიან ძლიერია შთაგონების ძალა, კვლევებმა აჩვენა, რომ გოგონებს, რომელსაც ტესტირების წინ უთხრეს რომ ისინი ბიჭებზე ცუდად ფლობენ მათემატიკას ქონდათ გაცილებით ცუდი შეფასებები, ვიდრე იმ გოგონებს ვისაც მსგავსი რამ არ უთხრეს.


ნუ იქნები ჭორიკანა
ნუ გაჭორავ რომელიმე გოგონას ზურგს უკან, ნუ გააკრიტიკებ სხვების გარეგნობას ან ქცევებს. ნუ შექმნი კავშირს ვინმეს წინააღმდეგ.

შენი სხეული შენ გეკუთვნის
მხოლოდ შენი გადასაწყვეტია როდის გათხოვდები და როდის გაიჩენ შეყვარებულს, ნუ მოუსმენ აზრებს: „გათხოვების დროა“, „შენხელა გოგოებს უკვე შვილები ყავთ“ და ა.შ

შენ შეგიძლია გყავდეს ბავშვები თუ გინდა
შენ შეგიძლია თავად განსაზღვრო როდის გსურს ბავშვის გაჩენა, როდის ხარ მზად დედობისთვის.

შენ ვალდებული არ ხარ
ეს შენი ცხოვრება და შენი სხეულია. თუ გადაწყვეტ რომ ბავშვი არ გინდა შენ გაქვს ამ არჩევანის უფლება, თუ კარიერული წინსვლა ან სწავლის გაგრძელება გინდა, თუ დედობა არ გიზიდავს ეს შენი არჩევანია.

Read 2969 times
საბავშვო მულტივიტამინი
53