რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ქუჩაში მარტო გაშვება და სახლში მარტო დატოვება

საბავშვო მულტივიტამინი

ჩვენი მშობლები თავისუფლად გვიშვებდნენ გარეთ, თავად დავდიოდით სკოლაში, წრეებზე, რომელიც ხშირად მოშორებით იყო სახლიდან, და მობილურების გარეშე ვცხოვრობდით, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...



მარტო სახლში და ქუჩაში
უკვე რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის გარეთ გაშვება მარტო ან სახლში დატოვება, ჩნდება კითხვა როცა ბავშვი წამოიზრდება, ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა ასაკიდან არის მზად მისი შვილი დამოუკიდებლობისათვის.

3-დან 7 წლამდე ბავშვს აქვს პერიოდი, როცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა მისთვის აქვს ზრდასრული ადამიანის  ავტორიტეტს. უცხო ადამიანს თავისუფლად შეუძლია დაარწმუნოს გაუღოს ბავშვმა სახლის კარი ან ჩაუჯდეს მას მანქანაში, ამიტომ 6-7 წლის ბავშვების გაშვება მარტო არ შეიძლება.

სკოლამდელ და დაწყებითები კლასის პერიოდში (6-დან 10 წლამდე) შეხედულება მისდიოს დიდების მითითებებს ქრება. ბავშვი აღარ ასრულებს იმას, რისი აზრიც არ ესმის, ამ ასაკში უცხო ადამიანს გაუჭირდება ბავშვი დაითანხმოს რამეზე.

ბავშვის გაშვება თეორიულად უკვე შეიძლება  7 წლიდან, მაგრამ ჯობია კონტროლის გარეშე არ დატოვოთ 9-10 წლამდე.

გთავაზობთ რჩევებს როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვს ისე, რომ არ ვატაროთ ხელჩაკიდებული სრულწლოვნობამდე:

გაითვალისწინეთ ბავშვის შესაძლებლობები, არსებობს ბევრი ლიტერატურა სადაც წერია რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს სხვადასხვა ასაკში. თუმცა ჯობია დაუჯეროთ საკუთარ თვალებს. შუალედური ბავშვი ბუნებაში არ არსებობს, ბავშვები ვითარდებიან სწრაფად.

გაითვალისწინეთ ასაკობრივი თავისებურებები
ყველა ასაკს აქვს თავისი ნიუანესები. მაგალითად ბავშვს, რომელიც არის დაწყებით კლასებში მილიონჯერ გაუგონია მშობლებისგან რომ ჩაბნელებულ ქუჩაზე სიარული საშიშია, მაგრამ შეიძლება მან გადაწყვიტოს შეამოწმოს რამდენად მამაცია. ამაზე უნდა იზრუნოთ და ასწავლოთ გაარჩიოს სიმამაცე სისულელისგან.

მიეცით მას დავალებები რომლებსაც გაუმკლავდება და ერთად მოიფიქრეთ შესაძლო გამოსავალი. კარგია თუ ერთი ნაბიჯით წინ იქნებით მაგრამ ძალიან წინ ნუ გაიჭრებით. თუ არ მოგწონთ მისი სამეგობრო წრე იმის ნაცვლად რომ ეჩხუბოთ დაეხმარეთ ახლის მოძებნაში.

დააწესეთ საზღვრები
აკრძალვები არის კონტროლი, რომელიც ეხმარება ბავშვს იყოს უსაფრთხოდ. თუმცა არ ღირს სასტიკი წესები დაუწესოთ. ის, ისევე როგორც უფროსი უკეთ ასრულებს წესებს მაშინ როცა უხსნიან და მოელაპარაკებიან ამ საკითხზე.

შეაქეთ ბავშვის აქტიურობა და გულწრფელობა
ბავშვმა უნდა იცოდეს რომ თქვენ ხვდებით არღვევს თუ არა ის თქვენს წესებს. ნუ მიუშვებთ თვითდინებაზე ნურაფერს, აკონტროლეთ ისინი რაზეც შეთანხმებული ხართ რომ უნდა გააკეთოს.

აპატიეთ შეცდომები, ბავშვი მუდამ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შეძლებს ნებისმიერ შემთხვევაში მოგმართოთ და დაინახოს თქვენს სახეზე მხარდაჭერა და თანაგრძნობა.

მოახდინეთ სწორი რეაგირება

უსმინეთ განსჯის და კრიტიკის გარეშე, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას და დასჯას. შეაფასეთ მისი დანაშაულის დონე, ჯერ გაარჩიეთ ეს საკითხი ერთად, გაიგეთ რაშია საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ ზომები.

რაც  მთავარია აუხსენით ისე, რომ ბავშვმა გაიგოს და გულში წყენა არ დარჩეს, დარწმუნდით რომ მან გაგიგოთ.

ფსიქოლოგის რჩევები
ბავშვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია ბავშვის პიროვნებასთან, მის თავისებურებებთან, მის დამოუკიდებლობასთან, და არა მის ასაკთან როგორც ხშირად თვლიან მშობლები. იმისთვის რომ სახლში მარტო დარჩეს ბავშვს უნდა შეეძლოს:


არ აკეთებდეს მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო მოქმედებებს როცა თქვენ სახლში ხართ.

შეეძლოს რამით დაკავდეს. როცა მარტო დარჩება ვერავინ ვერ დაეხმარება საინტერესო რამის მოფიქრებაში, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი ფსიქოლოგიური კომფორტი.

იმისთვის რომ მარტო გაუშვათ გარეთ უნდა შეეძლოს:

გარემოში ორიენტირება. რომ მოვიდეს სკოლიდან სახლში ზუსტად უნდა იცოდეს გზა, მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ბავშვმა გზა იცის. რომ ახსოვს ზუსტი მისამართი, ავტობუსის ნომერი.

იცის როგორ ეურთიერთოს უცხო ხალხს ქუჩაში. აქ მნიშვნელოვანია დარწმუნდეს მშობელი, რომ ბავშვს შეუძლია შეაფასოს რომელი ადამიანი შეიძლება იყოს პოტენციურად საშიში.

Read 3412 times
საბავშვო მულტივიტამინი
53