ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - როგორ იტაცებენ "ჩვეულებრივი" გამვლელები ბავშვებს

საბავშვო მულტივიტამინი

„მე თქვენ არ გიცნობთ, მე არ დაგელაპარაკებით“ - ამ სიტყვებს შეუძლია ბავშვის გადარჩენა.
როგორ უნდა მოიქცეთ რომ ბავშვი ფსიქოპატის მსხვერპლი არ გახდეს, ესაუბრეთ მას, სწორად დაუსვით აქცენტები.



 10-დან 9 ბავშვმა 7-9 წლის ასაკში არ იცის ზეპირად მშობლების ტელეფონის ნომერი. დაფიქრდით რა მოხდება თუ თავისი ტელეფონის გარეშე დარჩება, როგორ უნდა დაგიკავშირდეთ?

20-დან 19 ბავშვი ნებისმიერ ასაკში გააცილებს ასაკოვან ადამიანს უახლოეს მაღაზიამდე, დაეხმარება გზაზე გადასვლაში, ან მანქანამდე მისვლაში, ჩანთის წაღებაში, ლეკვის ან კნუტის წაყვანაში, ამასთანავე დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასაკოვან ადამიანად მიიჩნევს ორმოცდაათი წლის ადამიანს.

20-დან 19 ბავშვი მიასწავლის სანდომიან დეიდას გზას უახლოეს მაღაზიამდე, ავტობუსის გაჩერებამდე და გააცილებენ მას.

20-დან 19 პირველ და მეორეკლასელი და 10-14 წლის ბავშვების ნახევარი დარწმუნებულია რომ სახეზე იცნობს დამნაშავეს, რადგან ის იქნება შავ ტანსაცმელში, უცნაურად გამოიყურება, დიდი ჩანთით მოდის, უცნაურად იქცევა, ეშმაკურად იღიმება, ცდილობს მათ მოტყუებას კანფეტით ბომჟივით გამოწყობილი 30-35 წლის მამაკაცი, -  ასე აღწერენ ისინი პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც სინამდვილეში ასე ძალიან იშვიათად გამოიყურება.

მინიმუმ ბავშვების ნახევარი საშიშროების დროს ეზოში ან სადარბაზოში შეირბენს, სადაც მათი აზრით „დამალვა შეიძლება“.


ყველა ბავშვი თვლის რომ შეუძლიათ ენდონ „ნაცნობ უფროსებს“, მეზობლებს, მშობლების ნაცნობებს, გამყიდველებს ახლო მაღაზიიდან, ყველა ადამიანს ვინც ოდესმე უკვე უნახავთ.

20-დან 19 ბავშვი გაყვება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მას სახელით მიმართავს.

20-დან 19 ბავშვს მოერიდება დაიყვიროს: „მიშველეთ, ამ ადამიანს არ ვიცნობ“ როცა ვინმე ხელს მოკიდებს და მის წაყვანას დააპირებს.

და ეს მხოლოდ ნაწილია სამწუხარო სტატისტიკის...

ყველაზე მთავარი მომენტი ასეთია: გამოვრიცხოთ ბავშვებთან საუბრისას სიტყვა „საეჭვო“.

ნამდვილი დამნაშავე, რომელსაც შეუძლია ბავშვის ნდობის მოპოვება საეჭვოდ არ გამოიყურება, როგორც წესი ის ყველაზე ნაკლებ საეჭვოა გამვლელებს შორის. ის ზრდილობიანი, მომღიმარე, კარგად ჩაცმული ადამიანია, ეს სასიამოვნო გარეგნობის ქალი ან მოწესრიგებული მოხუცია.

უთხარით ბავშვებს რომ საეჭვო გარეგნობის დამნაშავეები მხოლოდ ფილმებში ან კრიმინალურ სიახლეებში არიან.

ბავშვი უნდა ენდობოდეს მხოლოდ ოჯახის წევრებს, მასწავლებელს, შეიძლება ძიძას და მძღოლსაც, ბიძას ან დეიდას და მეტს არავის.

ყველა სხვა არ არის ახლობელი, ისინი არ უნდა მოვიდნენ ბავშვთან არც გემრიელი საჭმლით არც მუქარით, არც დახმარებისთვის არც უბრალოდ სალაპარაკოდ. და სანამ ამას არ მოუყვებით თქვენს შვილებს ასჯერ, სანამ არ ასწავლით ავტომატურად უპასუხოს ნებისმიერ ადამიანს: „მე თქვენ არ გიცნობთ და არ დაგელაპარაკებით“ ვერ იქნებით დარწმუნებული ვერაფერში, ისინი ისევ იფიქრებენ რომ დამნაშავე ნიღაბით და პისტოლეტით დადის.

Read 3305 times
საბავშვო მულტივიტამინი
53