სკოლის დილემა: - რომელი მხარე განვუვითაროთ ბავშვებს?

საბავშვო მულტივიტამინი

სკოლის წლებს ზოგი სიამოვნებით იხსენებს ზოგს კი სულ არ უნდა გახსენება...



ადამიანები ინდივიდუალურები არიან, ერთს ერთ სფეროში აქვს შესაძლებლობები, მეორეს სხვა სფეროში. სკოლის სისტემა მოითხოვს რომ ბავშვმა ყველა საგანი ერთ დონეზე ისწავლოს. იმ საგნებს, რომლებიც ბავშვს ეხერხება უყვარს და სიამოვნებით პლიუს მოკლე დროში ასრულებს დავალებებს შედარებით ნაკლები დრო ეთმობა, ის საგნები კი რომელიც არ მოსწონს ან არ აინტერესებს ეძნელება და დიდ დროს ხარჯავს მათ სწავლაში, ითვისებს ნელა...

საბოლოო ჯამში გამოდის ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ხარჯავს იმ საგნების სწავლაში, რომელიც არ ეხერხება. გამოდის რომ იმის ნაცვლად, რომ განავითაროს თავისი ძლიერი მხარეები, რომელთა გასავითარებელი მოტივაცია აქვს რადგან აინტერესებს, ბავშვი უმეტეს დროს ხარჯავს იმ საგნების სწავლაში რაც არ გამოსდის, რადგან ასეთია სკოლის მოთხოვნები.

ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც ეხერხებათ მათემატიკა, 10წუთში წერენ საკონტროლო წერას და დარჩენილი დრო სხვებს ეხმარებიან ძალიან უჭირთ ჰუმანიტარული საგნები. ასეთ ბავშვებს სთხოვენ უკეთ ისწავლოს ჰუმანიტარული საგნები და ხშირად ატარებენ მასწავლებლებთან მოსამზადებლად , ბავშვს ისღა დარჩენია ნაკლები დრო მოანდომოს საყვარელ საგანს.

ჩემს ნაცნობს ყავს ბავშვი, რომელსაც დიდი ნიჭი აქვს ხელოვნებაში, შეუძლია ხატოს საათობით, ააწყოს რთული კონსტრუქციები და ეს არ ბეზრდება რადგან ძალიან დაინტერესებულია, მაგრამ მათემატიკა და ქართული დიდად არ აინტერესებს და არც გამოდის, მშობლებმა მასწავლებელი დაუქირავეს და აბა თუ მიხვდებით რა საგნებში? დიახ დიახ ქართულსა და მათემატიკაში. ყველაზე საშინელი ის არის რომ არასწორი საქციელით შეიძლება ბავშვში ჩავკლათ მოტივაცია იმისი რაც უნდა და უყვარს.

არ არის საჭირო იყოს ათოსანი, ბევრი ხუთოსანი (ჩვენ დროს ჯერ კიდევ არ იყო ათბალიანი სისტემა) ვიცი, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს. და ამისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ განავითარეს თავისი სუსტი მხარეები და არა ძლიერი. მე მინდა ჩემმა შვილებმა იპოვონ ის საქმე, რომელიც მართლა აინტერესებთ, რომელიც კარგად გამოუვათ და რომელსაც სიამოვნებით გააკეთებენ ხანგრძლივი დროის მანძილზე.

ბავშვების უმეტესობას აქვს ნიჭი რომელიმე სფეროში. პრობლემა იმაშია რომ უმეტესობა დიდ დროს უთმობს სუსტი მხარეების ამოქაჩვას და აიგნორებენ ძლიერ მხარეებს. ასე რომ მშობლებო დაეხმარეთ თქვენს შვილებს, დაუქირავეთ მასწავლებელი იმ საგნებში რომლებიც მოსწონს და აინტერესებს და თქვენი შვილი ოდესღაც ბედნიერი და წარმატებული ადამიანი იქნება, რომელსაც ექნება საყვარელი საქმე...

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

Read 2556 times
საბავშვო მულტივიტამინი