აღზრდის სტილი - როგორ ავღზარდოთ დამოუკიდებელი ადამიანი

საბავშვო მულტივიტამინი

„დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა“, „უნდა მივცეთ მას თავისუფლება და თავად მიხვდება რა არის სწორი“, როგორ ვიპოვოთ ბალანსი სიმკაცრესა და სირბილეს შორის? და რას გვიქადის უკიდურესობები აღზრდაში?



ავტორიტარული სტილი

ავტორიტარული მშობლები დიდ დროს უთმობენ წესებს და კონტროლს. მათ აქვთ მკაფიო წარმოდგენა სწორსა და არასწორზე, მიღწევადსა და მიუღწეველზე, სასარგებლოზე და მავნებელზე, მათ სჯერათ რომ ბავშვი უნდა ემორჩილებოდეს მკაცრ აკრძალვებს, რათა აიცდინოს შეცდომები და მავნე ჩვევები. თუ ბავშვი არ იქცევა „როგორც წესია“ საჭიროა „ჭკუის სწავლება“. მათ სჯერათ რომ დასჯა ეფექტურია, დათმობები სისუსტის გამოვლინებად მიაჩნიათ.
ასეთი აღზრდის სტილი აერთიანებს მაღალ მოთხოვნებს და ნაკლებ გაგებას. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთი მშობლების შვილები მომავალში არიან კარგი შემსრულებლები და შრომისმოყვარეები, მაგრამ აქვთ დაბალი თვითშეფასება და იშვიათად ავლენენ ინიციატივას. მერყეობენ, არ იციან როგორ მოიქცნენ და რა თქვან, ასეთი ადამიანები მოქმედებენ ავტორიტეტის მითითებების მიხედვით.

ჰუმანური სტილი
ასეთი მშობლები ყურადღებიანები არიან და ყოველთვის მზად არიან გაუგონ ბავშვს. ისინი თვლიან აკრძალვებს და დასჯას მოძველებულ მეთოდებად, სჯერათ რომ ბავშვი თავად აცნობიერებს ყველაფერს. ყველანაირად ცდილობენ ნაკლებად ყავდეთ ბავშვი გავლენის ქვეშ რომ არ ჩაკლან მისი კრეატიულობა.
ხშირად ისინი ამ გზით ცდილობენ დააკომპენსირონ ზრუნვის უკმარისობა, რომელსაც თავად განიცდიდნენ ბავშვობაში. მაგ: მამაკაცს ახსოვს რა სასტიკი და ცივი იყო მამამისი და ცდილობს, რომ თავად სულ სხვანაირად მოიქცეს. ასეთი მშობლები ცდილობენ დაანგრიონ ბარიერები მშობელს და შვილს შორის, უნდა რომ მეგობრები იყვნენ.
აღზრდის ეს სტილი აერთიანებს: დაბალ მოთხოვნებს და მაქსიმალურ გაგებას. ცუდი ის არის რომ შეიძლება ზედმეტი მოუვიდეს, შეიძლება სულ არ ქონდეს წესები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში აზრი, რომ ყველა მისი სურვილი და მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა ასრულდეს, ცხოვრება კი მხოლოდ სიამოვნებისთვის არის. მომავალში ის შეიძლება გახდეს მოუთმენელი, საკუთარ თავზე შეყვარებული და დესპოტური სხვებთან მიმართებაში.

დემოკრატიული სტილი
საუკეთესო ვარიანტია - როცა მშობლები აერთიანებენ კონტროლს და მომთხოვნობას გაგებასთან. პატივს სცემენ ბავშვს და ითვალისწინებენ მის აზრს, მაგრამ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ქმედებას, რომელსაც არასწორად თვლიან, ამავდროულად ყოველთვის ეცდებიან აუხსნან ბავშვს, რატომ გაბრაზდნენ ან რატომ უნდა აუკრძალონ რამე. ურთიერთობა ასეთ დროს დაფუძნებულია დიალოგზე.

მათ არ აქვთ პრინციპი: რაც არ არის დაშვებული  - აკრძალულია. ისინი უწესებენ ბაშვებს საზღვრებს, სადაც არის პირობითი თავისუფლება. მაგ: ბავშვს აძლევს თამაშის უფლებას, მაგრამ ჯერ სთხოვს შეამოწმოს დალაგებულია თუ არა ბავშვის ოთახი და ეუბნება რომ თუ არ არის ჯერ უნდა დაალაგოს, რადგან ყველაფერს მშობლები ვერ გააკეთებენ მის ნაცვლად, შემდეგ კი ბავშვს ექნება თამაშის უფლება. ასე ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქცევებზე.

თუ მშობლებს სხვადასხვა სტილი აქვთ?
 რეალობაში მშობლების აღზრდის სტილი იშვიათად ემთხვევა, ხშირად გვხვდება ასეთი ოჯახები: მკაცრი მამა და რბილი დედა, თუმცა არის პირიქითაც.


ბუნებრივია ყველა ჩვენგანი გარკვეულწილად დამოკიდებულია გამოცდილებაზე, რომელიც მიიღო თავის ოჯახში, მაგრამ ერთიანი პრინციპის გამომუშავება რთულია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ესმოდეს: მისი მოსაზრება ესმით და ითვალისწინებენ, ხშირად სწორედ ეს შეგრძნება და არა დიდი ხნის ნანატრი სათამაშოს ყიდვა უფრო მნიშვნელოვანია.

Read 3076 times
საბავშვო მულტივიტამინი
53