ბავშვის აღზრდის 15 ოქროს წესი

საბავშვო მულტივიტამინი

1) უპირობოთ მიიღეთ ბავშვი, გიყვარდეთ არა იმიტომ, რომ ლამაზია, ჭკვიანია, ნიჭიერია, კარგად სწავლობს, გეხმარებათ და ა.შ , არამედ ისე, უბრალოდ, მხოლოდ იმისთვის რომ არსებობს.

2) არ ჩაერიოთ იმ საქმეში, რომელსაც ბავშვი აკეთებს, თუ არ გთხოვათ დახმარება. თუ არ ჩაერევით ეს იქნება თქვენი რწმენა მისდამი.

3) თუ ბავშვს უჭირს და მზად არის მიიღოს თქვენი დახმარება, აუცილებლად დაეხმარეთ. ამავდროულად საკუთარ თავზე აიღეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც არ შეუძლია, დანარჩენის გაკეთება მას მიანდეთ. როცა ბავშვი აითვისებს ახალ მოქმედებებს ნელ-ნელა გამოეცალეთ და გადააბარეთ მთლიანად ეს საქმე.

4) ხვალ ბავშვი თვითონ გააკეთებს იმას, რასაც დღეს დედასთან ერთად აკეთებდა, სწორედ იმის წყალობით, რომ ამას აკეთებდა დედასთან ერთად.

5) თანდათან მთლიანად გადაეცით პასუხისმგებლობა პირად საქმეებზე.

6) ბავშვის პიროვნება და შესაძლებლობები ვითარდება მხოლოდ იმ საქმიანობაში, რომელსაც თავისი სურვილით და სიამოვნებით აკეთებს.

7) არ არსებობს სიტუაცია, როცა შეიძლება ბავშვის ცემა. პატივი ეცით მას როგორც პიროვნებას.

8) შეიძლება გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება ბავშვის ცალკეული ქმედებებით, მაგრამ არ უნდა გამოხატოთ ბავშვით უკმაყოფილება. შეიძლება განსაჯოთ მისი საქციელი, მაგრამ არა მისი გრძნობები, რაც არ უნდა არასასურველი მოგეჩვენოთ ისინი. უკმაყოფილება ბავშვის ქმედებებით არ უნდა იყოს სისტემატიური, თორემ ეს გადაიზრდება ბავშვის მიუღებლობაში.

9) ჩაეხუტეთ  დღეში რამდენჯერმე. ოთხი ჩახუტება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში, იმისთვის კი, რომ ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს საჭიროა დღეში 8 ჩახუტება. ეს ჭირდება ბავშვსაც და ზრდასრულ ადამიანსაც.

10) მოიფიქრეთ რამდენიმე საქმიანობა, ოჯახური საქმე ან ტრადიცია, რომლებიც შექმნის სიხარულიან ატმოსფეროს. ისე რომ ეს საქმიანობა იყოს რეგულარული, რომ ბავშვი ელოდებოდეს და იცოდეს, რომ აუცილებლად გააკეთებს სასიამოვნო რამეს, გადადეთ ეს საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ძალიან ცუდად მოიქცა.

11) ბავშვის საუკეთესო სასჯელია მოაკლოთ ის კარგი რაც უყვარს და არა ის რომ რამე უარყოფითი გაუკეთოთ.

12) ბავშვებს ჭირდებათ მოძრაობა, ნივთების გამოკვლევა, საკუთარი ძალების მოსინჯვა. ამის დაშლა იგივეა რომ მოინდომოთ წყალუხვი მდინარის დაგუბება. ჯობია მიმართოთ ის საჭირო მიმართულებით.

13) ბავშვებს ჭირდებათ წესრიგი და ქცევის წესები. ასე მათ უადვილდებათ ცხოვრება, უჩნდებათ უსაფრთხოების გრძნობა.

14) ბავშვი თავს კარგად გრძნობს, როცა ესმით მისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  სიახლეების გამოკვლევაში თავისუფლება და ახალი შთაბეჭდილებების მიღება. ბავშვი სინჯავს თავის შესაძლებლობებს, ნელ ნელა უმატებს ზღვარს. როცა პატარაა უნდა რაც შეიძლება მაღლა ავიდეს ხეზე, რომ გაიზრდება სახლისგან მოშორებით უნდა თამაში, უფრო რომ გაიზრდება სახლში ჩვეულზე გვიან დაბრუნება...ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იქცევიან მშობლები. ლექციები და აკრძალვები აქ უძლურია.

 

15) ყველაფერი, რისი შეცვლაც ბავშვებში გვსურს უნდა შევამოწმოთ, შეიძლება ეს სწორედ ისაა რისი შეცვლაც პირველ რიგში საკუთარ თავშია საჭირო.

Read 3708 times
საბავშვო მულტივიტამინი
158