ტეტანუსის ვაქცინა

ტეტანუსის ვაქცინა შედგება  დეაქტივირებული ტეტანუსის ტოქსინისგან, რომელიც არის იმუნოგენური, მაგრამ არა პათოგენური და გამოიყენება ტეტანუსის  პრევენციისთვის.  თავის მხრივ ტეტანუსი წარმოადგენს ინფექციას, რომელიც ხასიათდება კუნთების სპაზმით. თვიდან სპაზმი იწყება  ქვედა ყბით და ვრცელდება  მთელს ორგანიზმში.  სპაზმის და კუნთების შეკუმშვის ხანგრძლივობა  რამდენიმე წუთი გრძელდება და  ვითარდება რამდენიმე საათიანი სიხშირით. კრუნჩხვები ვითარდება ინფიცირებიდან  3-20 დღეში. ტეტანუსის გამომწვევია ბაქტერია კლოსტრიდიუმ ტეტანი.   რომლით ინფიცირებაც შეიძლება მოხდეს  კანის დაზიანების შემთხვევაში.  თუ  ჭრილობასთან კონტაქტში მოვიდა ტეტანუსის ბაქტერიით ინფიცირებული საგანი/მატერია.  ტეტანუსის ბაქტერიები ხშირად არის: მიწაში, ზოგჯერ მტვერში,  ცხოველის ნაკელში.  ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუნთების შეკუმშვას და სიმპტომებს. ეს დაავადება ადამიანებს შორის არ ვრცელდება.  ტეტანუს ლეტალურ დაავადებად მიიჩნევა.

 

ინფექციის პრევენცია შესაძლებელია ტეტანუსის ვაქცინით, როდესაც ჭრილობა  დიდი და ღრმაა და ტეტანუსის მაღალი რისკია გამოიყენება  ტეტანუსის იმუნო გლობულინები იმუნიზაციასთან ერთად (ინტრავენურად) . კუნთების სპაზმის კონტროლისთვის გამოიყენება მიორელაქსანტები . ზოგ შემთხვევაში სჭირო ხდება სუნთქვის ხელოვნური კონტროლი.

განვითარებულ ქვეყნებში ტეტანუსი იშვიათია  მაგალითად ამერიკაში   1966 წლიდან მოყოლებული  2009 წლამდე ტეტანუსის მხოლოდ 29 შემთხვევაა დაფიქსირებული.  

ტეტანუსის ვაქცინა ზოგჯერ ეფექტურია  ათწლეულების განმავლობაში   მინიმალური ეფექტი კი  დაახლოებით 10 წელი მაინც გრძელდება

ტეტანუსის ვაქცინის გვერდითი ეფექტები:

  • ცხელება,
  • სიწითლე
  • ინექციის ადგილის შეშუპება, სიმაგრე და ტკივილი მის გარშემო.
  • ზოგ შემთხვევაში ძლიერი ტკივილი და შეშუპება მოიცავს მთლიანად ზედა კიდურს.
  • სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს: ანაფილაქსური შოკი, ურტიკარია, ართრალგია, ნეფროზი  (გვერდითი ეფექტებისგან ლეტალური გამოსავალი აღწერილი არ არის).

ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი ეფექტები.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 15767 times