ვინ იქნება მზრუნველი მამა?

საბავშვო მულტივიტამინი

შვებულება ახალშობილთა მამებისთვის შედარებით ახალი მოვლენაა და ამიტომ ცოტა ვიცით იმის შესახებ თუ როგორ მოქმედებს ეს სიტუაცია ბავშვებზე. მიუხედავად ამისა საინტერესო მონაცემები უკვე გვაქვს. ნორვეგიელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომელთა მამებმა აიღეს შვებულება და იყვნენ ბავშვების გვერდით მათი სიცოცხლის პირველ პერიოდში, უკეთესად სწავლობენ სკოლაში. განსაკუთრებით ეს ეხება გოგონებს.



სხვა კვლევაში მამებს დაუსვეს კითხვები მათ ძირეულ მშობლიურ მოვალეობებზე, მაგალითად უკითხავენ თუ არა ბავშვებს ზღაპრებს და ეხმარებიან თუ არა კბილების გახეხვაში. ამ მხრივ ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთნაირი სიტუაცია აქვთ, ყველა ქვეყანაში მამების 50%ზე ნაკლები იღებს მონაწილეობას ბავშვის ყოველდღიურ მოვლაში. მეცნიერებმა თავიდან ივარაუდეს, რომ ეს აქტივობა დამოკიდებული იყო შემოსავლებზე და განათლების დონეზე. მაგრამ მერე გაირკვა რომ ის მამები ეხმარებოდნენ დედებს ბავშვის აღზრდაში დიდი მონდომებით ვინც აიღო შვებულება რათა ყოფილიყო ბავშვთან მისი სიცოცხლის პირველ დღეებში. ათიდან ხუთმა მამამ თქვა რომ უცვლიან ბავშვებს პამპერსებს, ამ ხუთს შორის ბევრი იყო ისეთი ვინც აჭმევდა, აცმევდა, აბანავებდა ბავშვებს და თამაშობდა მათთან ერთად.

ამას გარდა, ჩვევები რომლებიც უყალიბდებათ მამებს ბავშვის ყოლის პირველ წელს შემდგომში უმყარდებათ. ის მამები ვინც უვლიდა ახალშობილს 2წლის მერეც მეტ დროს უთმობდნენ ბავშვს, ვინც ისინი რომლებიც არ უვლიდნენ თავიდანვე. როცა ბავშვი წამოიზრდებოდა, მამები ბავშვის მოვლიდან გადაერთვებოდნენ მისი სწავლების პროცესში.

იქნებ „აქტიური მამობის“ მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ეს მამაკაცები თავიდანვე თავისი ხასიათის მიხედვით იქცეოდნენ ასე? იქნებ ისინი მეტად ერთგულები არიან და  ამიტომ არიან მზად გამოუცვალონ საფენები ან გადაიკითხონ 20ჯერ ბავშვის საყვარელი ზღაპარი? კვლევებით შეამოწმეს ეს ვერსიაც.

გაარკვიეს რომელი მამა იღებდა აქტიურ მონაწილეობას მეუღლის ორსულობის დროს ბავშვისთვის მზადების პროცესში და ვინ ესწრებოდა მშობიარობას, ჰიპოთეზა აღმოჩნდა მცდარი. ისინი ვინც გაეცნო საჭირო ლიტერატურას ბავშვის დაბადებამდე და დაესწრო მშობიარობას, ამისდა მიუხედავად არ იყვნენ მზრუნველები ბავშვის დაბადების მერე. გამონაკლისს წარმოადგენენ მხლოდ ის მამები ვინც  იღებდა აქტიურ მონაწილეობას ბავშვის მოვლაში მისი დაბადების პირველ პერიოდში.

სამწუხაროდ ახალგაზრდა მამებისთვის განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხანმოკლე და მცირე შემოსავლიანი შვებულება აქვთ. ამიტომაც ბავშვებთან დროს ხშირად ატარებენ შედარებით ასაკიანი მამები, ვისაც აქვს საკუთარი სახლი და საკუთარი საქმე. ანუ ვინც უკეთ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი.

Read 3235 times
საბავშვო მულტივიტამინი
158