შეკითხვა ექსპერტს: " ჩემს შვილს ყველაფრის ეშინია"

საბავშვო მულტივიტამინი

„ბიჭები მამაკაცურობას მამისგან სწავლობენ, ნებისმიერი მცდელობა დაჩქარდეს ეს პროცესი არაფერ კარგს არ გამოიწვევს“ -  ამბობს ექსპერტი.



„ჩემი შვილი მშიშარაა, ოდნავ ხმას აუწევ ტირილს იწყებს, არასოდეს მასზე ხელი არ აგვიწევია, ხმასაც იშვიათად ვუწევთ, სიბნელის ეშინია. შევთანხმდით რომ როცა  5 წლის გახდება ოთახში შუქს ჩავაქრობთ ღამე(ახლა 4,5 წლისაა), რადგან უკვე დიდია. ახლა სულ ამაზე ლაპარაკობს და წინასწარ ტირის. დავიარეთ მთელი სახლი, ყველა ბნელი კუნჭული ვაჩვენეთ და ავუხსენით რომ იქ არავინაა, დიდ ძაღლი გვყავს, ავუხსენით რომ ვერავინ გაბედავს მოსვლას. ქუჩაში ყველა ბავშვი ართმევს სათამაშოებს, ეს კი დგას და ტირის. ვეუბნები წადი, გამოართვი ეს ხომ ახალი სათამაშოა არ მიდის. როგორ უნდა ავუხსნა რომ თუ არ დაიცავ თავს ვერავინ დაგიცავს. თან მეცოდება, თან ვბრაზდები არც მე არც ჩემი ძმა ასეთები არ ვიყავით ბავშვობაში. არ მინდა მიხვდეს რომ მაწუხებს მისი მდგომარეობა, მირჩიეთ როგორ მოვიქცე?“

პასუხობს ბავშვთა ფსიქოლოგი:
კარგია, რომ გაწუხებთ ბავშვის ბედი, რადგან ნებისმიერ ბიჭს რომ გახდეს მამაკაცური სჭირდება მამასთან ურთიერთობა. მამა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ბიჭ შვილს, როგორ იქცევიან მამაკაცები და როგორ ცხოვრობენ ისინი.
ბიჭი მამაკაცობას მამისგან სწავლობს. თუ თქვენს შვილს ეცოდინება რომ მამას არ ეშინია ბნელ ოთახში დაძინების, თანდათან თვითონაც აღარ შეეშინდება, მაგრამ თავიდან გაუადვილდება, თუ ეტყვით რომ ყველაფერი შეამოწმეთ, შეიხედეთ ყველა კუთხეში და კარადაში და დარწმუნებული ხართ რომ საშიში არაფერია. ბავშვი დაინახავს რომ თქვენ იცავთ მას, თქვენ აჩვენებთ რომ მამაკაცი ოჯახის მცველია. თავის სათამაშოების დაცვასაც შეძლებს, თუ დაინახავს, თუ თქვენ იცავთ თქვენს სურვილებს და საკუთრებას. ამას ვერ ისწავლის უცებ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება ყველანაირი ძალადობის გარეშე, თუ ბავშვთან ხშირი და ახლო ურთიერთობა გექნებათ. ხოლო თუ ეცდებით დააძალოთ, დიდი ალბათობით გააუარესებთ თქვენს ურთიერთობას და მაშინ ბავშვს უფრო მეტად გაუჭირდება. იმ მომენტში, როცა არ მოგწონთ მისი ქცევა ან ის რაც მის თავს ხდება, შეგიძლიათ უთხრათ რას გრძნობთ, მაგრამ აუცილებლად დაამატეთ რომ გესმით რომ ჯერ არ უსწავლია ასეთ სირთულეებთან გამკლავება. ბოლოს კი დაამატეთ: ამისთვის შენ მე გყავარ, მე ყოველთვის დაგეხმარები, და ოდესმე შენ ამას ჩემი დახმარების გარეშეც შეძლებ.

Read 2386 times
საბავშვო მულტივიტამინი
53