ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ხშირად ჩხუბობენ აქვთ სოციალური პრობლემები დიდობაში

საბავშვო მულტივიტამინი

ამერიკაში ჩატარებული კლევებით დადგინდა, რომ იმ ბავშვებს, ვისი მშობლებიც ხშირად ჩხუბობენ აქვთ ცვლილებები ტვინის განვითარებაში.



კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები, რომელთა ოჯახში ხშირი კონფლიქტი იყო და ის ბავშვები, რომელთა ოჯახშიც სიმშვიდე სუფევდა. ბავშვებს აჩვენებდნენ ადამიანების სურათებს სხვადასხვა მდგომარეობაში: როცა ადამიანები იყვნენ მშვიდად, ისვენებდნენ, როცა ჩხუბობდნენ, როცა უხაროდათ რამე ან როცა ნეიტრალურ განწყობაზე იყვნენ.  ორივე ჯგუფის ბავშვებს სთხოვეს შეეფასებინათ სურათზე დანახული სიტუაციები, აღმოჩნდა რომ, ბავშვები, რომელთა ოჯახში ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები მეტად რეაგირებდნენ როცა ხედავდნენ ჩხუბის სცენას სურათზე, ის ბავშვები კი ვინც სიმშვიდეში იზრდებოდა დიდად არ რეაგირებდნენ მსგავს ფოტოებზე.

ამას გარდა, როცა ბავშვებს სთხოვეს ნეიტრალური ფოტოების შეფასება ის ბავშვები ვისაც ხშირად ქონდა ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია პოულობდნენ ნეგატიური განწყობის ნიშნებს ამ ფოტოებზე, რომლებზეც რეალურად არ იყო კონფლიქტური სიტუაცია, ამ კვლევიდან შეიძლება რამდენიმე დასკვნის გაკეთება:

1. იმ ბავშვის ტვინი, რომელიც იზრდება დაძაბულ გარემოში . იმყოფება მუდმივ მზაობაში გარე საშიშროების მიმართ. ჩნდება ნეირონული კავშირები, რომლებიც პასუხს აგებს მომატებულ განგაშის გრძნობაზე.
2. ასე ჩამოყალიბებული ტვინი უფრო სწრაფად კონცენტრირდება კონფლიქტის მცირე ნიშნებზეც კი, მაგრამ სრულიად აიგნორებს არაკონფლიქტურ სიტუაციებს. ბავშვი ეჩვევა ჩხუბის და აგრესიის მოლოდინს იქაც, სადაც ამის მიზეზი არ არის.

3. შედეგად ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები არიან გამუდმებულ ნერვულ დაძაბულობაში და მიდრეკილნი არიან მოახდინონ რეაგირება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, როგორც სახიფათოზე. ან მოახდინონ კონფლიქტების პროვოცირება, რადგან ეს მათთვის არის ჩვეული მდგომარეობა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ. მათი კომფორტი არის ჩხუბში.


Read 2756 times
საბავშვო მულტივიტამინი
53