ბიოტინი
ბიოტინი წარმოადგენს ვიტამინს, რომელიც მცირე ოდენობით არის საკვებში.
ბიოტინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, ორსულობის დროს, მილით კვების დროს და წონაში სწრაფი კლებისას.
ბიოტინი გამოიყენება, თმის ცვენის შესაჩერებლად, მსხვრევადი ფრჩხილების სამკურნალოდ, სებორეული დერმატიტის, დიაბეტის და დეპრესიის დროს.
ბიოტინი მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ფერმენტული სისტემისთვის.
ბიოტინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური სიმპტომები. მათ შორის შეიძლება იყოს ჰალუცინაციაც.
ბიოტინის მიღება ეფექტურია ბიოტინის დეფიციტის დროს.
ასევე დადასტურებულია, რომ ეფექტურია სებორეული დერმატიტის დროს (კანის სიწითლე ბავშვებში/ახალშობილებში)
სხვა შემთხვევებში ბიოტინის ეფექტურობა დადასტურებულ არ არის.
ბიოტინის მიღებას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს.
დოზირება
ბიოტინი ზრდასრულებში მიიღება 30 მიკროგრამი დღეში