ჰალიტოზს აძლიერებს
- მოწევა
- ალკოჰოლის მიღება
- ზოგიერთი წამალი
- კარიესი
- სისტემური დაავადებები
- დიაბეტი
- ღრძილების დაავადება.
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ჰალიტოზს ამცირებს, თუმცა ის მაინც რჩება. ჰალიმეტრი წარმოადგენს მოწყობილობას, რომლითაც ხდება გაზომვა თუ რა სიძლიერით აქვს ადამიანს ჰალიტოზი. ის ძირითადად ზომავს გოგირდის შემცველობას ამონასუნთქში.
ხახვს და ნიორს შეუძლიათ გამოიწვიონ გოგირდის მომატება და ჰალიტოზი რომელიც მიღებიდან 2 დღის განმავლობაში გრძელდება.
სწორი ორალური ჰიგიენა - სტომატოლოგების რეკომენდაციით ადამიანმა დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა გაიხეხოს კბილები, თუ შესაძლებელია ყოველი კვების შემდეგ. ასევე აუილებელია ენის გაწმენდა, ან ჯაგრსით, ან სპეციალური საწმენდით.
ჯაგრისი უნდა შეცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ. სასურველია ინტერდენტალური საწმენდის ან კბილების ფლოსის (ძაფი) გამოყენება.
უშაქრო საღეჭი რეზინი ამცირებს ცუდ სუნს, ვინაიდან ზრდის ნერწყვის რაოდენობას. ასევე კარგია საკვების მიღების შემდეგ, როცა არ არის კბილების გამოხეხვის საშუალება.
ზოგიერთ საღეჭ რეზინს დამატებული აქვს სუნის საწინააღმდეგო კომპონენტები მენთოლი, პიტნა და სხვა.
არსებობს ცუდი სუნის გაქრობის ხალხური საშუალებები. მაგალითად ოხრახუში, დარიჩინი, ხის ფისი, კამას თესლი.
სხვა მხრივ ჯანმრთელი ღრძილების და სუნთქვის შენარჩუნებას შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი. მოწევის თავის დანებებით, ბევრი წყლის სმით, ალკოჰოლის მიღების შემცირებით.