სასკოლო გარდერობი ბიჭებისთვის

საბავშვო მულტივიტამინი

სასკოლო გარდერობი ბიჭებისთვის
ბიჭები როგორც წესი ძალიან აქტიურები არიან, ამიტომ აირჩიეთ სტრეიჯი მყარი ნაჭრის შარვლები.



1. კოსტუმი
დაგჭირდებათ ერთი კოსტუმი და მინიმუმ ორი სხვადასხვა სიგრძის შარვალი რადგან ფეხები ბავშვებს სწრაფად ეზრდებათ, კარგი ვარიანტია თუ უყიდით აკეცილ ჯინსებს, რომ შეძლოთ მერე ჩამოშვება.
კოსტიუმის ჩანაცვლება შეიძლება მკაცრი ზედათი, რომლის ქვეშ ძალიან კარგად გამოიყურება პერანგი.

2. პერანგი

თეთრი პერანგი ჯობია განსაკუთრებულ დღეებში ჩააცვათ, ჩვეულებრივ დღეებში კი უპირატესობა ღია-სერ, ღია ცისფერ ან ღია ვარდისფერ ფერებს მიანიჭეთ.

3. ზედა
სტრეიჯი ზედა, კარგია რადგან იწელება საჭიროების დროს, მაგრამ ფორმას არ კარგავს, პერანგის საუკეთესო ალტერნატივაა.

4. ჟილეტი
ის პიჯაკის საუკეთესო შემცვლელია ცხელ ამინდში, კლეჩატი ან კოსტიუმისგან კონტრასტულად განსხვავებული ფერის ჟილეტები გამოიყურება კარგად.

5. ჰალსტუხი ან ბანტი
აირჩიეთ რეზინაზე, ისინი მეტად მოხერხებულია.

6. ფეხსაცმელი
კლასიკური ფორმის ფეხსაცმელი მოქნილ ღია ფერის ძირზე ძალიან კარგი ვარიანტია, ასევე შეგიძლიათ უყიდოთ ბოტასი ან კედი გამოსაცვლელად.

Read 2753 times
საბავშვო მულტივიტამინი
53