10 ჩვევა რომელიც გვაშორებს ბედნიერებას

ხშირად გვაქვს ისეთი გრძნობა, რომ რაღაც ახლის ზღურბლზე ვართ, მაგრამ ეს რაღაც ახალი არ ხდება. ამის მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ნებისმიერ რამეში, მაგრამ ჯობია საკუთარი თავიდან დავიწყოთ.



ცვლილებების შიში
უმეტესობა ჩვენთაგანი თავს კომფორტულად იგრძნობს იქ სადაც არის, მაშინაც კი თუ გარშემო სამყარო შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს რომ სიახლეები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი წყალობით ვიზრდებით და ვიწყებთ ყურადღების გამახვილებას იმაზე, რაც ადრე შეუმჩნევლად მიგვაჩნდა.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყოთ ახლა აუცილებლად შეიცვლება.

სხვა ადამიანების დადანაშაულება და თავის მართლება

შეწყვიტეთ სხვების დადანაშაულება. როცა სხვას ადანაშაულებთ ამ დროს პასუხისმგებლობას იცილებთ და პრობლემას ტოვებთ მოუგვარებელს. დადანაშაულება თავის მართლებაა, თავის მართლების ძიება კი გზაა წარუმატებლობისკენ. თქვენ და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

საქმეების გადადება

ზოგი მხოლოდ ოცნებობს წარმატებაზე, ზოგი კი მუხლჩაუხრელად მუშაობს რომ მიაღწიოს წარმატებას. უმეტესობა მიდრეკილია თავი აარიდოს სერიოზულ ქმედებებს და გლობალურ ცვლილებებს, მაშინაც კი როცა ძალიან ჭირდებათ ეს.

როცა რაიმეზე მუშაობას იწყებთ, ნუ იფიქრებთ ფინიშის ხაზზე, კარგად მოიფიქრეთ პირველი ნაბიჯები, თანდათან ისინი მიგიყვანენ სასურველ ცვლილებებთან.

სწრაფვა აკონტროლო ის რაც არ არის კონტროლირებადი
თუ ცდილობთ ყველაფრის კონტროლს და განიცდით რომ ყველაფრის კონტროლი არ შეგიძლიათ, თქვენი ცხოვრება მიგყავთ პრობლემების და იმედგაცრუებებისკენ.

ჩვენ ზოგი რამის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ყველას ცხოვრებაში არის დადებითი და უარყოფითი მომენტები , ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელზე ვამახვილებთ ყურადღებას.

უზომო თვითკრიტიკა

სწორი გამოყენების შემთხვევაში ადამიანის გონება ბრწყინვალე ხელსაწყოა, მაგრამ არასწორი გამოყენების შემთხვევაში ჩვენს წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას. ჩვენ ხშირად ფიქრებით ვესაუბრებით საკუთარ თავს. მაგრამ ყოველთვის არ ვუფიქრდებით რას ვფიქრობთ და როგორ აისახება ეს ჩვენზე.

ჩვენი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ არ გვჯერა საკუთარი თავის. მოიშორეთ დამანგრეველი ფიქრები და ემოციები. მხოლოდ დადებითი განწყობა, მხოლოდ გამამხნევებელი აზრები!

გარშემომყოფთა კრიტიკა
თუ თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ მთელი თქვენი ნაკლოვანებებით, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სხვების ნაკლოვანებებზე.

ნუ ჩაერთვებით სხვების პრობლემებში, მოაგვარეთ თქვენი. ეცადეთ მთელი თქვენი დრო შეავსოთ სასარგებლო საქმეებით და თვითგანვითარებით და არა სხვების კრიტიკით.

შიში საკუთარი პრობლემების მიმართ
შიშები ხელს გიშლით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. როცა შიში გაკონტროლებთ არ ცხოვრობთ სრულფასოვანი ცხოვრებით.

ეცადეთ მალე მოაგვაროთ პრობლემები და ებრძოლეთ თქვენს შიშებს. ნუ გაექცევით მათ.

სურვილი ცხოვრობდეთ სხვა დროში და სხვა ადგილას

ზოგი ადამიანი გამუდმებით ფიქრობს იმაზე რაც მოხდა, ან იმაზე რისი შეცვლა სურთ და ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ. თუმცა წარსულს ვერ დააბრუნებთ, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა.

მეტი უნდა იფიქროთ აწმყოზე. უნდა შეიგრძნოთ ყოველი წამი, უნდა იყოთ მეტად აქტიური, ღია და მიზანმიმართული. ნუ იფიქრებთ მომავალ შვებულებაზე, როცა სამსახურში ხართ, ნუ იფიქრებთ საქმეებზე, როცა ზღვის სანაპიროზე ხართ. იცხოვრეთ ახლა. ყურადღება მიაქციეთ იმ სილამაზეს, რომელიც თქვენს გარშემოა.

სურვილი იყოთ ის ვინც არ ხართ
ერთ ერთი ყველაზე რთული რამაა არ დაკარგო საკუთარი თავი, არ დაემსგავსოთ სხვებს. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი ან ახალგაზრდა, მაგრამ ის არასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც ხართ თქვენ. არ შეიცვალოთ, არ შეიქმნათ კუმირები, იყავით ის, ვინც ხართ.

უმადურობა
ყოველთვის გაიღვიძეთ მადლიერების გრძნობით, იმის მიუხედავად, რამდენად კარგად ან ცუდად გრძნობთ თავს. იმის ნაცვლად რომ იფიქროთ იმაზე, რაც არ გაქვთ, ეცადეთ იფიქროთ იმაზე, რაც გაქვთ და იყავით მადლიერი...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2652 times