ჭაღარა თმა ჯანმრთელობის ნიშანია

ადამიანთა უმეტესობის ცნობიერებაში ჭაღარა ნეგატიური რამ არის. როგორც წესი მისი რცხვენიათ და ცდილობენ დამალონ სხვადასხვა საშუალებებით. ყველაზე ხშირად ჭაღარას აკავშირებენ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან მძიმე სტრესული სიტუაციასთან, თუმცა სპეციალისტების დასკვნა სრულიად საპირისპიროა. ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჭაღარა მოწმობს იმაზე, რომ ადამიანი ჯანმრთელია.


რაც უფრო ემატება წლები ადამიანს, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს მის ორგანიზმში მჟავიანობის პროცესები, რომლებიც ამცირებენ ანტიოქსიდანტ გლუტათიონის დონეს. ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ ორგანიზმის დაბერების მთავარი ნიშანი.

ჭაღარა თმა სიბერეში მოწმობს გლუტათიონის მაღალ დონეს, ეს კი იმას ნიშნავს რომ ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს.

თუ ჭაღარას აღმოაჩენთ ადრეულ ასაკში(თუ 30 წელზე ადრე გაგიჩნდათ), ეს შეიძლება იყოს რაიმე პრობლემის ნიშანი, ხშირად ადრეული ჭაღარა უჩნდებათ ადამიანებს, ვისაც აქვს ჰორმონალური დისბალანსი. მაგრამ შეიძლება ამის მიზეზი იყოს გენეტიკა, ამ დროსაც არ ინერვიულოთ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ.

ნორმად ითვლება ჭაღარის გაჩენა 50-55წლისთვის.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3234 times