„დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა“, „უნდა მივცეთ მას თავისუფლება და თავად მიხვდება რა არის სწორი“, როგორ ვიპოვოთ ბალანსი სიმკაცრესა და სირბილეს შორის? და რას გვიქადის უკიდურესობები აღზრდაში?

იცით რა არის თქვენი შვილისთვის ყველაზე მთავარი? იცნობთ მის საიდუმლო სამყაროს და მის ფასეულობებს? დარწმუნებული ხართ რომ პასუხია „კი“ ?

სასკოლო გარდერობი ბიჭებისთვის
ბიჭები როგორც წესი ძალიან აქტიურები არიან, ამიტომ აირჩიეთ სტრეიჯი მყარი ნაჭრის შარვლები.

ვასწავლოთ ბავშვს როგორ მოეპყროს ფულს.

1. ჯიბის ფული ბავშვს უნდა მივცეთ 5-6 წლიდან. ფსიქოლოგები გვირჩევენ განვსაზღვროთ კონკრეტული ოდენობა ასაკის და ოჯახის ფინანსური მდგომარეობის მიხედვით და იმდენი მივცეთ ბავშვს. ყოველწლიურად გავზარდოთ ბავშვისთვის მისაცემი ჯიბის ფულის რაოდენობა.

სათამაშოები ჩვენი ბავშვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სათამაშოები ეხმარება ბავშვს განვითარდეს და შეიცნოს საყარო. ამიტომ ჭკვიანი მშობლები სათამაშოს არჩევის დროს ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ სარგებელს და იმას რამდენად მხიარულია ნივთი, ასევე ცდილობენ არ გადააჭარბონ სათამაშოების რაოდენობაში.

გთავაზობთ მიზეზებს, რატომ არის კარგი სათამაშოების ზომიერი რაოდენობა თქვენი ბავშვისთვის:

ვიტამინები არის სიცოცხლე. მათ გარეშე ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფუნქციონირება, ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვულ სისტემას, სისხლის მიმოქცევის სისტემას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, რეპროდუქციულ სისტემას, თავის ტვინს და ძვლოვან სისტემას. ვიტამინების ყოველდღიური, რეგულარული მიღება გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.


ვიტამინების მნიშვნელობამ იმატა ცივილიზაციის ზრდასთან, ეკოლოგიური გარემოს გაუარესებასთან  და ფსიქოლოგიურ დაძაბულობასთან ერთად. ამას თან ერთვის პროდუქტებში ვიტამინების შემცველობის დაქვეითება. ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინების მიღებას მაშინ, როცა ეს განსაკუთრებით სჭირდება.

ვიტამინი წარმოადგენს ორგანულ ნაერთს რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და საჭიროებს მას მცირე რაოდენობით.

ვიტამინს მაშინ უწოდებენ ვიტამინს, თუ ორგანიზმს სათანადო ოდენობით მისი სინთეზი თვითონ არ შეუძლია და უნდა მიიღოს კვების ან მედიკამენტური სახით.

ვიტამინი შეიძლება იყოს ვიტამინი ადამიანისთვის მაგრამ არა სხვა ცხოველისთვის.

დღეისთვის ცნობილია ცამეტი ვიტამინი.  რომლებიც კლასიფიცირდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. 

ვიტამინებს წარმოადგენს:

  • A ვიტამინი -რეტინოლი.
  • B1 - თიამინი
  • B2 - რიბოფლავინი
  • B3 - ნიაცინი
  • B5 - პანტეთონის მჟავა
  • B6 - პირიდოქსინი
  • B7 - ბიოტინი
  • B9 - ფოლის მჟავა
  • B12 - ციანოკობალამინი
  • C - ასკორბინის მჟავა
  • D - ქოლეკალციფეროლი.
  • E - ტოკოფეროლი
  • K - ფილოქინონი

ვიტამინები მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.  მხედველობისთვის,   კანისთვის, ძვლებისთვის, კუნთებისთვის, გონებრივი და ნერვული სისტემის განვითარება და შენარჩუნებისთვის. ასევე იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზრდის პროცესში, ანუ ბავშვებში, თუმცა ზრდასრულებშიც რჩება მნიშვნელოვან საკვებ კომპონენტად.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

 

ვიტამინი A ბეტა-კაროტინი, რეტინოლი

ნორმა:

  • ქალები - 2,4 მგ;
  • მამაკაცები - 3 მგ.

პირველი ვიტამინი იყო აღმოჩენილ ვიტამინებს შორის. ვიტამინი A  ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი მხედველობისთვის, კანის, თმების, ცხვირის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსისა  ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აგრეთვე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცებას.

ვიტამინი A-ს შეიცავს ნარინჯისფერი და ყვითელი ბოსტნეული და ხილი, მუქ-მწვანე ფოთლებიანი ბოსტნეული, რძე, კარაქი. ვიტამინი A ინახება ორგანიზმში დიდხანს, მისი ნაკლებობა ხდება თავის ტკივილის, მხედველობის პრობლემების, ღებინების, გულისრევის, მშრალი, აქერცვლადი კანის, ღვიძისა და ელენთის გადიდების მიზეზი.