ღირს თუ არა ბავშვების "რედაქტირება" მათი კეთილდღეობისთვის?

საბავშვო მულტივიტამინი

ყველა მომავალ მშობლებს ექიმები ურჩევენ გაიარონ სკრინინგ ტესტები, რომ თავი აარიდონ გენეტიკურ დაავადებებს. ზოგი მშობელი ბავშვის სქესსაც კი ირჩევს. მაგრამ რა მოხდება თუ შევძლებთ ავირჩიოთ, რომ ჩვენს შვილს ქონდეს დიდი სპორტული შესაძლებლობები, მუსიკალური ან მხატვრული ნიჭი, მაღალი ინტელექტი? ან გვსურს თავი ავარიდოთ გენეტიკურ წინასწარგანწყობას დეპრესიისა და აგრესიისგან? თუ გვსურს ავირჩიოთ ოპტიმალური სიმაღლე/წონა/თმის ფერი, ისეთები, რომლებიც ჩვენთვის ასოცირებულია წარმატებულ ცხოვრებასთან?

 

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმეტესობა ოცნებობს  რომ მათი შვილი იყოს ბედნიერი, ჯერ კიდევ ბავშვის ჩასახვამდე საზოგადოება ამყარებს მათზე პასუხისმგებლობას ბავშვის ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე იქამდე, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდება.

მომავალი ბავშვის გენების კონტროლი ახალ შესაძლებლობებს უხსნის მშობლებს. ცოტა ხნის წინ გამოჩენილი მეთოდები მიმართულია დეენემის კონკრეტულ უბნებზე, აშორებენ ან ცვლიან განსაზღვრულ ფრაგმენტებს , გენების რედაქტირება  განსაკუთრებით CRISPR-Cas9 ტექნოლოგიით საშუალებას აძლევს მეცნიერებს სწრაფად იმოქმედონ. მისი გამოყენება გამეტებზე გამოიწვევს ცვლილებებს, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას. ასე თეორიულად შესაძლებელი გახდება გენომის რედაქტირება და სასურველი ფრაგმენტების ჩართვა მასში.

ზოგი ბიოეთიკის სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მშობლებს არა მხოლოდ აქვთ უფლება, არამედ ვალდებულებიც არიან ბავშვს გაუზარდონ შანსები კარგი ცხოვრებისთვის. საუბარია არა მხოლოდ შესაძლო დაავადებებზე არამედ ინტელექტზეც...

ბავშვები, რომელთა წინაც მომავალში ყველა კარი ერთნაირად ღია იქნება არ არსებობენ, მაგრამ მშობლების მხრიდან კონტროლის გაზრდა უარყოფითად ხომ არ აისახება დიდების და ბავშვების ურთიერთობაზე? ყველა მშობელს შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა, მაგრამ იცის კი მშობელმა რა არის საუკეთესო მისი შვილისთვის სამყაროში, რომელიც ასეთი სისწრაფით იცვლება? ზოგ მშობელს სურს ბავშვმა აახდინოს ის ოცნება, რომლის ახდენაც თავად ვერ შეძლო. მაგრამ მოუტანს კი ბავშვს სარგებელს მშობლის ძალაუფლების ესოდენ დიდი გაზრდა? და ნუთუ მართლა ისეთი დაკავებულები ვართ, რომ ვერ ვპოულობთ საშუალებას ვნახოთ როგორი იმედები, ნიჭი და ამბიციები აქვს ბავშვს?

რა თქმა უნდა წარმატება გარანტირებული არ არის. შეიძლება ბავშვს ქონდეს მუსიკალური ნიჭი, მაგრამ თუ მას კატეგორიულად არ სურს მეცადინეობა ეს ნიჭი ვერასოდეს განვითარდება. მშობლები, რომლებიც გადაიხდიან თანხას კონკრეტულ გენეტიკურ ნიშნებში, ელიან მაღალ შედეგებს და თუ ბავშვი არ გაამართლებს მათ მოლოდინს ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდებში დისკომფორტი და კონფლიქტი თაობებს შორის.

გარკვეული კომპანიები უკვე სთავაზობენ პოტენციურ კლიენტებს გენომის სკანირებას და დეენემის ტესტირებას კონკრეტული გენეტიკური თავისებურებების გამოსავლენად. ჯერ საუბარია ონკოდაავადებების პოტენციური რისკის გამოვლენაზე და ალცჰეიმერის დაავადებაზე. მაგრამ თუ გენების რედაქტირება შეიძლება, კომპანიები დააკმაყოფილებენ პაციენტების ნებისმიერ მოთხოვნას.   

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Read 3324 times
საბავშვო მულტივიტამინი