კისრის ტკივილი

 

კისრის ტკივილი ადამიანების  თითქმის 80 % აქვს განცდილი ცოვრებაში ერთხელ მაინც.   შემთხვევების უმეტესობა  სრული გამოჯანმრთელებით სრულდება 10 % კი გადადის ქრონიკულ ფორმაში.

თუ თქვენ დილის ცხრიდან საღამოს  5 მდე (ან 6 )  მუშაობთ და კომპიუტერის წინ გიწევთ ხშირად ყოფნა, მაშინ თქვენთვის უცხო არ ინება კისრის ან მხრის ტკივილი.  დისკმოფორტი შეიძლება იყოს სუსტიდან ძლიერამდე.  მოძრაობა შეიძლება აძლიერებდეს ან იწვევდეს ტკივილს.  

კისრსის ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია მოძრაობისას, რომ ადამიანს ურჩევნია კისრის იმობილიზებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და ამას  „კისრის გაშეშებას“ ეძახიან ამ დროს ძლიერი ტკივილის გამო ადამიანი ვერ ამოძრავებს თავს გვერდზე.

კისრის ტკივილის სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღე .  შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირაც (იშვიათად)

 

 იმისთვის, რომ იცოდეთ როგორ მიუდგეთ ტკივილს, უნდა იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი, არსებობს რამდენიმე გავრცელებული მიზეზი: 

  • არასწორი პოზა - თუ ადანიანს არასწორ პოზაში უჭირავს თავი, არ აქვს მნიშვნეობა ზის, წევს თუ დგას. მაინც ეტკინება კისერი.
  • არასწორი ძილის პოზა
  • სპორტული დაზიანებები
  • თავის აქეთ იქით განმეორებადი მოძრაობა
  • კომპიუტერისთვის ერთ პოზაში დიდხანს ყურება (გეიმერებს ემართებათ ხშირად საათობით როცა პოზას არ იცვლიან ისე უყურებენ ეკრანს)
  • ვარჯიში განსაკუთრებით თუ არასდროს გივარჯიშიათ და მაღალი დატვირთვით ავარჯიშეთ მხრები და კისერი მაღალი ალბათობით გეტკინებათ.
  • როდესაც ხდება კისრის ან მხრის ნერვზე ზეწოლა(კომპრესია) ასეთ შემთხვევაში ტკივილის გრძნობა ჩამოუყვება ხოლმე რომელიმე ხელსაც
  • „გაყინული კისერი და მხარი“ - როდესაც კისერი იმობილიზებულია დიდ ხანს, შემდეგ მისი მოძრაობაში მოყვანა პრობლემას ქმნის.
  • მხრის მყესების ტკივილი  - სამედიცინო ენაზე ტენდინიტი ჰქვია  ვითარდება მყესის შეშუპება და ძლიერი ტკივილი. ტკივილი დიდ ხანს გრძლედება და საკმაოდ მძიმეა (უმეტესად სპორტსმენების პრობლემაა). ამ დროს სპორტისგან დროებით თავის შეკავება კარგია.
  • სასახსრე ჩანთის ანთება - ბურსიტი. იწვევს ტრავმა, პოდაგრა, ართრიტი.
  • ვიპლეში  -  ტკივილი და ანთება (იგივე ოსტეოართრიტია)  ვითარდება კისრის წინ და უკან სწრაფი ძლიერი მოძრაობის შედეგად.
  • კისრის ლიმფური კვანძების ტკივილი - უმეტესად ინფექციის შედეგია, შეიძლება იყოს გაციების და გრიპის დროს როცა სიმპტომებად გამოხატულია ლიმფური კვანძების ტკივილი.

 

მკურნალობისთვი ყველაზე ხშირად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს გამოიყენებენ  (ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ნაპროქსენი და ა.შ.) თუმცა წამლების ხანგრძლივ მიღებას აქვს თავისი გვერდითი ეფექტები.    თუ კისრის ტკივილი გამოწვეულია ტრავმით აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ  სპორტული ვარჯიშის შედეგად, შეიძლება იყოს  ტენდინიტი. ასეთ შემთხვევაში ჯობია ვარჯიშისგან ცოტა ხანი თავი შეიკავოთ და დაჭიმულ მყესი უარესად არ დააზიანოთ.   

თუ კისრის ტკივილი გამოწვეულია არასწორ პოზაში ძილით, ან კომპიუტერთან ჯდომით ან მსგავსი მიზეზებით, მაშინ მკურნალობისთვის ეფექტურია კისრის მობილიზაცია, ანუ ვარჯიშები, ოღონდ არა უხეში,  ასევე ეფექტურია სახსრის მანიპულაციაც.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 6962 times