გილოცავთ 8მარტს ქალბატონებო - ამქვეყნად ქალმა შექმნა ყველა კაცი და... ყველა დაბადების დღე...

8მარტს გილოცავთ ძვირფასო ქალებო, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ სიყვარულს გისურვებთ... ბედნიერი იყავით ყოველ დღე როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც შვილი, როგორც ადამიანი...


***
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.

მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი,
ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და...
ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.

კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი,
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.

კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არცერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

 

****
კაცებო,ქალებს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუშალეთ.
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები,
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით მოუარეთ,
მარილი ხელისგულზე მოუყარეთ.
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
მინდვრის ყვავილივით მოუარეთ.

თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა,
ქალი ათას დარდად გადაგაქცევს.
ქალი აგატირებს,დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და კაცად გაქცევს.

ჰოდა,ამ საუნჯეს გაუფრთხილდით,
და გული ფიანდაზად გაუშალეთ.
შუბლზე გაჩენილი დარდის ნაოჭები,
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

კაცებო,ქალებს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუშალეთ.
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები,
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით მოუარეთ,
მარილი ხელისგულზე მოუყარეთ.
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
მინდვრის ყვავილივით მოუარეთ.

ტორემ სხვა ძალაა ქალის ძალა,
ქალი ათას დარდად გადაგაქცევს.
ქალი აგატირებს,დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და კაცად გაქცევს.

ჰოდა,ამ საუნჯეს გაუფრთხილდით,
და გული ფიანდაზად გაუშალეთ.
შუბლზე გაჩენილი დარდის ნაოჭები,
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

***
"ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
რვა მარტი და გაზაფხული
ერთად მომილოცნია."

 

***

8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში,
8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო,
უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა.
შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო…
8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს,
დავიკარგები უძირო ზღვაში,
მე შენ მიყვარხარ მინდაიცოდე
და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში…

***
ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,
ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,
აფეთქდება? ტყვიასავით მალია,
მინელდება? ჩაგებული ხმალია.

ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,
ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,
თუ გაუღე მას ბოლომდე კარია
წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3596 times