როგორ აისახება მშობლების სმარტფონები ბავშვებზე

საბავშვო მულტივიტამინი

ხშირად ადამიანები იმისთვის, რომ გადაიტანონ ყურადღება უამრავი საზრუნავიდან , სახლის ხმაურისგან და განიტვირთონ დროს ატარებენ სმარტფონებთან. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მშობლების ზედმეტი გატაცება ტელეფონებით ბავშვებზე არც თუ ისე კარგად აისახება.

 

პედიატრი ჯენ რადესკი, ბოსტონის სამედიცინო ცენტრის  თანამშრომელი კონსულტაციას უწევს მშობლებს ბავშვების განვითარების და ქცევის პრობლემებზე. მას აინტერესებდა როგორ მოქმედებს სმარტფონები ბავშვების და მშობლების ურთიერთობის ხარისხზე. მაგალითად ზოგმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზორი, რომელიც ჩართულია „ფონად“, მაშინაც კი როცა ბავშვი არ უყურებს, ნეგატიურად აისახება მის ფანტაზიასა და ყურადღებაზე.

ჩაატარეს კვლევა, აკვირდებოდნენ მშობლებს რომლებიც რესტორანში იყვნენ შვილებთან ერთად. უმეტეს შემთხვევაში როცა ერთი მშობელი იყო მინიმუმ ერთ ან მაქსიმუმ სამ სკოლის ასაკის ბავშვთან ერთად. უმეტესობა მშობლებისა ისე იყო ჩართული თავის ტელეფონსა და პლანშეტში, რომ არ სურდათ ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვები ცდილობდნენ მიექციათ დედის ყურადღება, რომ მას შეეხედა და ეკონტაქთა ბავშვებთან მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. მშობლები ღიზიანდებოდნენ, იწეოდნენ გვერძე და აიგნორებდნენ ბავშვებს.

ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ურთიერთობები,-  როცა ადამიანები სახეში უყურებენ ერთმანეთს. ასე ბავშვები სწავლობენ ენას, სწავლობენ საკუთარი ემოციების გაგებას და რეგულირებას. სწავლობენ საუბარის მართვას, ადამიანების მიმიკის გარჩევას და მასზე რეაგირებას. როცა ცოცხალი ურთიერთობა ბავშვებს არ ყოფნით, გამოდის განვითარების მნიშვნელოვანი მომენტები ხელიდან ეცლებათ, ამასთანავე ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ რომ კონკურენციაში უწევთ შესვლა ტექნიკასთან მშობლების ყურადღების მოსაპოვებლად.

ჯენ რადესკიმ და ამერიკული პედიატრიის აკადემიამ ერთად შეიმუშავეს რეკომენდაციები მშობლებისთვის. მშობლებს ურჩევენ ბავშვებთან საუზმის/სადილის/ვახშმის დროს გვერძე გადადონ სმარტფონები,  მოუყვნენ ბავშვებს ძილის წინ სხვადასხვა ისტორიები, წაუკითხონ წიგნები, მეტი ხარისხიანი დრო გაატარონ თავის შვილებთან.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.


 

Read 3051 times
საბავშვო მულტივიტამინი