7 ჰობი , რომლებიც  უფრო ჭკვიანს გაგხდით.

 

 

დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები მიიჩნვედნენ, რომ იბადებოდნენ თანდაყოლილი ინტელექტით, ჭკუით რომელიც ან ქონდათ, ან „არ ქონდათ“. თუმცა კვლევებმა ცხადჰყო და მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტვინის შესაძლებლობები და ინტელექტი გავზარდოთ მთელი ცხოვრება (ინტელექტის კოეფიციენტზე არ არის საუბარი, ის დაახლოებით 17-18 წლამდე ყალიბდება, მერეც შეიძლება მოხდეს მისი მოდიფიცირება, ოღონდ ძალიან მცირედით.).

გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლითაც თქვენი ტვინის შესაძლებლობებს გაიუმჯობესებთ.

  • მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა - აუმჯობესებს კრეატიულობას,  ანალიტიკურ უნარებს, ენას, მათემატიკურ უნარებს, მოტორულ უნარებს.   განსაკუთრებული იმიტომაა ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, რომ  კალოზურ სსხეულს აძლიერებს (ტვინში) რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ტვინის ჰემისფეროების კავშირს.
  • კითხვა - წაიკითხეთ რაც შეიძლება მეტი. თუნდაც „სატახტოთა თამაშები“ ან „ჰარი პოტერი“ არ აქვს დიდი მნიშვნელობა რას კითხულობთ მთავარია წაიკითხოთ. კითხვა ამცირებს სტრესს,  ზრდის ინტელექტს. ეხმარება პრობლემების გადაწყეტაში,  სხვადასხვა სახის ცოდნის შეკრებას აუმჯობესებს,  აუმჯობესებს ყოველდღიურობას.  ძლიერდება გაგების პროცესი, უფრო ადვილად  და ზუსტად უკეთებთ ინტერპრეტირებას მიღებულ ინფორმაციას და უკეთესად გესმით ადამიანების.

აუმჯობესებს მენეჯერულ უნარებს.

  • ივარჯიშეთ რეგულარულად - ერთეული ვარჯიშები რათქმაუნდა კარგია, მაგრამ მხოლოდ რეგულარული ვარჯიშია ეფექტური.  როდესაც  უჯრედები მეტი ოდენობით გამოიმუშავებენ ტვინიდან მიღებულ ნეიროტროფულ ფაქტორს (BDNF), რაც აუმჯობესებს მეხსიერებას, სწავლას, ფოკუსირებას, კონცენტრაციას, გონების გამჭრიახობას.
  • ახალი ენის სწავლა - აუმჯობესებს მეხსიერებას,  კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ ნაკლებ ქულებს იღებენ მენტალური ამოცანების შესურლებაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ესმით ან საუბრობენ რამოდენიმე ენაზე.. ასევე ორი ენის სწავლა აღმასრულებლების უნარებს აძლიერებს, როგორიცაა დაგეგმვა და პრობლემის გადაწყვეტა.
  • დაგროვილი ცოდნის გატესტვა - „იყენებ , ან კარგავ“. თუ ცოდნას არ გაიმეორებ, არ გამოიყენებ, ივიწყებ მას.    გაიმეორეთ ის რაც იცით, შეაფასეთ. ან უბრალოდ დაგავიწყდებათ. გონების ვარჯიშის კარგი საშუალება ენის სწავლაა.
  • ავარჯიშე ტვინი: პაზლი, სუდოკუ, თავსატეხები, დაფის თამაშები (ჭადრაკი, დომინო, შაში და ასეთი სტილის თამაშები), ვიდეო თამაშები. მუდმივად ავარჯიშებენ გონებას და ზრდიან მის შესაძლებლობებს.
  • მედიტაცია - ჯერ კიდევ დალაი ლამამ  1992 წელს მეცნიერი  რიჩარდ დევიდსონი მიიწვია მედიტაციის დროს ტვინის მდგომარეობის შესასწავლად. საბოლოო კვლევა კი  2004 წელს  დაიდო და გამოქვეყნდა ვოლ სტრიტ ჟურნალში რასაც დიდი ყურადღება მიექცა.  მედიტაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებში ვინც განსაკუთრებით ამბიციურია, ვინც გაყიდვებშია, ვინც ბიზნესშია. მოლაპარაკებების წინ, ვაჭრობის წინ მედიტაციით შესაძლებელია ფოკუსირება, მეტი თავდაჯერებისა და მეტი საკუთარ თავში ძალის დარწმუნებულობის მოპოვება. მედიტაციით შესაძლებელია მუდმივი ფოკუსირება საკუთარი თავის და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3323 times