7საკვები, რომელიც არ უნდა მიიღოთ ძილის წინ

7  საკვები, რომელიც არ უნდა მიირთვათ ძილის წინ.

 უშუალოდ დაწოლის წინ ჭამა სასურველი არ არის.  ჯობია ბოლო ჭამიდან 3-4 საათი იყოს გასული დაძინებამდე, თუმცა თუ მაინც გიწევთ ჭამა ძილის წინ ჯობია შემდეგი საკვები არ მიირთვათ.

 

  • პიცა  - მთავარია, რომ მაღალკალორიულია, მეორეს მხრივ პომიდორი  და მისი წვენი ძილის წინ არასასურველია, ვინაიდან იწვევს მუცლის ტკივილს ღამე. ასევე ყველი  არ არის სასურველი ძილის წინ, რომელიც პიცაში დიდი ოდენობითაა.
  • ყავა - სტიმულანტია და ყავას თუ ძილის წინ დალევთ უბრალოდ შეიძლება არ დაგეძინოთ. ყავის მიღება ძილამდე 6   საათით ადრეა რეკომენდირებული.
  • შაქრიანი საკვები - შაქრის დიდი ოდენობით მიღება განსაკუთრებით არასასურველია ძილის წინ. კარგ  შემთხვევაში მათი ცხიმებად გარდაქმნის შანსი გაიზრდება.  ცუდ შემთხვევაში გამოიწვევს გლუკოზის სპაიკებს სისხლში, რომელიც ნელ-ნელა აზიანებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას.
  • ცხარე საკვები - აღიზიანებენ კუჭს, მათი მიღების შემდეგ განსაკუთრებით ღამე, შეიძლება შეგაწუხოთ გულძმარვამ.
  • შაქრიანი სასმელები - ზევით აღნიშნულია შაქრის არასასურველი შედეგები, მეორეს მხრივ შაქარი იწვევს მოუსვენარ ძილს.
  • ღვინო - აზიანებს ბუნებრივ ძილ ღვიძილის ციკლს.   შეიძლება საერთოდ არ დაგეძინოთ ადვილად, ან დაგეძინოთ და ღამეში რამდენჯერმე ადგეთ მოსაშარდად, ვინაიდან ღვინო შარდმდენიც არის.
  • ფორთოხლის წვენი - ზრდის მჟავიანობას, იწვევს რეფლუქსს და შეიძლება განვითარდეს გულძმარვა, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია ღამე.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2783 times