რა ჭირდებათ ჩვენს შვილებს სინამდვილეში?

საბავშვო მულტივიტამინი

იცით რა არის თქვენი შვილისთვის ყველაზე მთავარი? იცნობთ მის საიდუმლო სამყაროს და მის ფასეულობებს? დარწმუნებული ხართ რომ პასუხია „კი“ ?


ისე გამოდის რომ დღეს ჩვენ ვაკმაყოფილებთ ჩვენი შვილების მატერიალურ მოთხოვნებს, მაგრამ ისინი ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს და ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ ჩვენ შეგვეძლოს მათი მიღება, გაგება და სიყვარული.

ჩვენ, დღევანდელ მშობლებს, რომლებიც 80-90 წლებში ბავშვები ვიყავით, ჩვენი აღზრდის მოდელი გვაქვს. სადაც ბავშვი არის ცენტრი, უმაღლესი ფასეულობა, რომელსაც ვუფრთხილდებით ყველანაირად, გვინდა გავაუმჯობესოთ. ერთი მხრივ ვაყურებინებთ საბჭოთა მულტფილმებს, ვუკითხავთ ჩვენი ბავშვობის ზღაპრებს, მეორე მხრივ ლიდერების აღზრდა გვსურს, ბიზნესმებენის კორპორაციების მმართველების, ვაფასებთ როგორ იქცევა საზოგადოებაში, და გვსურს ჩვენი შვილი იყოს ყველაზე კარგი. ხშირად ბავშვი აღიქმება როგორც წარმატებული ოჯახის მაჩვენებელი, რომელიც საჭიროებს მაქსიმალურ მატერიალურ ინვესტიციას, აქედან ჩნდება დამოკიდებულება ბავშვის მიმართ როგორც რაღაც მანქანის მიმართ, რომელიც დროზე უნდა წავიდეს საქმეებზე, გამოიყენოს დრო ეფექტურად.

ჩვენ მშობლები ბევრს ვმუშაობთ, ადრე მივდივართ, გვიან ვბრუნდებით, ბავშვებთან ან ძიძა ან ბებიაა, ის დრო რასაც ბავშვთან ვატარებთ მას არ ყოფნის, განსაკუთრებით თუ ამ დროს მის „აღზრდას“ ვუთმობთ, და ვასწავლით როგორ უნდა მოიქცეს, შემდეგ ვამატებთ ფრაზას: „მე ამ ყველაფერს შენს გამო ვაკეთებ“ და ბავშვი იწყებს ისეთი პასუხისმგებლობის აღებას, რომელთან გამკლავებაც მას არ შეუძლია. დროთა განმავლობაში მანძილი შვილებსა და მშობლებს შორის იზრდება, ეს იმის ბრალია რომ ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს ბავშვს და არც გვინდა მისი გაცნობა. ჩვენ გვაქვს მოლოდინები, იდეალები, წარმოდგენა მის მომავალზე მაგრამ არ ვიცნობთ მას.
იმიტომ რომ მასთან ძალიან ცოტა დროს  ვატარებთ, გარდა ამისა როცა ბავშვი გამუდმებით ძიძასთან ან ბებიასთან არის ნებით თუ უნებლიეთ იწყებს იმ ადამიანების თვისების გადაღებებს ვისთანაც დიდ დროს ატარებს. შედეგად ჩვენ „ვეღარ ვცნობთ“ ბავშვს, ის ხდება არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა იყოს და ეს გვაბრაზებს. იმ მოკლე დროში, რომელსაც მასთან ვატარებთ ვცდილობთ მის გადაკეთებას რაც აფუჭებს ურთიერთობას. რადგან ბავშვი პლასტელინი არ არის რომ სასურველი ფორმის გამოვძერწოთ, ბავშვი არის ჭურჭელი, რომელიც უნდა შევავსოთ თანდათანობით.

ერთის მხრივ ბავშვს ვაძლევთ თავისუფლებას, რომელთან გამკლავებაც მას უჭირს, მეორეს მხრივ მაქსიმალურად ვტვირთავთ ვატარებთ სხვადასხვა წრეებზე . ვცდილობთ დავიცვათ ცუდი ადამიანებისგან და ნეგატიური ზეგავლენისგან, მეორეს მხრივ კი დროს ვერ ვპოულობთ მასთან საურთიერთოთ, ვბრაზობთ რომ კომპიუტერს არ წყდება, მაგრამ ჩვენც მის გარეშე ნახევარ საათსაც კი ვერ ვძლებთ. ვწუხვართ რომ სუფთა ჰაერზე დროს არ ატარებს, მაგრამ არ ვუტოვებთ თავისუფალ 2 საათს გარეთ გასასვლელად. არ ვეურთიერთებით ჩვენს გოგონებს, მერე გვიკვირს სოციალურ ქსელში რატომ დებენ გამომწვევ ფოტოებს, ჩვენ არ ვესაუბრებით ჩვენს ბიჭებს, შემდეგ გვიკვირს რატომ იზრდებიან ინფანტილურები, რომლებსაც არ შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება.

რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რომ შევავსოთ სიცარიელე ჩვენი შვილების გულებში და ვაჩუქოთ შანსი იყვნენ ბედნიერები, შესაძლებლობა უყვარდეთ და ტკბებოდნენ არა ნივთებით არამედ ცხოვრებით?

თქვენ შეგიძლიათ:
1. აჩუქოთ ბავშვს თქვენი დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც არ ასწავლით, არ დაუწყებთ ჭკუის დარიგებას და არ ეცდებით მის გადაკეთებას. დაე ეს იყოს ნახევარი საათი დღეში, არა საცობის დროს მანქანაში, არა სხვადასხვა ოთახებიდან, არამედ ერთად, ისე რომ თვალებში უყუროთ ერთმანეთს, რომ აჩუქოთ ერთმანეთს ურთიერთობისგან გამოწვეული სიხარული.

2. აჩუქოთ შესაძლებლობა, აიღოს პასუხისმგებლობა და თავისი წვლილი შეიტანოს ოჯახის ცხოვრებაში. დაე დღევანდელი დღიდან ბავშვი იყოს პასუხისმგებელი რამეზე, ეს შეიძლება იყოს : ოთახის დალაგება, ყვავილების მოვლა, ნაგვის გატანა, ჭურჭლის ხელსაბანში ჩალაგება და ა.შ. კი, თავიდან შეიძლება შეგეწინააღმდეგოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში გააცნობიერებს თავის მნიშვნელობას და ეს მისთვის იქნება კარგი საქმე, ინვესტიცია მის მომავალში, რადგან ისწავლის პასუხისმგებლობას და შრომას.

3. იყავით ღირსეული მაგალითი ბავშვებისთვის, როგორც მატერიალური კეთილდღეობის ასე ადამიანურობის მიხედვით. რადგან ბედნიერს ადამიანს ხდის მისი შესაძლებლობები ეურთიერთოს ადამიანებს, და შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება.

4. ჩაერთეთ თქვენ და ჩართეთ ბავშვებიც, გამოყავით დრო მარტივი სიხარულისთვის, მოაწყეთ პიკნიკები, ერთობლივი გასეირნებები, უყურეთ ერთად ფილმებს, წაიკითხეთ წიგნები, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები.

5. აამაღლეთ ბავშვის მნიშვნელობა მისივე თვალში, აჩვენეთ რომ ის სასარგებლოა: ერთად მოუარეთ ცხოველებს, დარგეთ ხეები, ერთად აკეთეთ სასარგებლო საქმეები.

6. თუ ბავშვი პატარაა დაეხმარეთ საინტერესო საქმის პოვნაში, ნუ მოახვევთ თავს უამრავ წრეებზე სიარულს რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება საინტერესო. თუ ბავშვი დიდია, დაეხმარეთ მას პროფესიის არჩევაში, გაარჩიეთ ერთად სხვადასხვა პროფესიები და ის საქმიანობა რისი კეთებაც მოუწევს მათი არჩევის შემთხვევაში, გაიარეთ ტესტები, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ სად არის ბავშვის ინტერესები და შესაძლებლობები.

7. თუ ოჯახში რთულია ქალის და მამაკაცის როლზე საუბარი, შეიძლება მოძებნოთ და უყუროთ ერთად ფილმებს, სადაც მამაკაცი ოჯახის მცველია, სადაც შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება, გოგონებს შეგიძლიათ აჩვენოთ ფილმები, სადაც ქალი ოჯახის გულია, დედა და ბედნიერი ცოლია. მნიშვნელოვანია დაეხმაროთ ბავშვებს სწორი ორიენტირის დროულად ჩამოყალიბებაში. მათი და ჩვენი ბედნიერებისთვის, რადგან ჩვენც ძალიან დავიტანჯებით თუ ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იპოვონ თავისი მეწყვილე, შექმნან ოჯახი, აღზარდონ შვილები და ქონდეთ საყვარელი საქმიანობა.

Read 2692 times
საბავშვო მულტივიტამინი
53