ცუდი მაგალითი გადამდებია?

საბავშვო მულტივიტამინი

სინამდვილეში ცუდი კი არა ემოციური.
სწორედ ამიტომ მამის ვარჯიშს, ან დედის სახლის ლაგებას მოსაწყენს და ერთფეროვანს ბავშვები არ ბაძავენ. მაგრამ როცა დედა ელაპარაკება მეგობარს ტელეფონზე ან მამა ემოციურად გულშემატკივრობს რომელიმე სპორტულ გუნდს შვილებს სწორედ ამ დროს უნდებათ მოიქცნენ ასე ან მსგავსად მაინც.



ცუდი სიტყვა, რომელიც წამოგცდათ თუ რაიმე იტკინეთ დიდი ემოციური მუხტით იქნა წარმოთქმული, ამის შემდეგ ძალიან  მშვიდად აუხსნით ბავშვს რომ შემთხვევით თქვით ცუდი სიტყვა, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ბავშვი მაინც ყურადღებას გაამახვილებს იმ სიტყვებზე რომლებშიც ვიღაცის დედას ახსენებთ.

თუ გსურთ, რომ ბავშვმა გადაიღოს თქვენი დადებითი ქცევის მოდელი(დაალაგოს ნივთები ადგილზე როგორც დედამ, ივარჯიშოს როგორც მამამ), ეს მოქმედებები შეასრულეთ ემოციურად, მხიარულად. ჩართეთ ბავშვების საყვარელი მუსიკა, იმოძრავეთ ენერგიულად, როცა ალაგებთ სახლს ან ვარჯიშობთ.

გააკეთეთ რამე მიუღებელი ბავშვის თანდასწრებით? მაშინვე გააკეთეთ რამე კარგი და ჩადეთ ამაში რაც შეიძლება მეტი ემოცია. უცენზურო სიტყვა თქვით? იმღერეთ სასაცილო სიმღერა, შემთხვევით დაგინახა სიგარეტით? ბავშვთან ერთად გაუშვით საპნის ბუშტები. მაგრამ ეს ჭრის მხოლოდ იშვიათად. თუ ასე მოიქცევით გამუდმებულად, აღარ იმოქმედებს.

შეურჩიეთ მულტფილმები, ცნობილია რომ „ტომი და ჯერის“ გამოჩენის შემდეგ ამერიკაში მკვეთრად გაიზარდა ბავშვების სასტიკი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. ბავშვს შეიძლება მოეწონოს ჯერის ქცევა როცა ფისუნიას თავში ურტყამს ჩაქუჩს, რომელსაც მალე უვლის კოპი, მაგრამ რეალობაში ხომ სულ სხვა რამ მოხდება.

არ დატოვოთ 2-7 წლის ასაკის ბავშვი მარტო ტელევიზორთან, ან მიუჯექით გვერდით და კომენტარები გააკეთეთ იმის შესახებ რასაც უყურებს ან აყურებინეთ იმ მულტფილმებს, რომლებშიც იცით რა ხდება. თუ მაინც დაინახავს სასტიკ სცენებს აუხსენით რომ სინამდვილეში ცხოველს სტკივა და ცოდოა.

ჩხუბი მოგივიდათ დაქალთან ყვირილით და ცრემლებით? იპოვეთ ძალები საკუთარ თავში ბავშვის თვალწინ შეურიგდეთ და გახსოვდეთ თუ ბავშვის თანდასწრებით ემოციურად გაარჩევთ ურთიერთობებს, ის გადაიღებს თქვენს სტილს თანატოლებთან ურთიერთობაში. და იმის ნაცვლად რომ მშვიდად შესთავაზოს სათამაშოების გაცვლა ან თამაშის სიუჟეტი დაიწყებს ყვირილს, ფეხების ბაკუნს და ტირილს.

არ გამოგდით თავის შეკავება? მაშინ ბავშვების თანდასწრებით მაინც ნუ დაიხარჯებით ემოციურად. ან გააკეთეთ ეს ჩურჩულით, რაღაც მომენტში ეს სასაცილო გახდება და ჩხუბიც ხუმრობის სახეს მიიღებს.

Read 2115 times
საბავშვო მულტივიტამინი