10 ფრაზა ჩვენი ბავშვობიდან, რომელიც შვილებს არ უნდა ვუთხრათ

საბავშვო მულტივიტამინი

ზოგჯრ წარმოვთქვამთ ამ ფრაზებს დაუფიქრებლად, ხშირად ეს ხდება როცა ცუდ ხასიათზე ვართ, დავიღალეთ  და ზოგადად სტრესის მდგომარეობაში ვართ. ეს ის ფრაზებია, რომლებიც გულს გვტკენდა ბავშვობაში , როცა ბავშვს ამას ვუმეორებთ გადავცემთ ჩვენს ნეგატიურ გამოცდილებას.



შენ დიდი ხარ, მაგალითი უნდა მისცე პატარას
ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შეამჩნიეს რომ დაბადების რიგითობა მოქმედებს ბავშვის ხასიათზე და მის ბედზე. უფროსი ბავშვები ხშირად ლიდერებად იზრდებიან, თუმცა აქვთ დაბალი თვითშეფასება, რადგან იშვიათად აქებდნენ მშობლები და ბევრს ითხოვდნენ მათგან. უფროსი ბავშვი შესანიშნავი დამხმარე იქნება თუ არ მოსთხოვთ ძალიან ბევრს. მას უნდა ქონდეს სისულელეების და შეცდომების დაშვების უფლება როგორც უმცროსს, მასაც არანაკლებ სჭირდება თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა.

ოჯახური როლი „დიდის“ და „პატარის“ საშიშია ორივე ბავშვისთვის, რადგან ისინი მოქმედებენ თავსმოხვეული სცენარის მიხედვით, მოკლებული არიან სპონტანურობას, გულწრფელობას და ეზღუდებათ თავისუფლება, ბავშვი რომელიც ცდილობს სამაგალითო იყოს ვერ შეძლებს იყოს შემოქმედებითად აქტიური, გამოიკვლიოს სამყარო და დაუშვას შეცდომები, იმისთვის, რომ ისწავლოს რამე. „პატარა“ კი ცდილობს მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს პატარას პრივილეგიები და ხდება ინფანტილური, უარს ამბობს გაზრდაზე ზოგჯერ სიბერემდე.

დებილი ხომ არ ხარ? ამას სპეციალურად აკეთებ?
სამწუხაროდ ეს რიტორიკული კითხვები ხშირად ჟღერს სუპერმარკეტებში, საბავშვო მოედანზე, კაფეში, პლაჟზე, სადაც დატანჯულ დედებს მოყავთ თავისი სიცოცხლით სავსე შვილები, სადაც ბავშვები იქცევიან თავისუფლად და არღვევენ დაწესებულ საზღვრებს. ყველა დედამ იცის რომ ბავშვს ასე არ უნდა ელაპარაკოს, მაგრამ როცა ბრაზდება თავს ვეღარ იკავებს.
როგორ მოვიქცეთ? რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, წყალი დავლიოთ, რამე სასიამოვნოზე ვიფიქროთ, გავითვალისწინოთ რომ ცოტა ხნის შემდეგ ბრაზი გადაგვივლის. ასევე შეიძლება იმის წარმოდგენა რომ ბავშვის ადგილზე იყოს სხვა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ასე დაელაპარაკებოდით? მაგალითად თქვენი ბოსი. გახსოვდეთ, ნებისმიერი მავნე ჩვევის დამარცხება შესაძლებელია.

შენი ძმა სულ კარგად იქცევა შენ კი...
ბავშვების ერთმანეთთან შედარება საუკეთესო საშუალებაა გააფუჭოთ მათი ურთიერთობა. დაბადებიდან აგრძნობინეთ რომ გიყვართ ისინი სხვადასხვანაირად მაგრამ ერთნაირად ძლიერად, ხშირად გაუსვით ხაზი მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს, მოიხიბლეთ მათით და ეცადეთ არ შეადაროთ ერთმანეთს.

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შეიძლება ვიგრძნოთ განსაკუთრებული სიახლოვე სხვადასხვა ბავშვის მიმართ. მაშინაც კი თუ ერთი ბავშვის ქცევა თქვენთვის გაუგებარია, მეორე კი იდეალურად გეჩვენებათ, არ აჩვენოთ ბავშვებს რომ ერთი ბავშვი მეორეს ამჯობინეთ. ასე ესმით ბავშვებს თქვენი ფრაზები: „გაითვალისწინე შენი ძმის მაგალითი, ის არასდროს არ ისვრება“, ან „შენი და შენს ასაკში უკვე სქელტანიან წიგნებს კითხულობდა“, თუ გინდათ შედარება შეადარეთ ბავშვი საკუთარ თავს მაგ: „გუშინ რა კარგად იქცეოდი, მიჯერებდი, მშვიდად იყავი, დღეს კი ვერ ისვენებ, ძნელი დასაჯერებელია რომ ერთი ბავშვი ასე განსხვავებულად შეიძლება მოიქცეს“

ნუ დამტანჯე
ამ ფრაზის საშუალებით მშობლები ცდილობენ ბავშვს უთხრან თავის გრძნობების შესახებ, რომ მან თანაუგრძნოს, მაგრამ სინამდვილეში ბავშვს მხოლოდ ეშინია. ბავშვის მთავარი მიზანია გამოიწვიოს ჩვენი აღბრთოვანება, მიიღოს ჩვენი კეთილგანწყობა ანუ გაგვახაროს. როცა ვეუბნებით რომ თავისი მცდელობებით დაგვტანჯა ბავშვი კარგავს საკუთარი თავის რწმენას.
ფრაზები: „როგორ დამღალე“, „შენ მე გამაგიჟებ“ არ აძლევს ბავშვს ინფორმაციას რა გააკეთა არასწორად, მაგრამ გრძნობს რომ ცუდად მოიქცა. ან იქნებ ნებისმიერი მისი ქმედება მშობლებს აუბედურებს და ტანჯავს? დანაშაულის გრძნობამ შეიძლება გამოიწვიოს განგაშის გრძნობა და ნევროზი. ამიტომ მშობლებმა უნდა აუხსნან რა არ მოსწონთ ბავშვის საქციელში, ამისთვის გამოიყენეთ „მე-შეტყობინება“: „მე დავიღალე ხმაურისგან, მოდი ჩუმი თამაში მოვიფიქროთ“, „მე ძალიან ვბრაზობ როცა მთელი ტანსაცმელი ოთახში ყრია“.

ეხლა დაეცემი
ამ სიტყვით დიდს შეუძლია ბავშვს დაუმტკიცოს რომ მაგიურ ძალას ფლობს. რადგან ეს წინასწარმეტყველება ახდება 10-დან
9 შემთხვევაში, ამას კი მოყვება ფრაზა: „ხომ გეუბნებოდი“, მშობლებმა ყველაფერი იციან და მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ დარწმუნებულია ბავშვი.
ჩვენი შენიშვნები ჰიპნოზივით მოქმედებს: „დაკარგავ“, „დაეცემი“, „დაისვრები“, „დაგცინებენ“. როცა რამდენჯერმე დედა მართალი აღმოჩნდება ბავშვი შეურიგდება ამ ამბავს, არ ეცდება მაგრად მოუჭიროს ხელი ხის ტოტს, არ წაიღოს ბაღში სათამაშო, არ ეცდება ააგოს ციხესიმაგრე წყლის გუბეში, არ გამოიგონებს ველოსიპედს. ხოლო როცა დედა იტყვის „მას ყველაფრის ეშინია“ ჩუმად მიიღებს ამ ფაქტს.

აუტანელი ხარ
ზოგჯერ ბავშვის საქციელი და სიტყვები მართლა ძნელი ასატანია, მაგრამ თუ მიაკრავ იარლიყებს „აუტანელი“, „მშიშარა“, „გაუგონარი“ და ა.შ მხოლოდ გავაძლიერებთ არასასურველ ქცევას, რომელიც შედეგად ძალიან გაურთულებს ბავშვს ცხოვრებას.
თუ გვინდა ბავშვის ქცევის შეცვლა მოგვიწევს მოთმინებით და შეუპოვრად ავუხსნათ, რომელი საქციელი მიგვაჩნია დაუშვებლად, შევახსენოთ რა შედეგები მოყვება ამას, დავაწესოთ საზღვრები, მოვაწყოთ თაიმ-აუტი, ვისაუბროთ, აქტიურად მოვუსმინოთ და ვებრძოლოთ  სურვილს ვუწოდოთ საკუთარ შვილს აუტანელი.

ყველაზე კარგი ხარ
ამ ფრაზის თარგმანი „შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ“, „შენ მე ყველას მირჩევნიხარ“ გასაგებია ყველა მშობლისთვის, მაგრამ ბავშვმა ის შეიძლება პირდაპირ გაიგოს. მას ბოლომდე არ ესმის ეს რას ნიშნავს მაგრამ ხვდება რომ „კარგებს“ აქებენ, ისინი იღებენ მეტ ყურადღებას, მოფერებას . ანუ უნდა შეეჯიბროს სხვა ბავშვებს უფროსების ყურადღებაში, ხშირად მშობლებს მოსწონთ კიდეც ბავშვის დემონსტრაციული საქციელი, სასიამოვნო დასანახია როცა ბავშვი ლიდერობას ცდილობს. თუმცა ეს მშობლების ოცნება იშვიათად ემთხვევა ბავშვის შინაგან მოთხოვნებს. ყველა ბავშვს არ აქვს ლიდერის თვისებები და შესაძლებლობებიც განსხვავებული აქვთ.

3-4 წლის ასაკში ბავშვი სიამოვნებით  იჯერებს მშობლების სიტყვებს, მაგრამ ცოტა რომ მოიზრდება ხედავს ვიღაც მასზე სწრაფად დარბის, ვიღაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, ვიღაც ბევრ წიგნებს კითხულობს. ის ადარებს თავს სხვებს და აქვს განგაშის გრძნობა, უჭირს  სხვების წარმატების მიღება, ამავდროულად უნებურად აუფასურებს თავის მიღწევებს, შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ თავში და აჯანყდეს.
კარგია თუ არ გამოიყენებთ სიტყვებს „კარგი“ და „ცუდი“, როცა ბავშვს აქებთ ჩამოთვალეთ მისი მიღწევები და თვისებები, ნუ შეაფასებთ. მაგ: „ ბევრი ადამიანი გამოფენაზე შეჩერდა შენი ნახატის წინ ის ისეთი მკაფიო და სიცოცხლით სავსეა“

შენგან არაფერი არ გამოვა
შეიძლება გინდოდათ თქვენი შვილი ფრიადოსანი ყოფილიყო, მას კი არ ესმის ეს რა საჭიროა, ოცნებობდით მუსიკალური კარიერა ჰქონოდა მას კი სმენა არ აქვს...მშობლები ვხარჯავთ დიდ დროს, ძალებს და საშუალებებს, იმაში, რომ დავეხმაროთ ბავშვს წარმატების მიღწევაში, განვიცდით იმედგაცრუებას თუ ვხედავთ რომ ჩვენი მცდელობა უნაყოფოდ ჩაივლის. ხშირად მოთმინება არ გვყოფნის, ვითხოვთ ბავშვისგან ბევრს.

განა ღირს უთხრათ ხუთი წლის ბავშვს ეს გულსატკენი ფრაზა? ან რა უნდა „გამოვიდეს“ ბავშვისგან, როცა მშობელი მზად არის
გააუფასუროს მისი ძალისხმევა და მცდელობა? ნუ იჩქარებთ განაჩენის გამოტანას. ერთი მშობლების ბავშვებიც კი სხვადასხვანაირად ვითარდებიან. ისინი ვინც 3 წლის ასაკში სწავლობს კითხვას ისევე კითხულობს როგორც სხვა ბავშვები, ხშირად პატარა ვუნდერკინდები გარდატეხის ასაკში არ განსხვავდებიან თანატოლებისგან, ხშირად შეახსენეთ თავს, რომ თქვენს ბავშვს ყველაფერი წინ აქვს.


დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა
ამ ფრაზაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ სერიოზული პრობლემები გაქვთ არ ღირს ბავშვის მიტყუება , ნუ იფიქრებთ რომ მას „არაფერი ესმის“. როცა მშობლები სირთულეებს განიცდიან ან დეპრესიაში არიან ბავშვი აუცილებლად გრძნობს ამას. ხშირად მშობლები ატყუებენ ბავშვებს და იტყუებენ თავსაც რომ ყველაფერი რიგზეა, როცა ბავშვი თითის წოვას იწყებს, იფსავს საწოლში ან აწყობს ისტერიკებს უკვირთ რისი ბრალია ეს.
ამ დროს ბავშვმა შეიძლება მიზეზების ძებნა საკუთარ თავში დაიწყოს და ჩათვალოს რომ დედა და მამა მის გამო ჩხუბობენ
ჯობია ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ მდგომარეობა, ვიდრე მოატყუოთ. ჯობია დაფიქრდეთ წინასწარ რა უნდა უთხრათ და როგორ.

დედაშენს არაფერი არ ესმის

მშობლების შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა. როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ ბავშვს უწევს შეეგუოს და გადაეწყოს ერთი რეჟიმიდან მეორეზე. დროთა განმავლობაში ის სწავლობს ორ ოჯახში ცხოვრებას.
მაგალითად დედა ბავშვს თბილად აცმევს, მამა ხდის და ეუბნება რომ ქალებს არაფერი გაეგებათ მამაკაცის აღზრდის საკითხში. ადამიანები აღარ ფიქრობენ იმაზე რომ ფრაზები „მამაშენი სრული არარაობაა“ და „დედაშენს რა გაეგება“ ბავშვებს აყენებს არანაკლებ ზიანს ვიდრე გაციება, ბავშვმა უნდა აირჩიოს რომელი მშობლის პოზიციას დაიჭერს და ეცადოს როგორმე მშვიდობა დაამყაროს მათ შორის რაც  უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს ბავშვისგან.

Read 3156 times
საბავშვო მულტივიტამინი
53