10 კარგი რჩევა მათთვის, ვინც ოცნებობს ბედნიერების პოვნაზე ინტერნეტის საშუალებით.

1. ნაკლები იფიქრეთ
თქვენ გამოცდაზე არ ხართ. დაიწყეთ მიმოწერა ადამიანთან რომელიც მოგწონთ ან უპასუხეთ მის გზავნილს ისე, რომ არ იფიქროთ „სწორ“ პასუხებზე, ნუ დაიწყებთ აქტუალური თემის ძებნას საუბრისთვის, იყავით ის ვინც ხართ. საუბრის დაწყება შეიძლება ნებისმიერ თემაზე, გარშემომყოფებზე, საკუთარ თავზე , მის რომელიმე სურათზე. საუბრის თემა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის როგორც ემოციები, რომელსაც უზიარებთ ერთმანეთს. გახსოვდეთ: ფლირტი არ გავალდებულებთ არაფერს, ის მხოლოდ თქვენს ინტერესს და ახალი ურთიერთობისთვის მზაობას გამოხატავს.

2. ნუ გაწელავთ საუბარს
ისაუბრეთ მოკლეთ და მარტივად, ტექსტში შეიძლება იყოს ემოციები, მაგრამ სიტყვებითაც უნდა გამოხატავდეთ ემოციებს, ბუნებრივია დადებითს, იყავით თბილი და ბუნებრივი.

3. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში
ისაუბრეთ იმაზე რაც გიყვართ და რაშიც ერკვევით. თუ ეს თქვენს მოსაუბრეს არ აინტერესებს მოუყევით რამე ემოციური(დადებითი) მომენტი თქვენი ცხოვრებიდან. თუ ისევ არ დაინტერესდა დაუსვით კითხვები, ასე შეძლებთ მის უკეთ გაცნობას და გაგებას თუ რა აინტერესებს მას.

4. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სექსუალობაზე
თავიდან შეიძლება ეს ძალიან უხეშად გამოვიდეს, რაც ყველანაირ რომანტიულ განწყობას გაანადგურებს. მსუბუქად შეიძლება შეეხოთ ამ თემას მაგრამ ნუ ჩაუღრმავდებით. ნუ დაიწყებთ საუბარს დეტალებზე. იყავით გულღია და საკუთარ თავში დარწმუნებული ეს მიმზიდველობის ფორმულაა.

5. არ იჩქაროთ
დასაწყისში თავი შეიკავეთ პირადული კითხვებისგან. ნუ მოუყვებით თქვენს მძიმე ბავშვობაზე როცა ეს-ესაა იწყებთ ურთიერთობას. სულისშემძვრელი ამბები ანადგურებს იმ სიმსუბუქეს და სილამაზეს რაც არის ურთიერთობის დასაწყისში. შეგიძლიათ ისაუბროთ ძაღლზე, კატაზე, საყვარელ წიგნზე, ღვინოზე, ქალაქზე... იყავით საინტერესო და მხიარული, გაუკეთეთ კომპლიმენტები და წაიყვანეთ დიალოგი, ყურადღებით წაიკითხეთ მისი პასუხები.

6. იყავით გულუხვი შექებაში
კომპლიმენტები ღია ფლირტის სიგნალია, მთავარია გულწრფელი იყოთ. ადამიანებს უყვართ შექება, უცნობი ადამიანებისგანაც კი. „რა ლამაზი ღიმილი გაქვთ“, „ვაუ, აი ესაა ავტომობილი“ , „რა საყვარელი ძაღლი გყავთ“... დამტკიცებულია რომ ასეთ კომპლიმენტებს თანამოსაუბრის ღიმილი და დადებითი განწყობა მოყვება.

7. დაემშვიდობეთ თუ არ გაინტერესებთ
დააკვირდით იმას ორმხრივია თუ არა თქვენი ინტერესი. დასაწყისი უნდა იყოს მსუბუქი და საინტერესო. თუ არ მოგწონთ უკან დაიხიეთ. თუ გრძნობთ სიხარულს და გინდათ ამ ადამიანთან ლაპარაკი, ელაპარაკეთ მას. თუ შეამჩნევთ რომ დროს ტყუილად კარგავთ, შეწყვიტეთ მიმოწერა.

8. არ გადააჭარბოთ ხუმრობაში
ნუ ეცდებით გონებამახვილურად იხუმროთ ხშირად. ფლირტი საინტერესო, სასიამოვნო, აღმგზნები რამ არის და არა სასაცილო. ფსიქოლოგების აზრით უმიზეზო სიცილი ნერვულ-სტრესული მდგომარეობაა. დაფიქრდით რა გიბიძგებთ ხუმრობისკენ? მართლა გინდათ ურთიერთობა ამ კუთხით წაიყვანოთ?

9. გჯეროდეთ წარმატების

გადადეთ ტელეფონი, ღრმად ჩაისუნთქეთ და გააცნობიერეთ: ის ბედნიერი ადამიანია რადგან თქვენ ეურთიერთებით. სერიოზულად. დაიმახსოვრეთ ეს და ყოველი ფლირტის წინ გაიმეორეთ რამდენჯერმე.

10. ნუ დაგეგმავთ ქორწილს

ნუ დაიწყებთ სერიოზულ ურთიერთობაზე ოცნებას, როცა ადამიანს კერ კიდევ არ იცნობთ კარგად, ნუ გაართულებთ სიტუაციას, თორემ თავს დაძაბულად იგრძნობთ. თუ ის დაინტერესებული არ არის გულს ნუ იტკენთ, გარშემო უამრავი ადამიანია. ფლირტის დროს თქვენ ხსნით საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობებისთვის და ურთიერთობისთვის, და რას მოიტანს ეს ურთიერთობა დრო გაჩვენებთ...

წარმატებებს გისურვებთ...

როგორ უნდა მიხვდეთ თუ მამაკაცი თქვენს მიტოვებას აპირებს?
თქვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა, ზოგჯერ გეჩვენებათ რომ თქვენს წინაშე ახლობლი ადამიანის ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანია. ეს შეიძლება იმის ნიშანია რომ მალე ის გაქრება თქვენი ცხოვრებიდან და შეიძლება უსიტყვოდაც, თუ არ იცის როგორ გელაპარაკოთ იმაზე, რაც არ მოსწონს. თუ გსურთ მოიგოთ დრო და მოაგვაროთ ურთიერთობა , ყურადღება გაამახვილეთ იმ ნიშნებზე, რომელსაც ის გაწვდით თავისი ქცევებით.

გრძნობების პიკზე ღალატი წარმოუდგენლად გვეჩვენება. მაგრამ გადის დრო და არასასურველი ფიქრები და სურვილები(ასევე ეჭვები) სულ უფრო და უფრო ხშირად მოგვდის თავში. ფსიქოთერაპევტები გვთავაზობენ რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ ურთიერთობის გამყარებასა და ცდუნებების თავიდან აცილებაში.

 

ახალი წელი კარგი დროა ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. Power.ge მოგითხრობთ როგორ შეხვდეთ ახალ სიყვარულს და განეწყოთ  ბედნიერი ურთიერთობისთვის 2016 წელს...