კრეატინი მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ დაშვებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და დოპინგად არ ითვლება.
კრეატინის სხვა გამოყენებები:
- გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით)
- დეპრესია
- ბიპოლარული აშლილობა
- პარკინსონის დაავადება
- თვალების დაავადებები
- რევმატოიდული ართრიტი
- გვერდით ამიოტროფული სკლეროზი
საშუალო ამერიკელი ყოველ წლიურად დაახლოებით 4 კგ კრეატინს მოიხმარს.
კრეატინის მიღებას მეტი ეფექტი აქვს ვეგეტარიანელებში, ვიდრე იმ ადამიანებში ვისთანაც მისი დონე ისედაც ნორმალური ან მაღალია. ვინაიდან კუნთებს მხოლოდ განსაზღვრული კრეატინის დონის გამოყენება და შეკავება შეუძლიათ, ამიტომ დოზის მატებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
სამედიცინო კვლევებით მიიჩნევა რომ: 20 გ კრეატინი 5 დღის განმავლობაში ეფექტურია ვარჯიშის დროს მეტი ენერგიისთვის. აუმჯობესებს ენერგიას და შესრულებას. ანაერობული ვარჯიშების დროს 60 წლამდე ადამიანებში.
თუ ადამიანს აქვს კრეატინის დეფიციტი ( შესაბამისი მეტაბოლური დაავადება ) ის შეიძლება გამოიხატებოდეს გონებრივი ჩამორჩენით, აუტიზმით< გულყრებით. ამ შემთხვევაშიც კრეატინის მიღება აუმჯობესებს მდგომარეობას.
დოზირება
- 20 გრამი დღეში 5 დღე.
- 9 გრამი დღეში 6 დღე
- ან 3 გრამი დღეში 28 დღე.
- გულის უკმარისობისას 20 გრამი დღეში 5-10 დღე.