რატომ კბენენ კოღოები ზოგ ადამიანებს მეტად, ზოგს ნაკლებად

ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ კოღოები ზოგ ადამიანს მეტად ეტანებიან, ზოგს კი ნაკლებად. კოღოს კბენა არა მარტო არასასიამოვნოა არამედ საშიშიც არის, ვინაიდან ზოგიერთი დაავადება სწორედ კოღოს კბენით გადადის. მაგ ზიკა ვირუსი და მალარიის პლაზმოდიუმი.

კოღოებს აქვთ ძალიან კარგი ყნოსვის შეგრძნება, მათ  30 მეტრის სიშორიდან შეუძლიათ იგრძნონ ადამიანის სუნი.  ისინი რეაგირებენ სხვადასხვა სუნებზე სხვადასხვა ინტენსივობით ამიტომ  თუ გეცოდინებათ რა არის ის რაც კოღოებს იზიდავს და განიზიდავს უკეთ შეძლებთ თავის დაცვას.

  • ოფლის სუნი - იზიდავს მათ, ამავე დროს ლაქტის მჟავა, რომელიც ვარჯიშის დროს გამოიყოფა მიმზიდველად მოქმედებს მათზე. ხოლო ის ადამიანები ვისაც ზაფხულში მკვეთრი ოფლიანობა არ ახასიათებთ ნაკლებად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის.
  • სისხლის ტიპი - სისხლის ტიპს 00 ანტიგენებით უფრო მეტად ეტანებიან კოღოები.  ანუ პირველი ჯგუფის სისხლის ადამიანებს მეტად კბენენ კოღოები ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფის ადამიანებს.
  • ნახშირორჟანგის ამოსუნქთვა - ასევე იზიდავს კოღოებს. ამიტომ ადამიანები, რომლებიც მეტ ნახშირორჟანგს ამოისუნთქვენ მაგ. ორსულები უფრო ადვილად ხდებიან კოღოს მსხვერპლნი.
  • ბაქტერია - კანზე არსებული ბაქტერიები მეტად იზიდავს კოღოებს - მაგ სტაფილოკოკი და ვარიოვორაქსი მეტად იზიდავს კოღოებს, ვიდრე -  ფსევდომონა,  დელფტია, აქტინობაქტერია.
  • სწორედ ამ მიზეზებით კოღოს საწინააღმდეგო  საშუალებების უმეტესობა ეფუძნება სუნის გამოყოფას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს კოღოზე.

    რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 7440 times