როგორ ვიქცეთ შვილის მეგობრად და ამავდროულად შევინარჩუნოთ ავტორიტეტი

საბავშვო მულტივიტამინი

არსებობს მცდარი მოსაზრება რომ შეუძლებელია იყო კარგი მშობელი და ამასთანავე კარგი მეგობარი შენი შვილისთვის. რა არის მეგობრობა? პატივისცემა, სურვილი ხედავდე მას ბედნიერს და წარმატებულს, უსურვებ მას რასაც საკუთარ თავს, ასევეა მშობლის შემთხვევაში, ასე რომ ეს მოსაზრება მცდარია.



კარგი მეგობრობა მოიცავს:
ორმხრივ პატივისცემას
ერთად გატარებულ დროს, რომლის განმავლობაშიც ერთად აკეთებთ სასიამოვნო რამეს.
მხარდაჭერას და შექებას
პრობლემების ერთად მოგვარებას
განსხვავებების პატივისცემას

სხვაობა ორი ზრდასრული ადამიანის მეგობრობასა და მშობლის და შვილის მეგობრობას შორის არის პასუხისმგებლობა, ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.  როგორ ვასწავლოთ ბავშვს დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღება? როგორ დავეხმაროთ გაიზარდოს დამოუკიდებელ  პიროვნებად?

საქმე ნდობასა და უსაფრთხოებაშია. ბავშვებს, რომლებიც სრულიად ენდობიან მშობლებს, აქვთ საკუთარი აზრიც, ასევე იციან სხვა ადამიანის რჩევის მიღება და ამის შემდეგ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.

გთავაზობთ ნდობით და მეგობრობით აღსავსე ურთიერთობის სტრატეგიას მშობელსა და შვილს შორის:

ითამაშეთ ერთად
მინიმუმ 10 წუთი დღეში. ნებისმიერი თამაში იქნება ეს სპორტული, სტრატეგიული, სამაგიდო თუ კომპიუტერული.  შეიძლება ეს იყოს ერთად კითხვა, წუწაობა,  - თამაშის ფორმა არ არის გადამწყვეტი, მთავარია ერთად ითამაშოთ.

მოექეცით პატივისცემით
სწორედ ისე, როგორც გსურთ თქვენ მოგექცნენ. იყავით მაქსიმალურად  გულწრფელი. პატივი ეცით მის ინტერესებს მუსიკაში, ტანსაცმელში, გატაცებებში, მაშინაც თუ არ იზიარებთ მათ.

იცოდეთ თქვენი შვილის ინტერესები და გამოხატეთ ინტერესი. ასწავლეთ ახალი ჩვევები და ისწავლეთ მისგან. დღეს ბავშვებს შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ მშობლებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ამაში არაფერი დამამცირებელი არ არის.

თავი აარიდეთ სიმუხთლეს
ნუ დაესხმებით თავს სიტყვებით: „ შენ მუდამ ასე იქცევი“, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოთ, ნუ მოახდენთ თქვენი მისით იმედგაცრუების დემონსტრირებას. ნუ შეაშინებთ მუქარით, რომ „პოლიციელ ბიძიას გაატანთ“ ან „რომ თუ ასე მოიქცევა მენაგვე გამოვა“. სხვადასხვა ასაკში ეს სიმუხთლე სხვადასხვაგვარად ჟღერს მაგრამ ერთნაირად აფუჭებს თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობას და ბავშვს აყენებს ტრავმას. არასოდეს არ უთხრათ ბავშვს რომ აღარ გიყვართ ან აღარ გეყვარებათ.

წაახალისეთ
მაშინაც კი, თუ რამე არ გამოსდის, ნუ მიიღებთ იმედგაცრუებულ სახეს. აღნიშნეთ ის დეტალები, რომლებიც გამოუვიდა. შესთავაზეთ სცადოს კიდევ. დაასვენეთ და კიდევ სცადეთ ერთად, ნუ მოახდენთ ზეწოლას. დაუსახეთ რეალისტური მიზნები. აუცილებლად შეაქეთ წარმატებისთვის და გამოხატეთ აღბრთოვანება.

დაუწესეთ ჭკვიანური აკრძალვები
მოექეცით როგორც ჭკვიან ადამიანს. ნებისმიერი აკრძალვა უნდა აუხსნათ. როცა აუკრძალავთ მოუყევით როგორ შეუძლია სასურველის მიღება და რა პირობებში. გადაატანინეთ ყურადღება როცა გული ეტკინება თქვენი აკრძალვის გამო.

და რაც ყველაზე მთავარია: სანამ აკრძალვას დაუწესებთ კითხეთ საკუთარ თავს: „რა დაშავდება თუ მივცემ ამის ნებას“ ? გაოცდებით ამის შემდეგ რამდენად ნაკლები აკრძალვები დარჩება თქვენს და მის ცხოვრებაში.

Read 2271 times
საბავშვო მულტივიტამინი
53