ეს სიმპტომებია:
- მკერდზე ზეწოლის შეგრძნება
- ქოშინი
- საკუთარი გულისცემის შეგრძნება
- გრიპის მსგავსი სიმპტომები
- მუცლის/წელის ტკივილი
- ტკივილი მარცხენა მხრის მიდამოში, რომელიც გადაეცემა ხელის მტევანში.
ინფარქტის ყოველი მეხუთე შემთხვევა ხდება უეცრად წინასწარი სიმპტომების გარეშე და წლების განმავლობაში ფიქრობდნენ რაიმე გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები არ არსებობდა, თუმცა დადგინდა, რომ ასე არ არის.
გულის დაავადებების დროს მაინც არის რაღაც სიმპტომები ან ნიშნები რითიც შეიძლება ადამიანმა ეჭვი მიიტანოს გულის პრობლემებზე. დაწყებული ოჯახური ისტორიიდან, სადაც შეიძლება რომ პირველი რიგის ნათესავებში აღნიშნული იყოს გულის დაავადებები, ასევე გულ სისხლძარღვთა სავარაუდო პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს: ჭარბი წონა და სიმსუქნე, ქოლესტერინის მომატებული დონე, არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი. ანუ თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა აქვს ადამიანს და ამის შეესახებ იცის, ეს შეიძლება მიუთითებდეს გულის დაავადებების მომატებულ რისკზე.