შეკითხვა ექსპერტს: "დედობით ტკბობა არ გამომდის, მირჩიეთ როგორ მოვიქცე"

საბავშვო მულტივიტამინი

„სამი ბავშვი მყავს, ტყუპი ბიჭი და გოგონა 3 წლისები, მესამე ბიჭი 17 თვის. არ მყავს დამხმარე, ძიძის ან ბებიას სახით. კიდევ ვმუშაობ სახლიდან. ასე გამოვიდა. საშინლად ვიღლები. მაგრამ მზად ვარ ამის მისაღებად და ვიღებ. კითხვა სხვა საკითხში მაქვს. როგორ მოვახერხო ბავშვების და საკუთარი თავის ორგანიზება  და გავუმკლავდე ამ ყველაფერს ისე, რომ დავტკბე დედობით?



ძალიან აქტიური ვარ, არ მიყვარს სახლში ჯდომა. ბავშვები ჯერ ბაღში ვერ დამყავს. ყოველი დღე გაწერილი გვაქვს დავდივართ მრავალ ადგილას, ბავშვებიც ძალიან აქტიურები არიან. ყოველი დღე დაკავებული და მრავალფეროვანი აქვთ.

გარეთ კარგად იქცევიან მაგრამ ხშირად გამირბიან და ეს ძალიან მსტრესავს ხოლმე.

სახლში ვერ ჩერდებიან, ცალკე სათამაშო ოთახი აქვთ ბევრი სათამაშოებით მაგრამ ჩხუბობენ, ერთმანეთს ურტყამენ და ატირებენ.

ცალ-ცალკე თუ არიან ყველა კარგად იქცევა. მესმის რომ ეს ყურადღებისთვის ბრძოლაა. მაგრამ როგორ მოვიქცე? ვცდილობ ავუხსნა მაგრამ ყველაფერი ისევ ისტერიკით მთავრდება.

ზოგჯერ მოთმინებას ვკარგავ და თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ამ სიტუაციისგან სრულიად ძალაგამოცლილი ვარ, ზოგჯერ მზად ვარ ყველაფრის ნება დავრთო. მირჩიეთ როგორ მოვიქცე?“

პასუხობს ბავშვთა ფსიქოლოგი:
თქვენ საოცრად ეფექტური დედა ხართ, სამ ბავშვს უმკლავდებით დახმარების გარეშე და თან მუშაობთ ბევრისთვის ეს წარმოუდგენელია. როცა ადამიანი ასეთი გადაღლილია თან ცდილობს მისდიოს „ლოზუნგს კარგი დედა ვარ, ეფექტური დედა ვარ“, - დედობით ტკბობა ძნელია. თქვენ სამი ძალიან პატარა ბავშვი გყავთ, ყველა მათგანს სჭირდება დედასთან მჭიდრო კონტაქტი , მათი ბრძოლა ყურადღებისთვის ნორმალური საქციელია მათ ასაკში, თქვენ მათთან 24 საათს ატარებთ მაგრამ მაინც არ ყოფნით თქვენთან ყოფნა. ამიტომაც ისინი იბრძვიან დედის ყოველი თავისუფალი წუთის მითვისებისთვის.

უფროსი ბავშვები ჯერ არ არიან ისე წამოზრდილი რომ ცოტათი მაინც დამოუკიდებლები იყვნენ, პატარას კი განუწყვეტლივ ჭირდება თქვენი ყურადღება. როცა ბავშები მიგყავთ სხვადასხვა ადგილებში ეს განტვირთვაა თქვენი ფსიქიკისთვისაც რადგან ასე თუ ისე გეხმარებიან სხვა ადამიანები, ამიტომაც სახლს გარეთ სიტუაცია ინტვირთება. მაგრამ ამაზე დიდი ენერგია გეხარჯებათ.

ბავშვები ძალიან პატარები არიან ჯერ ვერ ითამაშებენ დამოუკიდებლად, სასურველია როგორმე ისე მოახერხოთ რომ დიდი ბავშვები ნაკლებად გადაიკვეთნენ პატარასთან რადგან ძალიან ეჭვიანობენ მასზე, ეს იწვევს ჩხუბს და იმას რომ არ გიჯერებენ.

თქვენი უფროსი შვილები არიან სამი წლის ასაკში ანუ აქვთ სამი წლის ასაკის კრიზისი, სადაც მათი ისტერიკები და კაპრიზები არის ბუნებრივი, ამ ასაკის ბავშვების საყვარელი ფრაზებია: „მე არა, “ „არ ვიზავ,“ და ა.შ  მშობლები ხშირად ამ ასაკში ერთ ბავშვს ძლივს უძლებენ. თქვენ კი სამი გყავთ. ყოველ დღე უნდა ქონდეთ თქვენს შვილებს 15-20 წუთი რომელსაც მხოლოდ მასთან გაატარებთ. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს რომ დედას აქვს ცალკე დრო ყველასთვის. მაგრამ უნდა იყოს კიდევ ერთი უფროსი, რომელიც დანარჩენ ბავშვებთან იქნება ამ დროს.

თქვენ რომ დატკბეთ დედობით გჭირდებათ დრო საკუთარი თავისთვის. მოელაპარაკეთ ქმარს, მეგობრებს, მიიყვანეთ ბაღში სადაც ცოტა დროს გაატარებენ, ეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ. იცოდეთ რომ ეს საჭიროა იმისთვის რომ თქვენს შვილებს ყავდეთ ბედნიერი დედა. ამას გარდა დედობისგან სიამოვნებას იღებენ ის მშობლები, რომლებიც ბავშვებთან გატარებულ დროს აღიქვამენ როგორც თავის პირად დროს, უნდათ რომ ეს დრო ბავშვებთან გაატარონ, წაიყვანონ სხვადასხვა ადგილებში და ა.შ. ბავშვები უერთდებიან ამ სურვილს, აღარ არიან დედის მფლობელები, დედა თავად ხდება თავისი თავის და დროის მფლობელი. როცა გესმით რომ ყველაფერი რაც ხდება თქვენი სურვილით არის, სიამოვნების მომენტები გაცილებით ხშირია.

Read 2805 times
საბავშვო მულტივიტამინი
53