მშობლების ტიპები: ამოიცანი საკუთარი თავი

საბავშვო მულტივიტამინი

ჩვენ უნიკალურები ვართ მაგრამ საერთოც ბევრი გვაქვს, მაგალითად როგორც მშობლები ასე თუ ისე შევესაბამებით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ტიპაჟს. გთავაზობთ მშობლების კლასიფიკაციას, რომელიც დაგეხმარებათ შორიდან შეხედოთ საკუთარ თავს.


ვერტმფრენი
ვერტმფრენები ის მშობლები არიან, ვინც გეგმავენ ბავშვის ცხოვრებას დაბადებიდან ასპირანტურაში ჩაბარებამდე და იცავენ მას „ჰაერიდან“. მათ ახასიათებთ უსასრულო მცდელობა მოამზადონ ბავშვი ცხოვრებისთვის, პარალელურად ცდილობენ მათ დაცვას სასტიკი სამყაროსგან, ხშირად მათ ნერვული და დამოკიდებული შვილები ყავთ. იაპონელები მათ ურჩხულ მშობლებს უწოდებენ, გახსოვდეთ ბავშვებს აქვთ შეცდომების დაშვების და სისულელეების ჩადენის უფლება.

ვოლიერები
მშობლები, რომლებსაც გამოკეტილი ყავთ ბავშვი, დაწესებული აქვთ მათთვის უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა იმ მიზნით, რომ შეინარჩუნონ თავისი ძალაუფლება და კონტროლი.

დელფინები
ისინი არიან მხიარულები და მეგობრულები, თან ჭკვიანები, ერთი მხრივ აწვდიან გასაგებ თამაშის წესებს მეორე მხრივ უტოვებენ ბავშვებს ადგილს შემოქმედებისა და დამოუკიდებლობისთვის. თუ ორივე მშობელი ასეთია ისინი მუშაობენ შეთანხმებულად რომ მისცენ ბავშვს მაგალითი.

კიოკუ-დედა
დედა სიგიჟემდე კონცენტრირებული ბავშვის განათლებაზე. ის აძლევს ბავშვს მოტივაციას კეთილი სიტყვებით და საჩუქრებით რაც კარგი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ არანაირად არ ითვალისწინებს ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

დედა-რობოტი
ის უძღვნის თავის ცხოვრებას ბავშვის სკოლიდან ენის კურსებზე, ჭადრაკზე, ფეხბურთზე და ცურვაზე ტარებას რათა სურს მისი შვილი „ჰარმონიულად“ განვითარდეს.

შუქურა
ბავშვების აღზრდაში ხელმძღვანელობენ ორი პრინციპით: ერთი - უპირობო სიყვარული ბავშვების მიმართ, და მეორე - აძლევს ბავშვებს უფლებას ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. თვითონ აკვირდება და აძლევს მიმართულებას, ხოლო ცხოვრებისეული პრობლემების თავიდან აცილება ბავშვებმა უნდა ისწავლონ თვითონ. მთავარია წონასწორობის დაცვა: არ შეუშალო ხელი და არ აიღო მთელი შრომა საკუთარ თავზე, მისცე მიმართულება მაგრამ დაუტოვო სივრცე აღმოჩენებისთვის.


არა- მშობლები
როცა მშობლები არ აქცევენ ბავშვების აღზრდას ყურადღებას და მიშვებული ყავთ თავის ნებაზე. ხშირად ასეთი ბავშვები დროს სულ ქუჩაში ატარებენ.

აუჩქარებლები
ისინი მომხრენი არიან თამაშების და ფიზიკური და გონებრივი განვითარების მაგრამ წინააღმდეგი არიან ჭკვიანური რისკის. უკრძალავენ ბავშვებს ტელევიზორის ყურებას და ტკბილეულის ჭამას, აკლებენ მათ მარტივ ცხოვრებისეულ სიამოვნებას და იკლებენ თავადაც.

განყენებულები
ბავშვს აქვს ძილის და ჭამის რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულია მშობლებისთვის. თითქოს წესრიგი კარგია მაგრამ, თუ ბავშვმა არ ჭამა ან არ დაიძინა შემდეგი საჭმლის მიღება/ძილი გადადებული იქნება შემდეგ დანიშნულ დრომდე.

ფრანგული
აღზრდის სტილი დაფუძნებული სიმშვიდესა და სიზარმაცეზე. ისინი არ ღელავენ რომ ბავშვი ცხვირს გაიტეხს სასრიალოზე ან მშიერი დარჩება, არ თვლიან საჭიროთ შეაქონ კარგი, მხოლოდ სჯიან ცუდ საქციელს, ფიქრობენ რომ ბავშვები თავად უნდა გაიზარდონ დამოუკიდებლად. და სწორედ ასეთები იზრდებიან მათი შვილები.

მხეცი მამები
დედა რობოტის მამაკაცური ვარიანტია. მათ ალბათ დიდი ხანია შეწყვიტეს ამ სტატიის კითხვა.

მბრძანებელი
როცა ერთი მშობელი ისაკუთრებს ძალაუფლებას და წყვეტს როგორი ურთიერთობა ექნებათ ოჯახის წევრებს, აღწევენ მიზანს უზურპატორობით და ოჯახის წევრების კონტროლით, ის წყვეტს რა შეიძლება და რა არა, მართავს ოჯახის წევრებს, ითხოვს დახმარებას მაგრამ ყველაზე უკეთ თავად იცის როგორ უნდა დაეხმარონ, გამუდმებით აკრიტიკებს, ამცირებს, დასცინის მათ, მათ სწერვოზულებსაც ეძახიან.

მიჯაჭვულები
მაქსიმალურად ახლოს არიან ბავშვთან. მიზანია ძლიერი ემოციური კავშირის ჩამოყალიბება. თვლიან რომ შედეგად ხდება ურთიერთობა მშობელს და შვილს შორის ნდობით განმსჭვალული ბავშვი კი გაიზრდება დამოუკიდებელი. დიდხანს აწოვებენ ძუძუს, ბავშვს ძინავს მათ საწოლში.

სინქრონული განვითარება

სურთ გახსნან ბავშვის ყველა შესაძლო ტალანტი და დაყავთ უამრავ წრეებზე, უნდათ ბავშვებს ეს ყველაფერი? რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვი რომელიც ბევრ წრეებზე დადის როგორც წესით წარმატებულია შემდგომ სწავლასა და მუშაობაში.

შემნახველები
მათ მიაჩნიათ რომ ბავშვი უნდა იჯდეს მშობლის კისერზე იმდენად დიდხანს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ისინი პატიობენ ბავშებს ყველაფერს, არ შეუძლიათ სიტუაციის კონტროლი, წესების დაწესება, თავისი მოლოდინების ჩამოყალიბება და გაჟღერება.

 

Read 2500 times
საბავშვო მულტივიტამინი
53